ჭკუა უხმარ არს ბრიყთათვის, ანუ: მთავარი გაგებაა!

ჭკუა უხმარ არს ბრიყთათვის, ანუ: მთავარი გაგებაა!

ირაკლი კობახიძის მიერ ლევან ბერძენიშვილის გინესის რეკორდსმენობის კანდიდატად ნომინირების შემდეგ, მისი ძმა აღშფოთებული პარლამენტში მივარდნილა და ირაკლისათან, რომელსაც „მეჩაიე დეპუტატი“ უწოდა, „ამ თემაზე“, ე.ი. არის თუ არა მეფე ერეკლე მოღალატე, არც მეტი, არც ნაკლები - სასწრაფო დებატები მოუთხოვია!

ეწყინა. მაგრამ ეჭვი მაქვს, ძმის შეურაცხყოფაზე მეტად ეს ეწყინებოდა - მაინც რატომ ეკუთვნის ლევანას გინესის კანდიდატობა და არა მეო?! ალბათ, ლოგიკურია, რადგან უკრაინას თუ ეკუთვნის კანდიდატობა, მაშასადამე - ჩვენც გვკეუთვნის. რაც ეკუთვნის ლევანას, ის დავითსაც არანაკლებ ეკუთვის. კობახიძე შეცდა. დავითმა რა დაუშავა?! მართალია, ერეკლეს ლანძღვა ლევანამ დაასწრო, მაგრამ დავითიც ხომ მუდამ მზად არის დებატში საომრად და კანდიდატობისათვის (ცხადია, გინესის რეკორდსმენობაზე) არათუ რომელიმე „მეჩაიეს“, მეფე ერეკლესაც და ვინც გინდა იყოს, მამაზეციერსაც კი, არ დაინდობს, ყველას გაანადგურებს! რატომ და იმიტომ, რომ ყველაზე ჭკვიანია. ლევანაზე ჭკვიანიც კი. იმდენად ჭკვიანია, რომ არაფრის გაგებაში არ არის. დიახ, მისი ძმა მსოფლიო ლიდერია, რადგან ისე ჭკვიანად კითხულობს, რომ ვერაფერს ვერ იგებს, არადა რამდენი რამ აქვს წაკითხული, ვინ მოსთვლის! მაგრამ დავითი მასზე უფრო ჭკვიანია, რადგან ამდენი წელია ლევანას ძმაა, მაგრამ მასაც ვერაფერი გაუგო და ამას წინათ პარტიიდან გარიცხა. იმდენად ჭკვიანია, რომ ვერ იგებს, რა განსხვავებაა „მეჩაიესა“ და „მერჩულეს“ შორის. გაგებაში რომ იყოს, ეცოდინებოდა: ირაკლი კობახიძე - მერჩულეა, ანუ მესჯულე, ე.ი. ხელობითა და მოწოდებით - სჯულის კაცი. ხელობითა და მოწოდებით „მეჩაიე“ კი სწორედ ისაა, პარლამენტში რომ შევარდა და შევარდნაძის ჩაი რომ დალია. მეჩაიემ, რადგან სჯულის გაგებაში არ იყო, სამართალი წაბილწა და კონსტიტუციას ნამუსი ახადა. მერჩულემ პირიქით - სჯულს, ე.ი. სამართალს წართმეული ღირსება და პატივი დაუბრუნა, წიხლქვეშ გაგდებული და ქუჩაში მეძავივით მიგდებული კონსტიტუცია ფეხზე წამოაყენა, ჭუჭყი მოაშორა, შემოსა, მორთო, გვირგვინიც დაადგა და კუთვნილ ტახტზე დააბრძანა.

