მიხეილ სააკაშვილი: პოლონეთის ერთ-ერთი მთავარი ლიდერის არშემოშვება ჩემთან მხოლოდ ქვის ხანის ველურების გადაწყვეტილებაა 

მიხეილ სააკაშვილი: პოლონეთის ერთ-ერთი მთავარი ლიდერის არშემოშვება ჩემთან მხოლოდ ქვის ხანის ველურების გადაწყვეტილებაა 

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ მიმართვას ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილის წერილი საზოგადოებას, მისმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ გააცნო. 

„ჩვენი მთავარი მოკავშირის და მეგობარი, მხარდამჭერი ქვეყნის, პოლონეთის ერთ-ერთი მთავარი ლიდერის არშემოშვება ჩემთან მხოლოდ ქვის ხანის ველურების გადაწყვეტილებაა და არა თანამედროვე ევროპელების. ის დამატებით არგუმენტებს იძლევა და ემსახურება ჩვენი კანდიდატობის შეგნებულად ჩაშლას. სწორედ ამიტომაც, როგორც ჩანს, ევროპა აღარ გვაძლევს კანდიდატის სტატუს დღევანდელი მდგომარეობით.

ველურების მთავრობას ევროპაში არაფერი ესაქმება, ხოლო ქართველი ხალხი არის არა ველური, არამედ ცივილიზებული დემოკრატიული საზოგადოება და უნდა ვიმოქმედოთ სანამ  სრულ ისტორიის აბსაიდში აღმოვჩნდებით. თუ ჩვენ, როგორც ხალხი კანდიდატობას ვიმსახურებთ, ეს უნდა დავამტკიცოთ ჩვენი ქმედებებით და არამხოლოდ განცხადებებით“, - ამის შესახებ  ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.