ინტერნეტში თალიბების სახელით ქართველი სამხედროების მიმართ მუქარის შემცველი ორი ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებით, თავაცვისა და შინაგან საქმეთა სამინსტროებმა გამოძიება დაიწყეს. შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით სამინისტრო ამჟამად აქტიურად მუშაობს, რათა დაადგინოს საიდან მოხდა აღნიშნული ვიდეოს ატვირთვა.
„მიმდინარეობს დადგენა, თუ რომელი ქვეყნიდან, რომელი მისამართიდან მოხდა ამ ვიდეოს ატვირთვა. ჩვენ აქტიურად გვეხმარებიან უცხოელი პარნტიორები. ამ ეტაზე სხვა დამატებით ინფორმაცს ვერ მოგაწვდით,“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მინისტრი აცხადებს, რომ პანიკის არავითარი საფუძველი არ არსებობს და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები უმაღლეს დონეზეა დაცული.
აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „პიკ“-ს ყოფილმა ჟურნალისტმა თემურ კიღურაძემ თალიბების მიერ გავრცელებულ ვიდეო-რგოლში მის მიერ გადაღებული კადრები ამოიცნო. როგორც ჟურნალისტმა საკუთარ გვერდზე დაწერა, ეს არის ყალბი და არავითარ რეალობასთან კავშირი არ აქვს.
„მაგრამ, თუ თალიბები არა, მაშინ ვინ? ამ ვიდეორგოლის ყურადღებით დათვალიერების შემდეგ აღმოვაჩინე კადრები, რომელიც 2010 წელს არის გადაღებული. ისინი რგოლზე 1.30 წუთზე ჩნდება. თითქოსდა ერთი და იგივე კადრებია ხომ? სხვაობა იმაშია, რომ ჯიჰადიტების რგოლში არ ჩანს „პიკ“-ის ლოგოტიპი. ტელეარხისა, რომელეზეც მე იმ დროს ვმუშაობდი. ე.ი. ვიღაცას შავ მასალასთან წვდომა ჰქონდა. წესით „პიკ“-ის მთელი არქივი საზოგადოებრივ მაუწყებელში ინახება. მეც კი არ მაქვს იგი. მაქვს ორი კითხვა - ვინ უზრუნველყო რგოლის ავტორების წვდომა ამ მასალასთან? რისთვის,“ - წერს ჟურნალისტი.
მოგვიანებით „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამია, რომ მაუწყეველში ინახება მხოლოდ ტელეკომპანია „პირველი კავკასიურის“ (პიკ-ის) საეთერო შეფუთვით გასული მასალა, ხოლო ყველა მასალის ორიგინალი კვლავ ინახება ტელეკომპანია „პიკ“-ში.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტები აცხადბენ, რომ თალიბანის სახელით გავრცელებული ვიდეოს - „ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ“ შესწავლის ოთხ გზას ასახელებენ. შესასწავლია, საიდან იყო ეს ვიდეო ატვირთული, ასევე, ვიდეოს ამტვირთველის აქტივობები ინტერნეტში, ამ ვიდეოს ხელწერა, თუ რამდენად გავს თალიბების სტილს და მეტამონაცემები. ექსპერტების განცხადებით, ტექნიკურად, სრულებითაც არ არის ძნელი გაიგო, თუ საიდან იყო ეს ვიდეო ატვირთული. შესასწავლია იმ იუზერის აქტივობები ინტერნეტში, ვის მიერაც იყო ატვირთული ვიდეომასალა.
ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხში ექსპერტი ხათუნა მშვიდობაძე აცხადებს, რომ კიბერსივრცეში არსებობს ტერმინი „ციფრული ხელწერა“ და მედიაექსპერტებსაც შეუძლიათ ამ ხელწერის შეცნობა, თუ რამდენად გავს ეს ვიდეო და სტილი თალიბების სტილს. შესასწავლია ამ ვიდეოს მეტამონაცემებიც. მეტამონაცემები, ანუ ინფორმაცია თარიღზე, დროზე და სხვა ამგვარზე ბევრ კითხვებს გასცემს პასუხს“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ხათუნა მშვიდობაძემ.
როგორც ცნობილია, youtube-ზე გავრცელდა ვიდეო სახელწოდებით - „ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ. ვიდეო ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მუქარას შეიცავს და მასში ქართველი ჯარისკაცები არიან ნაჩვენები. გავრცელებული მასალა youtube-ზე 2 ივნისს დარეგისტრირებულ მომხმარებელ ჰამმად ძამან-ს ეკუთვნის.
youtube-ზე თალიბანის სახელით გავრცელებული ვიდეო სავარაუდოდ საქართველოდან აიტვირთა. არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებას GOOGLE-თან, რომელიც youtube-ზე მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას ფლობს. აღნიშნული ცნობა ოფიციალურად დადასტურებული არ არის, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ვიდეოს წარმომავლობის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათქვამია, რომ მსგავსი ბედი ავღანეთში თითოეულ ქართველს ელოდება და ასევე მათ, ვინც ისინი ავღანეთის მიწაზე გაგზავნა.
