„ეტყობა, ჩარკვიანს მელიას მიმართ სააკაშვილის უკმაყოფილების შესახებ ინფორმაცია აქვს და ყველა ღონეს ხმარობს, რომ მისი ადგილი დაიკავოს“

„ეტყობა, ჩარკვიანს მელიას მიმართ სააკაშვილის უკმაყოფილების შესახებ ინფორმაცია აქვს და ყველა ღონეს ხმარობს, რომ მისი ადგილი დაიკავოს“

მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახი ექს-პრეზიდენტის ჯამრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ, ოპოზიციაში სააკაშვილის ციხეში დატოვება-ჩატოვების ირგვლივ დაპირისპირება მწვავდება. თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიას სააკაშვილის ციხიდან დახსნის სტრატეგიას უწუნებს და ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებს.

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ მელიამ ვერ ივარგა და ექს-პრეზიდენტის საპატიმროდან გათავისუფლების პროცესი სისრულეში ამიტომაც ვერ მოიყვანა.

თაკო ჩარკვიანი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს კიდევ ერთ ბრალს უყენებს, მას მიაჩნია, რომ ნიკა მელიამ ქუჩაში ხალხის გამოყვანის ნაცვლად პროცესი მიაძინა.

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი არ ყოფილა ერთადერთ, ვინც ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას ბრალი წაუყენა. „ნაციონალურ მოძრაობას“ აკრიტიკებენ მისი ყოფილი წევრებიც. „ევროპულ საქართველოში“ მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობამდე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიყვანა.

კრიტიკოსებმა პასუხი „ნაციონალებისგანაც“ მიიღეს . ენმ-ში ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გადაყვანის მთავარი გზა საერთაშორისო პარტნიორებთან მიდის, რომლებთანაც მათი თავმჯდომარე ნიკა მელია აქტიურ კომუნიკაციაშია.

მიუხედავად ამისა, მელიას მიმართ პრეტენზიები, როგორც ჩანს, პარტიის შიგნითაც არსებობს. მაგალითად, ენმ-ის წევრი ნონა მამულაშვილი ამბობს, რომ ბევრად უფრო აქტიურ პარტიის თავმჯდომარეს ისურვებდა. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პარტია საერთაშორისო ასპარეზზე ბევრად უფრო აქტიური იყოს.

ამასთან, ოპოზიციის ბრძოლის სტრატეგია სუსტია და მოსახლეობის გაწბილებას იწვევს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პარტია, ბევრად უფრო აქტიურები ვიყოთ და საერთაშორისო ასპარეზზე დავაფიქსიროთ პოზიცია. ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება საერთაშორისო ასპარეზზე, თუ ადგილობრივად ვერ ვახერხებთ ხალხის მობილიზებას. თანმიმდევრულობის პრობლემა გვაქვს და ძალიან ხშირად ვცვლით სტრატეგიას იმის ნაცვლად, რომ ტაქტიკური სვლები ვცვალოთ. ვფიქრობ, ჩვენი ბრძოლის სტრატეგია არის სუსტი და მოსახლეობაშიც არსებობს გაწბილება“, - აღნიშნა ნონა მამულაშვილმა.

მამულაშვილის აზრით, ბრძოლის სტრატეგიის შეცვლაში შესაძლოა, ოპოზიციის პარლამენტიდან გასვლა, ევროკავშირში სისტემატიური წარმომადგენლის ყოლა ან ახალი სახეები იგულისხმებოდეს.

ვიდრე ექსპრეზიდენტის თანაგუნდელები და მხარდამჭერები ერთმანეთში არკვევენ, ვის რა უნდა მოემოქმედებინა ლიდერის გასათავისუფლებლად, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში რჩება და მისი სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით ახლა აქციებს ოჯახი მართავს და ამტკიცებს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ „ნაციოანლური მოძრაობა“, როგორც პარტია,  ფსკერისგენ მიექანება და ამიტომ ყველა გადარჩენის რეჟიმშია. თაკო ჩარკვიანის განცხადებები კი ნიშნავს იმას, რომ ნიკა მელიას ირგვლივ დიდი ხანია თავად პარტიაში შავი ღრუბელი შეიკრა. ის ფიქრობს, რომ შიდა დაპირისპირების ფონზე, ჩარკვიანი სააკაშვილს ელაქუცება და არაა გამორიცხული მელიას ადგილის დაკავება უნდოდეს.

