„ვფიქრობ, ევროკავშირი წევრობის კანდიდატის სტატუსს მოგვცემს, რადგან ამით ხაზს გაუსვამს თავისი გეოპოლიტიკური გავლენის ზონას“

„ვფიქრობ, ევროკავშირი წევრობის კანდიდატის სტატუსს მოგვცემს, რადგან ამით ხაზს გაუსვამს თავისი გეოპოლიტიკური გავლენის ზონას“

„მას შემდეგ, რაც თურქეთმა და რუსეთმა შეიმუშავეს კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების მოდელი 3+3, ფაქტობრივად, ევროკავშირი გაძევებულ იქნა კავკასიის რეგიონიდან ისევე, როგორც აშშ. ამდენად, სტატუსის მონიჭებით ევროკავშირი დაადასტურებს, რომ კავკასიის რეგიონში ინარჩუნებს თავის გეოპოლიტიკურ ფორპოსტს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია.

საქართველოში ბჭობენ, ვისი ბრალი იქნება, თუკი ჩვენი ქვეყანა ვერ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. პროცესების არასაიმედოდ განვითარების შემთხვევაში, ეს ხელისუფლების ბრალი იქნება, ოპოზიციის, თუ უფრო მეტად ევროპის სიფრთხილის ბრალი, რომელიც არ იქნება მზად მეტი გაფართოებისთვის? როგორც წესი, ევროპა ბოლო მომენტში უკან იხევს ხოლმე, ეს სულ ახლახანსაც გამოჩნდა, როცა ევროპა მზად იყო რუსული ნავთობი არ ეყიდა, მაგრამ უცებ გადაიფიქრა იმ მოტივით, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს მაინც მიჰყიდეს ნავთობს უფრო ძვირად.

- ვფიქრობ, ევროკავშირის წევრობის საკითხი უფრო უკავშირდება გეოპოლიტიკურ საკითხს, ვიდრე თვითონ ჩვენი ქვეყნის შიგნით არსებულ პროცესებს. ეს გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებაა. არა მგონია, გადაწყვეტილება სხვანაირი იყოს, როგორც საქართველოში ზოგიერთები მოელიან. ჩემი აზრით, ევროკავშირი წევრობის სტატუსს დაამტკიცებს სამივე სახელმწიფოსთვის - საქართველოსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისთვის, რადგან ამით ევროკავშირი ერთგვარად ხაზს გაუსვამს თავისი გეოპოლიტიკური გავლენის ზონას. ამიტომ ეს არის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება. ყოველ შემთხვევაში, კანდიდატის წევრობის სტატუსი შეიძლება გაიწელოს ფაჩიკოს გარმონივით, ეს არ არის წევრობის ასპროცენტიანი გარანტია, მე უფრო მეჩვენება, რომ ეს გეოპოლიტიკური თამაშია, გეოპოლიტიკური გავლენის ზონებზეა ძირითადად გამახვილებული ყურადღება, განსაკუთრებით, უკრაინის ომის კონტექსტში. დაახლოებით ისეთივე ვითარებაა, როგორც თავის დროზე თურქეთს რომ მიანიჭეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ესეც წმინდა გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, თორემ თურქეთი ისევე „ასრულებდა“ იმ პერიოდში მოთხოვნებს, როგორც ახლანდელი წევრობის სამივე კანდიდატი ქვეყანა - უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. ასე რომ, გეოპოლიტიკური კონიუნქტურით განისაზღვრება ეს საკითხი. ევროკავშირს სჭირდება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რადგან მას შემდეგ, რაც თურქეთმა და რუსეთმა შეიმუშავეს კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების მოდელი 3+3, ფაქტობრივად, ევროკავშირი გაძევებულ იქნა კავკასიის რეგიონიდან ისევე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები. ამდენად, სტატუსის მონიჭებით ევროკავშირი დაადასტურებს, რომ კავკასიის რეგიონში ინარჩუნებს თავის გეოპოლიტიკურ ფორპოსტს. მეორე მხრივ, ის ტენდენცია, რაც საქართველოშია, თუნდაც სასამართლო რეფორმები, მურუსიძის სასამართლო, შარლ მიშელის დოკუმენტის ჩავარდნა, წესით და რიგით, არ უნდა იყოს პოზიტიური მომენტი წევრობის სტატუსისთვის, რადგან, როცა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უშუალოდ იყო ჩართული ამ პროცესში და, ფაქტობრივად, შარლ მიშელს სილა გააწნეს, ბუნებრივია, ევროკავშირს სხვაგვარი გადაწყვეტილება შეიძლება მიეღო.

„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ძირი გამოუთხარა ოპოზიციამ, სამაგიეროდ, მმართველი გუნდი ამაყობს თავისი რეფორმებით და იმით, რომ ევროკავშირთან ვაჭრობის პირობების შთამბეჭდავად შესრულება ყველაზე მეტად საქართველომ შეძლო, რითაც ვაჯობთ უკრაინას და მოლდოვას და, მთლიანობაში, ასოცირების შეთანხმების ვალდებულების 45%-ზე მეტი შევასრულეთ.

