ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები სევეროდონეცკის დიდ ნაწილს აკონტროლებენ.
„ორკები აკონტროლებენ სევეროდონეცკის დიდ ნაწილს, ინდუსტრიული ზონა ჩვენია, იქ „რაშისტები“ არ არიან. ბრძოლები მიმდინარეობს მხოლოდ ქალაქის შიგნით, ქუჩებში“, - აღნიშნა სერგეი გაიდაიმ.
გაიდაის თქმით, რეგიონის 90%-ზე მეტი დროებით რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. ამავდროულად, ლისიჩანსკი მთლიანად უკრაინის კონტროლის ქვეშაა.