გერმანია მზადაა უკრაინას თანამედროვე შეიარაღება მიაწოდოს.
„აშკარაა, რომ უკრაინას სჭირდება დამატებითი იარაღი თავდაცვისთვის. ამ კრიტიკულ ფაზაში მნიშვნელოვნად ვაფართოებთ ჩვენს მხარდაჭერას: უკრაინას უახლეს საზენიტო სისტემასა და არტილერიის აღმოჩენის რადარს მივაწვდით“- განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.
მისივე თქმით, იარაღის მიწოდება ევროპელ და ნატოელ პარტნიორებთან კოორდინაციით მოხდება.