- ერთია, რას ლაპარაკობს „ქართული ოცნება“, მაგრამ მეორეა ანალიტიკური საზოგადოებისთვის რა არის დამაჯერებელი. ჯერ გვიჩვენონ რეალური ციფრები და მაჩვენებლები იმავე საქსტატის და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, რომლებიც რატომღაც დუმან და ვნახოთ, როგორ არის ევროკავშირი ეკონომიკურ დონეზე წარმოჩენილი საქართველოში. ჯერჯერობით საქართველოს მთავარი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი და აზერბაიჯანი. ევროკავშირის მასშტაბს ვერ ვხედავ.

უკრაინისთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭების მხრივ განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება უკრაინაში მიმდინარე ომს. თუ ომზე მიდგა საქმე, საქართველოსაც გადატანილი აქვს არაერთი ომი რუსეთთან, სულ ბოლოს აგვისტოს ომი, ამ მხრივ საქართველო პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ უნდა იყოს უკრაინასთან ერთად?

- კი ბატონო, მაგრამ საქართველოსა და უკრაინის ომის შედეგები აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან, თანაც, აგვისტოს ომიდან გავიდა უკვე დაახლოებით 14 წელი, ამ ხნის განმავლობაში ქვეყანა ვითარდებოდა, აგვისტოს ომის პერიოდში მოგვცეს სერიოზული კომპენსაცია 4 მილიარდი დოლარის ოდენობით, სად წავიდა ეს 4 მილიარდი დოლარი, ეს უნდა მოჰკითხონ სააკაშვილსა და მის ხროვას. ამით უნდა დაკავებულიყო პროკურატურა, ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი, სად დაიკარგა 4 მილიარდი დოლარი, რომელიც ჩვენ დასავლეთმა მოგვცა - აშშ-მა და ევროკავშირმა. ამ 4 მილიარდის მეშვეობით დიდი ხანია, გავხდებოდით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო სრული მასშტაბით, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ევროკავშირში გაწევრიანების დროს არ დგას, რადგან კვიპროსსაც აქვს ტერიტორიული პრობლემა, მაგრამ დღეს კვიპროსი არის ევროკავშირის წევრი. დღევანდელმა ჩვენმა ოპოზიციამ კი, რომელიც იმ დროს იყო მმართველი პოლიტიკური ძალა, უნდა განმარტოს, 4 მილიარდი დოლარი სად წაიღო.

ზუსტად მაგ პარტიის წარმომადგენლები აანონსებენ ახალი საპროტესტო ტალღის აგორებას, თუკი ევროკავშირის სტატუსის მინიჭება არ მოხდება. ისინი აპირებენ, ალხს აუხსნან, რა პერსპექტივა დააკარგვინა მათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ. ამჯერად მაინც თუ მოახერხებენ საზოგადოების მობილიზებას?

- მაგ პარტიის მიერ გამოყვანილ ხალხზე რა უნდა ვთქვა… ისინი ვერაფერს შეძლებენ. მათი გადასაწყვეტი არაა, მივიღებთ თუ არა ევროკავშირის სტატუსს, როგორც მოგახსენეთ, ეს ევროკავშირის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

ევროკავშირის მხრიდან თავშეკავების შემთხვევაში, იგრძნობა საფრთხე, რომ საქართველოში გაძლიერდეს პრორუსული განწყობა? ეს რუსეთისთვის ერთგვარი მესიჯი იქნება, რომ ახლა მისი დროა?

- ასეც არის. ბუნებრივია, ევროკავშირმა ეს ფაქტორიც უნდა გაითვალისწინოს, რომ მისმა სხვაგვარმა პოზიციამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი საზოგადოებრივი აზრის შექმნა საქართველოში. მმართველი პოლიტიკური ძალა ისედაც ატარებს ნეიტრალიტეტის პოლიტიკას და ეს პოლიტიკური კურსი კიდევ უფრო გაძლიერდება. ასე რომ, ევროკავშირის გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ისე, ამ ეტაპზე გაწევრიანების შესაძლებლობა თუ არ მოგვცეს, ეს არაფერს არ ნიშნავს, მთავარია, უვიზო მიმოსვლა არ შეგვიფერხდეს.

თქვენ თურქეთი ახსენეთ, რომელსაც ევროკავშირის სტატუსის მიღება გაუჭიანურდა, ევროკავშირის ისტორიას თუ გადავხედავთ, მასში გაწევრიანება არასდროს ყოფილა ხანმოკლე. ალბანეთი 2014 წლიდან ელის გაწევრიანებას, მონტენეგრო-2010-დან, სერბეთი 2012-დან, მაგრამ უკრაინის ომის გამო დრო დაჩქარდა.

- თქვენ აღნიშნეთ ბალკანეთის სახელმწიფოები, ასეთი სტატუსები ევროკავშირს გაცემული აქვს ამ სახელმწიფოებზეც, მაგრამ ეს ნიშნავს დროის გაწელვას. თავის დროზე, როცა ასოცირებული წევრობა მოგვცეს, ჩვენ მივიღეთ უვიზო მიმოსვლის საშუალება, რაც საქართველოს მოსახლეობას უფრო აინტერესებს, ვიდრე სხვა საკითხები და ჩვენი საქონლის გარკვეული შეღავათებით ევროკავშირში გაყიდვის უფლება, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვასრულებთ. ევროკავშირში ხშირად დავდივარ და ქართული საქონელი იქ მაინცდამაინც არ მინახავს. ეს არის პრობლემა, თორემ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკავშირდება გეოპოლიტიკურ კონიუნქტურას.

