რუსეთის პრეზიდენტის კიდევ ერთი მუქარა დასავლეთს - ვლადიმერ პუტინი ევროპას აფრთხილებს, რომ თუკი დასავლეთი უკრაინისთვის დიდ რადიუსზე მოქმედი რაკეტების მიწოდებას დაიწყებს, რუსეთი ახალ სამიზნეებზე იერიშს მიიტანს. პუტინის განცხადებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ირგვლივ აჟიოტაჟს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, შეიარაღებული კონფლიქტის რაც შეიძლება დიდხანს გაჭიანურება.
უცნობია პუტინი „ახალ სამიზნეებში“ ვის გულისხმობს, თუმცა, ექსპერტთა ნაწილი საქართველოში თვლის, რომ ეს არა თუ ჩვენ, ამაში, ძირითადად, შესაძლოა, დასავლეთის ქვეყნები მოიაზრებოდეს. მეორე ნაწილი კი მიჩნევს, რომ პუტინის ეს განცხადება მორიგი დაქადნებაა და მას სისრულეში მოყვანა არ უწერია.
ვიცით, რომ უკრაინა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის მიწოდებას (MLRS) ითხოვს, რათა რუსი სამხედროებისა და მათი იარაღის მარაგებზე დარტყმები განახორციელოს. ექსპერტებთა ნაწილი გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე მიიტანოს იერიში, რადგან ეს იქნება დასავლეთის ღალატი, თანაც, ეს დაპირისპირება ახალ, უფრო კრიტიკულ და მასშტაბურ ფაზაში გადავა. ამის შედეგად კი, არც ის არის გამორიცხული, რუსეთმა მართლაც გახსნას კიდევ ერთი ფრონტი, შედეგად, მსოფლიო ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოჩნდება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. ჯო ბაიდენის თქმით, პაკეტი მოიცავს მოწინავე შეიარაღებას, მათ შორის HIMARS-ის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს.
უკრაინისთვის ამერიკული წარმოების მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების, HIMARS-ს, გაგზავნის თაობაზე მანამდე CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია. მათივე ინფორმაციით, HIMARS აღჭურვილი იქნება საბრძოლო მასალებით, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს, რაკეტები, დაახლოებით, 80 კილომეტრზე გაუშვას.
CNN განმარტავს, რომ ეს ბევრად ნაკლებია სისტემების მაქსიმალურ დიაპაზონთან შედარებით, რომელიც დაახლოებით 300 კილომეტრია, მაგრამ ბევრად აღემატება ყველა იმ იარაღის მოქმედების მანძილს, რაც უკრაინას დღემდე აქვს მიღებული.
კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში გამორიცხავს, რომ უკრაინა მსგავს ნაბიჯზე წავიდეს, რადგან შედეგად, იგი აღარ მიიღებს დასავლეთის მნიშვნელოვან დახმარებას და ამის შედეგად, უკრაინა რუსეთთან პირისპირ აღმოჩნდება. მისი თქმით, უკრაინამ ეს შეიარაღება შესაძლოა არც ყირიმის დასაბრუნებლად არ გამოიყენოს, რადგან ამაზე ერგვარი მინიშნება უკრაინის პრეზიდენტისგან უკვე მოვისმინეთ.
„ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ მაინც დავუშვებდი, რომ ჩვენ არ მოვიაზრებით, არამედ უფრო მეტად ის ქვეყნები, საიდანაც ეს იარაღი შევა, რათა შეაჩეროს ამ იარაღის მიწოდება. საქართველოს უკრაინის რიგში არ ჩააყენებს, რადგან არ ვცდილობთ გავაღიზიანოთ რუსეთი და არც რუსეთი ცდილობს საქართველო გააღიზიანოს, რადგან მას აწყობს ჩვენი ასეთი დუმილი.