„ვფიქრობ, ჩარკვიანს ნიკა მელიას მიმართ სააკაშვილის უკმაყოფილების შესახებ ინფორმაცია აქვს. ამიტომ ახლა ყველა ღონეს და ხერხს ხმარობს იმისთვის, რომ მისი ადგილი დაიკავოს. ის სააკაშვილს ელაქუცება და ამით გარკვეული დივიდენდების მიღება უნდა. „ნაციონალები“ ისტორიულ კანალიზაციაში მიდიან, ამიტომ შიდა დაპირისპირება უფრო მწვავდება და ვხედავთ რეგიონების დონეზეც პარტიას რამდენი ადამიანი ტოვებს. რაც შეეხება ჩარკვიანს, ალბათ, მის პარტიას მხარს ოჯახის წევრებიც კი არ უჭერენ. ამიტომ სადღაც შეძრომას ცდილობს და ეს სადღაც, ვფიქრობ, „ნაციონალები“ იქნება.

როგორც ჩანს, მელიაზე სააკაშვილი და მისი ოჯახი ძალიან განაწყენებულია და ისიც წაქცეულს ზემოდან ურტყამს, იქნებ რამე ხეირი ნახოს. ამ ქალბატონს ამბიციები აწუხებს და უნდა სულ ზემოთ იტივტივოს. აბა, სხვაგვარად, ის ვის აინტერესებს, არჩევნებზე გამოჩნდა. ჩარკვიანი პოლიტიკურად ბრიყვია, ელოდება, რომ მელიას ენმ-იდან მოისვრიან, ამიტომ შანს ხელიდან არ უშვებს, რომ არ დაარტყას. სააკაშვილს ეუბნება, რომ თითქოს მისი ციხეში ყოფნის მიზეზი მელიაა და მისი გამოყვანა მას შეუძლია. გახსოვთ, ალბათ, სააკაშვილი ქვეყანაში რომ შემოდიოდა და ვითომ დასახვედრად ხალხს კრებდა. მეც აქ ვარ დამინახეთო. ესაა ამ ქალბატონის ძირითადი მცდელობა“, - ამბობს გვენეტაძე.

რაც შეეხება სააკაშვილის მიმართ მისი ამომრჩევლის განწყობას და დამოკიდებულებას, გვენეტაძე ამბობს, რომ ეს მელიას კი არა თავად სააკაშვილის ბრალია. მისსავე ელექტორატში ინტერესი და რეიტინგი დაკარგა. ამის მიზეზი კი მისი გაუთავებელი წუწუნი და თავის მომკვდარუნებაა. იმის მაგივრად, რომ ციხეში ვაჟკაცურად და მხნედ იჯდეს, ყოველ დღე წუწუნით ყველას თავი მოაბეზრა.

„სააკაშვილი პოლიტიკურად გაბანკროტებულია. ხალხი ქუჩაში მისი არაადეკვატური განცხადებების და ქცევის გამო აღარ გამოდის. ქართველები კულტურულად და ხასიათით სრულიად განსხვავებული ხალხი ვართ. მისმა ამომრჩეველმა დაინახა, რომ სააკაშვილი გმირი და ვაჟკაცი კი არა, ერთი საცოდავი კაცია, რომელიც ყოველდღე ტირის და დედას ითხოვს. რაც ჩამოვიდა, მას მერე დღე არ გასულა, რომ მისი წუწუნით ხალხი არ შეწუხებულიყო. მოსახლეობას ეუბნებოდნენ თქვენს გადასარჩენად ჩამოდის და ბოლოს აღმოჩნდა, რომ ხალხის დარდი კი არა, საკუთარი თავის მეტი არავინ ანაღვლებს. თუ გმირი ხარ და ქართველების გადასარჩენად ჩამოხვედი, მაშინ იჯექი და მოითმინე. ამიტომ დაეცა მისი და პარტიის რეიტინგი. ეჭვი მაქვს, რომ „ნაციონალების“ რეიტინგი 6%-მდე ჩამოვარდება. ამ ხალხის მავნებლობა ქვეყანაში ყველას ყელში აქვს ამოსული. მუდმივი გადატრიალების და სახელმწიფოს დაქცევის სურვილით შეპყრობილი პოლიტიკოსები მოსახლეობას მობეზრდა. ამიტომაც ძალიან მალე ენმ-ის ადგილს ახალგაზრდა და სუფთა წარსულის მქონე პოლიტიკოსები დაიკავებენ“, - ამბობს გვენეტაძე.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი ფიქრობს, რომ ჩარკვიანის ბარლდებები მელიას მისამართით არასამართლიანია. ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ „ნაციონალებიც“ და მათი მხარდამჭერებიც მიხვდნენ, რომ სააკაშვილთან მიმართებაში ხელისუფლების გადაწყვეტილება პრინციპულია. ამიტომ ამ მიმართულებით შეტევებს აზრი არა აქვს.