მაგრამ, ეს ყველაფერი - ე.ი. განსხავავება მეჩაიეობასა და მერჩულეობას შორის, დავითს, რადგან ყველაზე ჭკვიანია, არ შეუძლია გაიგოს. ბუნებრივია, მისი ძმაც იმდენად ჭკვიანია, რომ ვერასდროს გაიგებს, რა განსხავებაა მეფე ერეკლეს გმირულ თავდადებასა და მაგ. სერგო ორჯონიკიძის, ან ასე შორს რომ არ წავიდეთ, იგივე მეჩაიე სააკაშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოში ჩადენილ ღალატს შორის. ათასი რამ აქვს წაკითხული და გადაკითხული, მაგრამ განსხვავება გეორგიევსკის ტრაქტატსა და პავლე პირველის მანიფესტს შორის ვერ გაუგია და ვერც გაიგებს. რატომ და იმიტომ, რომ მას სჯული არ ესმის, უსჯულოა - რაც არ უნდა წაიკითხოს და ჭკვიანურად „გააანალიზოს“, რადგან მისთვის სჯული (ე.ი. იგივე „მართალი სამართალი“ ქართულად) არაფრის საზომი არ არის, ამას ვერასდროს გაიგებს: ტრაქტატი სჯულით დაიდო, სჯულისვე დასაცავად, ხოლო პავლეს მანიფესტმა - ეს სჯული უსჯულოდ წაგვართვა. ტრაქტატი იმიტომ დაიდო, რომ მსგავსი მანიფესტისგან ე.ი. უსჯულოებისგან, თავი დაგვეცვა, ხოლო ვისაც მაინც გონია, რომ ტრაქტატიდან, ე.ი. სჯულიდან - მანიფესტი, ანუ უსჯულოება გამომდინარეობს, უკვე იმდენად ჭკვიანია, რომ არაფრის გაგებაში აღარ არის.

რასაკვირველია, აზრი არა აქვს ესოდენ ჭკვიანებისთვის, რომლებსაც აღარაფერი გაეგებათ, სჯულის კითხვას. ეს იგივეა, მგლის თავზე სახარება იკითხო. ისინი ვერასდროს იპოვინიან განსხვავებას მეჩაიეობასა და მერჩულეობას შორის, უარესიც - სჯულსა და უსჯულოებას ვერასდროს განასხვავებენ, ამიტომაც მეფე ერეკლე და სალამური მათთვის ერთი და იგივეა. ცხადია, ეგეთ ჭკვიანებთან დებატებსაც არა აქვს აზრი. მაგრამ ერთი კი საკითხავია: როცა მეფე ერეკლეს მოღალატეობა არმოღალატეობას სადებატოდა ხდი, ამაზე უარესი „ვაი ჭკუისაგან“ რაღა უნდა გჭირდეს?!

დავით გურამიშვილს უთქვამს: „ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა - ცოდნით მოიხმარებისო“. თანამედროვე რომ ყოფილიყო და ბერძენიშვილებისათვის შეეხედა, იგივეს დასძენდა, რასაც მაგ. ჩემი მეგობარი გია იაკობაშვილი ხშირად და დაუღალავადა წერს: „მთავარი გაგებაა!“ ანუ გურამიშვილთან „ცოდნა“ - სწორედ გაგებასა ნიშნავდა და სხვას, არც არაფერს, მით უმეტეს არა ნიშნავდა „ინფორმირებულობას“. ეგ სიტყვა მაშინ არც არავინ იცოდა.

 

 

amo გმადლობთ.
2 წლის უკან
dimpi "ეგეთ ჭკვიანებთან დებატებსაც არა აქვს აზრი"

ეგეთი ჭკვიანებით არის გამოტენილი ე.წ "თბილისი ფორუმი"

და ეგეთი ჭკვიანების მომრავლება იქნება განათლების სისტემის აღუდგენლად
2 წლის უკან
dimpi მითუმეტეს როცა ახლგაზრდების აუდიტორია ეძლევა ძმებს კარამაზოვებს

თურმე მართალს ამბობდა ნარჩემაშვილი,
2 წლის უკან
dimpi კიდევ რტაიმე სტატია ჩაუგდეთ პიარისათვის
2 წლის უკან
dimpi მიაღწია თავისას, გაიპიარა და გააპიარეს, უკვე რამდენიმე კვირა გრძელდება ხომ?

ზაფხულია, წადით სადმე მთაში ან ზღვაზე, ჯობია მაგისთანების პიარს
2 წლის უკან
დემეტრე - ასეთი პიარის დედა ვატირე, რაც ბერძენიძვილებმა გაიკეთეს, 100 კაციდან 1 რომ გაქებს და 99 გაგინებს...
2 წლის უკან