ბაიდენი: პრეზიდენტ ზელენსკის ვაცნობე, რომ აშშ უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დამატებით მილიარდი დოლარის დახმარებას გამოუყოფს

ბაიდენი: პრეზიდენტ ზელენსკის ვაცნობე, რომ აშშ უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დამატებით მილიარდი დოლარის დახმარებას გამოუყოფს

პრეზიდენტ ზელენსკის ვაცნობე, რომ აშშ უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დამატებით მილიარდი დოლარის დახმარებას გამოუყოფს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, დახმარების ახალი პაკეტი შეიცავს საარტილერიო და სანაპირო თავდაცვის იარაღს, ასევე საბრძოლო მასალას საარტილერიო და მოწინავე სარაკეტო სისტემებისთვის, რომლებიც უკრაინელებს სჭირდებათ დონბასში თავდაცვითი ოპერაციების მხარდასაჭერად.

„დღეს მე ასევე ვაცხადებ დამატებით 225 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინაში მცხოვრები ადამიანების დასახმარებლად“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.