„ავღანეთი ჩვენი მიწაა და ყველა, ვინც მის დაპყრობას შეეცადა, ალაჰისგან დაისაჯა. ახლა კი, ახალი ჯვაროსნები ჩამოვიდნენ საქართველოდან ჩვენი შვილებისა და ცოლების მოსაკლავად. ქვეყნის პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის დასახმარებლად გამოგზავნა ჯარები ავღანეთში. ჯიჰადი ქართველ ჯვაროსნებზე შურს იძიებს.
ყოველდღე ჰელმანდში საშინელი სიკვდილით კვდებიან ქართველი ჯვაროსნები და იგივე ბედი ელის ყველას, ვინც ჩვენ მიწაზე სისხლს ღვრის. ჩვენ ვიცით თქვენი სახელები, მისამართები, ნათესავები და მალე საქართველოში ჩამოვალთ! ჩვენ შურს ვიძიებთ!“, - ნათქვამია ვიდეომიმართვაში.
ვიდეო მუქარას საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართაც შეიცავს და ხაზგასმულია, რომ შურისძიება მალე საქართველოშიც დაიწყება.
გამოცემა „კავკაზ ცენტრი” - ს ექსპერტები აღნიშნავენ, ვიდეორგოლის სტილი, შესრულება და მონტაჟი იმაზე მიუთითებს, რომ პროფესიონალი მედიაჯგუფის მიერ არის დამზადებული, ფონად გასდევს ზედმიწევნით ფსიქოლოგიური კონტექსტი და საეჭვოა, ავღანელებს მასთან რაიმე კავშირი ჰქონდეს. „ეს არც არაბული და არც ავღანური სტილი არ არის,“ - მიიჩნევენ „კავკაზ ცენტრის“ ექსპერტები.
როგორც ცნობილია, თალიბების ორი ცნობილი სტუდია გააჩნიათ. ეს არის საინფორმაციო სააგენტო „უმატი“ და რადიო „შარიატი“. ამას ემატება ალქაიდას მიერ შემოთავაზებული საინფორმაციო პროპაგანდისტული საშუალებები. გარდა ამისა, თალიბებს თავისი პროპაგანდისტული საინფორმაციო კამპანიის წარმოებაში ეხმარება ადგილობრივი პაკისტანის სამხედრო დაზვერვა. გარდა ამისა, თალიბებს გააჩნიათ რამდენიმე დასაყრდენი პუნქტუ აბუ-დაბუში და დუბაიში, სადაც მოქმედებს რამდენიმე ძლიერი საინფორმაციო სააგენტოები.
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ადვილი დასაშვებია, აღნიშნული ვიდეორგოლი „ნაციონალური მოძრაობის“ შეკვეთით იყოს დამზადებული.
„პირველადი ზოგადი ანალიზის დონეზე შემიძლია გითხრათ, რომ, რაც ჩანს, ეს ან საქართველოშია გაკეთებული, ან ჩრდილოკავკასიაში. საქართველოში თალიბების დასაყრდნენ ძალას კავკასიური ისლამური იმარატი წარმოადგენს, რომელსაც საკმაოდ ძლიერი კავშირები ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან და მის ხელისუფლებასთან. ისინი სწორედ, რომ ეხმარებოდნენ ისლამურ იმარატს. შემკვეთი ვინაა ესაა გასარკვევი. იმ სტრატეგიული თანამშრონლობიდან, რაც ხდებოდა სააკაშვილსა და ისლამურ იმარატს შორის, არ გამოვრიცხავ, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ შეკვეთით იყოს დამზადებული.
სხვათაშორის სააკაშვილი ხშირად ჩადიოდა დუბაიში და აბუ-დაბიში, სადაც თალიბებს თავისი წარმომადგენლობა გააჩნიათ და მისი საეჭვო კავშირები არაბული წარმოშობის ბიზნესმენებთან, რომელთაც, შესაძლოა, კავშირი ჰქონდათ თალიბანის რეჟიმთან, იწვევს ეჭვებს, რომ მიხეილ სააკაშვილს შეიძლება ჰქონოდა კავშირები არაბული სამყაროს ამ ნაწილებთან,“ - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე კი for.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ ვინც თალიბანის სახელით გაკეთებული ვიდეო ატვირთა, ავღანეთში ქართულ ბაზაზე თავდამსხმელებთან კავშირში იყო.
„ვფიქრობ, ვინც ვიდეო ატვირთა, კავშირში იყო მათთან, ვინც ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებს თავს დაესხა. ასევე, ამასთან კავშირშია 26 მაისის ფაქტი. ვგულისხმობ პრეზიდენტის გამონათქვამებს, რომელიც ეთერში შემთხვევით არ მოხვედრილა. სპეციალურად მოახერხეს აქცენტირება ქართულ კონტიგენტზე, რის შედეგადაც ის მიზანში იქნა ამოღებული. ეს სამი მოვლენა ერთმანეთთან გარკვეულ ლოგიკურ კავშირშია. არაა გამორიცხული, ადგილი ჰქონდეს დიდ პროვოკაციას, რათა დისკრედიტაცია მოეხდინათ ყველასი ერთად“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.