ესტონეთის პრემიერი: ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისასტიკე დასრულდება - უკვე სამჯერ დავუშვით ეს შეცდომა საქართველოში, დონბასსა და ყირიმში და ამ შეცდომას ვერ გავიმეორებთ

ესტონეთის პრემიერი: ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისასტიკე დასრულდება - უკვე სამჯერ დავუშვით ეს შეცდომა საქართველოში, დონბასსა და ყირიმში და ამ შეცდომას ვერ გავიმეორებთ

ბრიტანულ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ნაადრევი მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობაზე სახიფათოა, ვინაიდან ევროპამ მსგავსი შეცდომა საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაში დაუშვა.

„ძალიან მაწუხებს ნაადრევი მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტის ან მშვიდობის შესახებ, რადგან ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისასტიკე დასრულდება. ჩვენ უკვე სამჯერ დავუშვით ეს შეცდომა საქართველოში, დონბასსა და ყირიმში და ამ შეცდომას ვერ გავიმეორებთ“, - აღნიშნა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.