ისრაელმა ირანის დაზვერვის ხელმძღვანელი მოჰამად კაზემი და მისი მოადგილე მოკლა

ისრაელმა ირანის დაზვერვის ხელმძღვანელი მოჰამად კაზემი და მისი მოადგილე მოკლა

ისრაელის თავდაცვის არმიამ თეირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სადაზვერვო ორგანიზაციის შენობას დაარტყა.

შენობა ძლიერად დაზიანდა, რის შედეგადაც ორგანიზაციის ხელმძღვანელი მოჰამად კაზემი და მისი მოადგილე ჰასან მოხაგეგი დაიღუპნენ.

ინფორმაცია პირველად ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაავრცელა, შემდეგ მაღალჩინოსნების ლიკვიდაცია ირანშიც დაადასტურეს.

ისრაელმა და ირანმა ერთმანეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელება 13 ივნისს დაიწყეს. ისრაელელმა სამხედროებმა ირანზე თავდასხმა ქვეყნის ბირთვული პროგრამის განადგურების მიზნით დაიწყეს, რის შემდეგაც ირანმა საპასუხო დარტყმების განხორციელება დაიწყო.