ვიოლა ფონ კრამონი: თუ ევროპული საბჭო გადაწყვეტს, შეიქმნას რაიმე სახით პოლიტიკური კავშირი, ეს ნიშნავს იმ ქვეყნების მოწვევას, რომლებთანაც უფრო ახლო ურთიერთობა გვინდა, გვქონდეს. ასეთია მაგალითად, საქართველო

ვიოლა ფონ კრამონი: თუ ევროპული საბჭო გადაწყვეტს, შეიქმნას რაიმე სახით პოლიტიკური კავშირი, ეს ნიშნავს იმ ქვეყნების მოწვევას, რომლებთანაც უფრო ახლო ურთიერთობა გვინდა, გვქონდეს. ასეთია მაგალითად, საქართველო

თუ ევროპული საბჭო გადაწყვეტს, შეიქმნას რაიმე სახით პოლიტიკური კავშირი, მაშინ ეს ნიშნავს უფრო მეტ ქვეყანასთან ინტეგრაციას ჩვენს ორბიტაზე. ეს ნიშნავს იმ ქვეყნების მოწვევას, რომლებთანაც უფრო ახლო ურთიერთობა გვინდა, გვქონდეს. ასეთია მაგალითად, საქართველო, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

მისი თქმით, იგი იმყოფებოდა პარიზში და ესაუბრა ექსპერტებს, საფრანგეთის პრეზიდენტის, მაკრონის მრჩევლებს, რომლებმაც მას პოლიტიკური საზოგადოების შექმნის შესახებ მაკრონის იდეა გააცნეს.

ევროპარლამენტარის განმარტებით, რა სახის იქნება ეს პოლიტიკური კავშირი, ამას ევროპული საბჭო გადაწყვეტს.

„ბევრი მსჯელობა მიმდინარეობს და მათ შორის, მაკრონის იდეაზე პოლიტიკური საზოგადოების შექმნის შესახებ. ამ იდეის თანახმად, არის პოტენციალი, შეიკრიბონ ქვეყნები ამ ახალ გაერთიანებაში. მე გასულ კვირას პარიზში ვიმყოფებოდი და ვესაუბრე ექსპერტებს, მაკრონის მრჩევლებს. მათ გვითხრეს, რომ ახალი პოლიტიკური გაერთიანების მიზანი უკეთესი კოორდინაცია იქნება გარკვეულ ასპექტებში. ეს მიმართულებებია: საკვების კრიზისი, უსაფრთხოება, სამხედრო თანამშრომლობა.

ჩვენ გვჭირდება პარტნიორები და ისეთი პარტნიორი, როგორც საქართველოა, უკრაინა და მოლდოვაა. მე როგორც გავიგე, მათ სურთ მოგიწვიონ ამ საზოგადოებაში ევროკავშირში დაუყოვნებლივ წევრობის გარეშე. მეორე მხრივ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ ნამდვილი შანსი გახდნენ ევროკავშირის წევრები. არ უნდა იყოს ეს გაერთიანება ე.წ სამუდამოდ მოსაცდელი ოთახი, არამედ შუალედური შესაძლებლობა იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ ევროკავშირთან ახლოს იყვნენ. ეს ვერც კანდიდატის სტატუსს ვერ შეცვლის, რადგან შემდეგი ნაბიჯი ურთიერთობებში კანდიდატობაა. თუ საბჭო გადაწყვეტს, შეიქმნას რაიმე სახით პოლიტიკური კავშირი, მაშინ ეს ნიშნავს უფრო მეტ ქვეყანასთან ინტეგრაციას ჩვენს ორბიტაზე. ეს ნიშნავს იმ ქვეყნების მოწვევას, რომლებთანაც უფრო ახლო ურთიერთობა გვინდა, გვქონდეს. ასეთია მაგალითად, საქართველო.

რა სახის იქნება ეს პოლიტიკური კავშირი, ამას ევროპული საბჭო გადაწყვეტს. მე ასე გავიგე, რომ ჯერ ეს პოლიტიკური გაერთიანება და შემდეგ სტატუსი, მაგრამ შეიძლება ერთდროულადაც მოხდეს, ანუ იყოს ქვეყანა კანდიდატიც და ამ პოლიტიკური საზოგადოების წევრიც. მე არ ვარ ავტორი, მე ამ საკითხზე ვესაუბრე მაკრონის მრჩევლებს და მათ ამიხსნეს, რას გულისხმობენ. მეც მეგონა, რომ შეიძლებოდა, ეს ყოფილიყო სამუდამო მოსაცდელი ოთახი, იმ ქვეყნებისთვის რომლებსაც არ აქვთ შანსი, ოდესმე ევროკავშირში შევიდნენ, ან ვისი წევრობაც ზოგიერთ ქვეყანას არ სურს. ეს აზრი პარიზში უარყვეს და შეიძლება, განვიხილოთ, როგორც ახალი შესაძლებლობა“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

amo გვინდა რო? ქ-ნო ვიოლა შეგიძლიათ თავი დაგვანებოთ? ნურც მოფრინდები, ნურც გაფრინდები დელია, დელია . . .
3 წლის უკან
ლაზი მერკელის წასლით, გერმანიამ დაკარგა ლიდერის როლი ევრკავშირში. ინგლისიც გავიდა და დარჩა ლიდერად მაკრონი. კანდიდატობის საკითხის გადაწყვეტა თავის თავზე აიღი და ახლა, ახალ "თივის კონას" იგონებენ თურმე მისი მრჩევლები. რატომღაც ერთი ეპიზოდი გამახსენდა დათა თუთაშხიადან. "მიწის მთხრელებს უძლეველ გოლიათებად მიაჩნიათ სეთური და მისი მცირე გარემოცვა, არათუ ფიზიკურ, სიტყვიერ წინააღმდეგობასაც კი ვერ უბედავენ. ეს არის მათი ცხოვრების ნირის განმსაზღვრელი და „ბედნიერების მომტანი“. რა ვიცი, რა ვიცი, ღმერთმა ქნას ვცდებოდე.
3 წლის უკან