გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინმა უფრო მეტი მხარდაჭერა გაუწია უკრაინას, ვიდრე ლონდონმა და დასძინა, რომ სამხედრო დახმარების კუთხით მხოლოდ აშშ-მა გააკეთა უფრო მეტი.
„სამხედრო თვალსაზრისით, გერმანია უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია და, ალბათ, მხოლოდ აშშ უჭერს მხარს უკრაინას ჩვენზე მეტად“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ოლაფ შოლცის თქმით, ბერლინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ყველაზე თანამედროვე საარტილერიო სისტემებს უგზავნის და უკრაინელებს მათ გამოყენებას ასწავლის.