Aburjga Tasmanieli თუ გვინდა, რომ საქართველოს სახელმწიფომ ტაკარგული ტერიტოირიები დაიბრუნოს, მაშინ რუსეთის მიმართ კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენას ალტერნატივა არ აქვს!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მთავრობავ, ბატონო პრემიერო გამოიტანეთ ის მათხოვრული, უკიდურესად დამამცირებელი განცხადება რომელიც ამას წინად შეიტანეთ მტარვალთა და ფლიდთა კავშირში კანდიდატის სტატუსის მისაღებად! გამოიტანეთ, გამოიწვიეთ უკან, გთხოვთ გემუდარებით... და ანახავთ მაგ სექსუალურად გადახრილების გამწარებულ კაკანს და წიოკს!
2 წლის უკან
trampi ყოჩაღ კალანდაძე --სამადაშვილს !! მალადეც მახარაშვილი, მალადეც!!!!!!
მეგობარ ევროპელებს ნიღაბების ჩამოხსნაში ეხმარებიან....
და ნიღბის უკან ........................................... ჩვეულებრივი გახრწნილი ბებერი ჩათლახები გამოჩნდნენ. ისე მე მაგ ნიღბებშიც გადასარევად ვხედავდი, თუ მაგ დემოკრატიის ნიღბებს ქვეშ სინამდვილეში როგორი პიდარასტებიც იყვნენ ჩამალულები და ჩვენს მიმართ მაგათ რა დამოკიდებულებაც ჰქონდათ---ზანგებივით )..
იმიტომაც ვაგინებ კოლუმბის თამადობით მაგათ ოპტომ ყველას 2007 წ 7 ნოემბრის მერე .... დდდდდპპპპჭჭჭჭ--ებს....დაჟე ჯეფერსონ--ვაშინგტონებსაც კი არ ვუტოვებდი მოუკითხავებს
...ისე კი ძალიან კარგია, ძალიან კარგი...!!!!!........პირდაპირ აღრრრრრრრფფფფფრრრრრრრრთოვანებული ვარ მაგათი საქციელებით... .ძალიან მიხარია ,
მაგათი პიდარასტობა, უკვე ეგრე იავნად რო ჩაანს .............. ...დაჟე უკვე ყველა ბრიყვი და ჩლუნგიც კი მიხვდება, თუ სინამდვილეში ეგენი ვინც არიან და რა უნდათ მაგათ ჩვენგან
ისე კი ...................... მაგათ ქართველ ხალხს კიდევ უფრო მაგრად უნდა დაგვაჯვან თავზე , რომ ზოგზოგმა მოევროპელმა ქაჯებმაც კი, კარგად დაინახონ თუ სინამდვილეში ეგენი ვინც არიან და რა დემოკრატებიც
რაც მე მაგ კოლუმბს ვაგინე კიდეევ დიდხანს გაუძლოთ მაგათ ამ ნიღბებმა
ჰჰჰმმმმმმმმმ...................ნიღაბი......
რუსებს ნიღაბი ჩამოუვარდათო------------------------------------
-ქაჯებოოოო --------------- რუსეთს როდის ეკეთა ნიღაბი რო ჩამოვარდნოდა?????????
ეს რა ქაქი და ჩათლახიც არის თქვენც ამერიკელი დებილებივით ეხლღა გაიგეეეთ, ეხლა გაიცანიიით???????? არ იცით რუსი ვინცააააა?---------მაშინ თქვენ ამერიკელებზე უარესი დებილები და ჩლუნგები ყოფილხართ......
ამ ომისა არ იყოს -----ვის ეომებიან, ვის რუუსს??...უტვინოები. ეს ჩათლახი ამერიკელები ძალად ურევენ მსოფლიოს....ჰოოდა მისაღებსაც აუცილებლად მიიღეებენ!!
ისე კი მე ამ რუსების კეთილები, თუ ამერიკელები წყნარ ოკეანეში არ გაიყვანოს და იქ არ დასცხოს, როგორც საჭიროა(ჩვენ თავი დაგვანებონ)
ვაააააააააააააააააა ........................ ჭირს მოგცემ ჭირს დაგავიწყებო....ესენი ვინ ყოფილან???
ამერიკელებთან შედარებით ეს ,,საწყალი რუსები,, მილენკები ყოფილან..
...ფუი ეშმაკს....
მოკლედ ამ კოლუმბის ,,ლოცვა-- კურთხევაზე,, აქ წლების მანძილზე იმდენი მაქვს ნაწერი, რომ ეხლა მეტი აღარააა საჭირო...
.აქაურებმა ისედაც ყველამ ყველაფერი იცით....
აუჰჰ .....ეს რა დრო დადგა ........მე თვითონ მიკვირს
2 წლის უკან