სუფთად გაცრილი სიმინდის ფქვილი მოვზილოთ რძესა და მაწონში. ავურიოთ ერთი-ორი კვერცხი, ამოვაგუნდავოთ. გუნდა გავყოთ ორ ნაწილად და გავაბრტყელოთ.
ერთი ფენა დავდოთ გახურებულ ქვის კეცზე, მოვაყაროთ 5-6 ჩაის ჭიქა დაფხვნილი იმერული ყველი, დავაფაროთ ზემოდან ცომის მეორე ნახევარი და გავაბრტყელოთ. ზემოდან მოვასხათ დაფხვნილი ყველისა და კვერცხის ნარევი. დავადოთ თუნუქის სახურავი, დავაყაროთ ნაცარნარევი ნაკვერცხლები და გამოვაცხოთ გაწითლებამდე.
ინგრედიენტები:
სიმინდის ფქვილი,
რძე 0.5. ლიტრი,
ნახევარლიტრიანი ქილით მაწონი,
4 ცალი კვერცხი,
6 ჭიქა დაფხვნილი ყველი,
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: ხვანჭკარა.