გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერები უკრაინაში ჩავიდნენ

გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერები უკრაინაში ჩავიდნენ

იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად ჩავიდნენ. ამის შესახებ იტალიური გაზეთი La Reppublica წერს.

იტალიის მთავრობის პრესსამსახურმა სამი ლიდერის ერთობლივი ფოტოც გამოაქვეყნა, რომელიც კომპანია „უკრაინის რკინიგზის“ დიპლომატიურ მატარებელშია გადაღებული. დრაგი, მაკრონი და შოლცი კიევში მიემგზავრებიან, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.

იტალიური გამოცემა Rai News-ი წერს, რომ ლიდერების ვიზიტი ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე უკრაინისადმი მხარდაჭერის სიგნალი უნდა გახდეს. ევროკომისია შესაბამის რეკომენდაციებს 17 ივნისს გამოაქვეყნებს, 23-24 ივნისს კი ევროკავშირის ლიდერები ამ თემაზე ბრიუსელში გამართულ სამიტზე იმსჯელებენ.