Reuters: უკრაინაში შესაძლო ვიზიტამდე, მაკრონი რუსეთთან მიმართებით ტონს ამკაცრებს

Reuters: უკრაინაში შესაძლო ვიზიტამდე, მაკრონი რუსეთთან მიმართებით ტონს ამკაცრებს

უკრაინაში შესაძლო ვიზიტამდე, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთთან მიმართებით ტონს ამკაცრებს, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რუსეთის სამხედრო ძალების შესაჩერებლად, დავეხმარებით უკრაინელებს, მათ არმიას და გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს“, - განაცხადა მაკრონმა რუმინეთში, ფრანგული და ნატოს ჯარების სამხედრო ბაზაზე.

უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპაში მაკრონი არაერთხელ გააკრიტიკეს - უკრაინის მიმართ მის მხარდაჭერას ორაზროვანს უწოდებენ.