მოლდოვა რეალურია, რადგან ის იქაური კონფლიქტის ნაწილია. შეიძლება დაარტყას პოლონეთს, თუმცა ეჭვი მეპარება, ეს მხოლოდ ლაპარაკია რუსეთის მხრიდან. კრემლს ძალიან ძვირად დაუჯენენ ამას, რადგან უკრაინა ამ იარაღს იღებს საკუთარი ჯარის გასაძლიერებლად. მგონია, რომ უკრაინის ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, არ ჩაითრიოს დასავლეთი ასეთ სიტუაციაში.
დასავლეთი დარწმუნდა, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ არ გამოიყენებს ამ შეიარაღებას და ეხმარება იმ იმედით, რომ უკრაინა არ განახორციელებს ამ იარაღის გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე. მეტიც, დასავლეთის ინტერესებში იქნება, უკრაინამ ეს იარაღი არ გამოიყენოს ყირიმის წინააღმდეგ, თუმცა მას ამის მორალური, პოლიტიკური, სამართლებრივი, სამხედრო და ყველანაირი უფლება აქვს, რადგან ყირიმი უკრაინის ნაწილია.
ზელენსკის განცხადებაც იყო ამასთან დაკავშირებით, რაც შეტყობინება იყო დასავლეთისთვის, რომ ის არ აპირებს ამ იარაღით ყიმირის დაბრუნებასაც კი. ამიტომ, არ მგონია უკრაინა ამ ფორმით დაუპირისპირდეს დასავლეთს, რადგან შემდეგ დასავლეთი აღარ დაეხმარება უკრაინას და პირისპირ აღმოჩნდება რუსეთთან. ის, რომ უკრაინა წარმატებულია, ეს არის დასავლეთის დახმარებით“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა For.ge-სთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის მუქარის სამიზნე დასავლეთის ქვეყნებია. იგი არ მოელის, რომ უკრაინა დიდ რადიუსზე მოქმედ რაკეტებს რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენებს.
„რუსეთი ყველაფერზე რომ წამსვლელია, მგონი ამაში ეჭვი არავის ეპარება. ერთადერთი, რაც მას ზღუდავს, ეს არის შესაძლებლობა იმის გაკეთების, რაც თავში მოსდის. თუ მას ამის საშუალება აქვს წმინდა ტექნიკურად და მატერიალურად, არ მგონია, სხვა რამემ მისი შეფერხება შეძლოს.
აქ არ მგონია, რომ საქართველოზე იყოს საუბარი, ან რუსეთის სხვა მეზობელ ქვეყნებზე. მისი მუქარის სამიზნე ძირითადად, დასავლეთის ქვეყნებია, ალბათ, უფრო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, იგულისხმება პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები. თუმცა, როდესაც ბატონი პუტინი რაიმეს ჩადენის შესახებ განცხადებას აკეთებს, ყველა ფრთხილად უნდა იყოს და მაქსიმალურად შეეცადოს თავი დაიზღვიოს.
უკრაინამ არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ იარაღი, რომელიც მან მოითხოვა და აუცილებლად უნდა მიიღოს, სჭირდება საკუთარი ტერიტორიის დასაცავად და აგრესორებისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად. საფუძველს ვერ ვხედავ, რატომ უნდა შეიტანოს ვინმემ ეჭვი ამ განცხადებაში. ყირიმითან მიმართებაში შეიძლება გადადგას ეს ნაბიჯი უკრაინამ, რადგან ეს ტერიტორია მისია და არა რუსეთის, მაგრამ მგონია, რომ უკრაინელი სტრატეგოსები შესაბამის გათვლას გააკეთებენ“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა For.ge-სთან.
ჰოოოდა გაისვრის აბა რას იზამს ??? რა აააქვს დასაკარგავი??
მერე იტყვიან რად ისროლაო ....................................
იმიტომ იმიტომ ----------------გააანებეთ თავი და არ გაისვრის
თუ ცოტას კიდევ გააგრძელებენ ისინი დემოკრატიიის თამაშს-----------------------ეს აუცილებლად გაისვრის ..
.ერთი კი ნაღდია არ წააგებს ------- ან გაისვრის