„არ ვიცი, პირადად ჩარკვიანს მელიას ირგვლივ რა ინფორმაცია აქვს, მაგრამ მელიას რაც შეეძლო, გააკეთა. ჯერ ერთი, რომ რამდენი აქციაც არ უნდა გამართონ, ხელისუფლების პოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით პრინციპულია. სააკაშვილის გათავისუფლება შესაძლოა, ხელისუფლების დაკარგვითაც კი დაუჯდეთ, ამიტომ ამ სარისკო ნაბიჯზე არ წავლენ. ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილის გათავისუფლება ან საზღვარგარეთ გადაყვანა ხელისუფლებისთვის დაუშვებელია. მელია, როგორც პარტიის თავმჯდომარე, რაღაცებს აკეთებს. ხალხი თუ ქუჩაში არ გამოვიდა, ყოველდღე, ხელოვნურად მათი გამოყვანა წარმოუდგენელია, თუნდაც ეს მათივე ელექტორატი იყოს. სააკაშვილის გაუთავებელმა წუწუნმა ხალხი დაღალა. ჩვენს მოსახლეობას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. აქეთ გეოპოლიტიკური მდგომარეობა და ომი, რომელიც კიდევ დამატებით პრობლემებს ქმნის. ოპოზიცია კი იმის მაგივრად, რომ ამაზე საუბრობდეს, ყოველდღე სააკაშვილის ცუდად ყოფნაზე ლაპარაკობენ. ხალხი კი ფიქრობს, თქვენ ჩვენს დაქირავებულებს თუ არ გაინტერესებთ, ჩვენ რაღაში უნდა გვაინტერესებდეთ. ამიტომ არის, რომ სააკაშვილის წუწუნმა და მუდმივად ცუდად ყოფნამ მისი პოლიტიკური ფიგურა და წონა დაკარგა. თუმცა არჩევნების დროს მას თავისი ამომრჩეველი მაინც გარანტირებული ჰყავს, რადგან ქვეყანაში სხვა მესამე ძალა არ ჩანს. ამიტომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი ხმას ისევ ამ პარტიას მისცემს“, - აცახდებს ზაქარეიშვილი.

Aburjga Tasmanieli „ვფიქრობ, ჩარკვიანს ნიკა მელიას მიმართ სააკაშვილის უკმაყოფილების შესახებ ინფორმაცია აქვს. ამიტომ ახლა ყველა ღონეს და ხერხს ხმარობს იმისთვის, რომ მისი ადგილი დაიკავოს. ის სააკაშვილს ელაქუცება და ამით გარკვეული დივიდენდების მიღება უნდა. „ნაციონალები“ ისტორიულ კანალიზაციაში მიდიან, ამიტომ შიდა დაპირისპირება უფრო მწვავდება და ვხედავთ რეგიონების დონეზეც პარტიას რამდენი ადამიანი ტოვებს. რაც შეეხება ჩარკვიანს, ალბათ, მის პარტიას მხარს ოჯახის წევრებიც კი არ უჭერენ. ამიტომ სადღაც შეძრომას ცდილობს და ეს სადღაც, ვფიქრობ, „ნაციონალები“ იქნება". ყველაფერი სწორია ბატონო ედიშერ, ამ ქალს ტანჯავს ძალაუფლების მოპოვების პათოლოგიამდე მისული სურვილი. ის შინაგანად არის ტირანი, დიქტატორი! იმდენად ჰიპერტროფიულია მისი ძალაუფლების წყურვილი, რომ საკუთარი მწირი გონებრივი შესაძლებლობების, კომუნიკაციური უუნარობის შეფასება არ შეუძლია. მთქმელიც რომ არ ყავს ისეთი ვის სიტყვასაც დაიჯერებდა! მხოლოდ ერთ რამეში ვერ დაგეთანხმებით, ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური კანალიზაციისაკენ კი არ მიდის პირიქით, დასავლეთში არსებული პოლიტიკური განწყობები, მიდგომები საქართველოს კოლონიური მოწყობის შესახებ უცილობლად მოაბრუნებენ "ნაციონალურ მოძრაობას ხელისუფლებაში, რათა საბოლოოდ მოხდეს ქართველის ნიველირება პლანტაციის მონად, მოსამსახურედ სასტუმროში, მიმტანად და მზარეულის თანაშემწედ რესტორანში ...... და ბოლოს ყველას უნდა ედოს ჯიბეში ცისარტყელას ფერის მოწმობა სადაც აღნიშნული იქნება კონკრეტული პირის დასტური მისი ლგბტ საზოგადოების წევრობაზე!
2 წლის უკან
ლევკოთეა ამ შემთხვევაში, ჩარკვიანს ვგულშემატკივრობ. :))
2 წლის უკან