ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა მზად არის მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს იმ პირობით, თუ რუსეთი მზად არის ომის დასასრულებლად

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა მზად არის მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს იმ პირობით, თუ რუსეთი მზად არის ომის დასასრულებლად

უკრაინა მზად არის რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს იმ პირობით, თუ რუსეთი მზად არის ომის დასასრულებლად, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა გერმანული ZDF-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ღამის ტრაციდიული მიმართვისას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს მიმართა და აღნიშნა, რომ უკრაინის იმ ტერიტორიებზე, რომელსაც დღეს რუსეთი აკონტროლებს, მალე უკრანინული დროშები აფრიალდება.

„ვთხოვ ყველას, ვისაც ასეთი შესაძლებლობა აქვს, დაუკავშირდით ხალხს ოკუპირებულ სამხრეთში, დონბასში, ხარკოვის რეგიონში და უამბეთ მათ უკრაინის შესახებ. ამცნეთ მათ სიმართლე. თქვით, რომ ტერიტორიები იქნება განთავისუფლებული.

უთხარით კირილივკას, ჰენიჩესკს, ბერდიანსკს, მანჰუშს. უთხარი ჰორლივკას, დონეცკს, ლუგანსკს. უთხარით ყველას ხარკოვის რეგიონში, ვინც ჯერ კიდევ იძულებულია ნახოს რუსეთის დროშა ჩვენს უკრაინულ მიწაზე. უთხარით, რომ უკრაინის ჯარი აუცილებლად მოვა. რა თქმა უნდა, ჩვენს ყირიმსაც გავათავისუფლებთ. უკრაინის დროშა კვლავ იფრიალებს იალტისა და სუდაკის, ჯანკოისა და ევპატორიას თავზე“.