ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთი უკრაინით არ შემოიფარგლება და ევროპის უფრო დიდი ტერიტორიის, მათ შორის ნატო-ს მოკავშირეების დაპყრობას შეეცდება

ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთი უკრაინით არ შემოიფარგლება და ევროპის უფრო დიდი ტერიტორიის, მათ შორის ნატო-ს მოკავშირეების დაპყრობას შეეცდება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთი მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება და ევროპის უფრო დიდი ტერიტორიის, მათ შორის ნატო-ს მოკავშირეების დაპყრობას შეეცდება. ჯონსონი მოკავშირეებს მოუწოდებს, არ მოდუნდნენ და მოემზადონ ხანგრძლივი ომისთვის, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს.

„ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ დიდების შესახებ ვლადიმერ პუტინის ხედვა განხორციელდება. დავუშვათ, რომ მას მიეცა უფლება, შეინარჩუნოს უკრაინის ყველა ის რეგიონი, რომელიც ახლა რუსული ჯარების კონტროლის ქვეშ იმყოფება. რა მოხდება, თუ თითს არავი გაანძრევს, თუ ის მოახდენს დაპყრობილ ტერიტორიისა და მისი დაშინებული მაცხოვრებლების ანექსირებას დიდ რუსეთში? მოიტანს ეს მშვიდობას? იქნება მსოფლიო უფრო უსაფრთხო? იქნებით თქვენ უსაფრთხოდ? გულის სიღრმეში ჩვენ ყველამ ვიცით პასუხი. გასულ კვირაში მან თავი პეტრე პირველს შეადარა და რუსეთს მიაკუთვნა მარადიული უფლება, დაიბრუნოს ნებისმიერი ტერიტორია, რომელიც ოდესმე დასახლებული იყო სლავებით. ასეთი დოქტრინა შესაძლებელს გახდის ევროპის დიდი ნაწილის დაპყრობას, მათ შორის - ნატო-ს მოკავშირეების. შეიძლება, პუტინი ამას ვერ აცნობიერებს, მაგრამ მისი გრანდიოზული იმპერიული გეგმა, უკრაინის სრულად დაპყრობის შესახებ, ჩავარდა“, - აცხადებს ბორსონი.

Aburjga Tasmanieli ნატოს მოკავშირეები რომელი ქვეყნებია?!
3 წლის უკან