„დავოსის ფორუმზე უკვე ვნახეთ, რომ დასავლეთის ქვეყნებს შორის დაპირისპირებაა, ამიტომ შემოდგომა უკრაინისთვის საკმაოდ მძიმე იქნება“

„დავოსის ფორუმზე უკვე ვნახეთ, რომ დასავლეთის ქვეყნებს შორის დაპირისპირებაა, ამიტომ შემოდგომა უკრაინისთვის საკმაოდ მძიმე იქნება“

დონეცკის და ლუგანსკის ოლქების სრულად დაკავების შემთხვევაში, არის მოლოდინი, რომ ვლადიმერ პუტინმა ბრძოლა დიპლომატიურ ფრონტზე განაგრძოს და დასავლეთის ზეწოლის შედეგად, უკრაინა აიძულოს, მის მიერ დაკავებული ტერიტორიების დროებით მართვაზე. ბოლო დღეებში რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ კიევთან სამშვიდობო შეთანხმებებს ხელი მოაწეროს, თუმცა უკრაინის ხელისუფლება და უკრაინელი ხალხი არც ერთი გოჯი მიწის დათმობას და უკან დახევას არ აპირებს და აცხადებენ, რომ ყველა იმ ტერიტორიას დაიბრუნებენ, რომელიც ისტორიულად ეკუთვნით.

მიუხედავად ამისა ანალიტიკოსებს მიჩანიათ, რომ ყველაზე რთული პერიოდი უკრაინისთვის შემოდგომისთვის დაიწყება, როცა რუსეთი მათთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას მოისურვებს. მათი აზრით, სამწუხაროდ, დასავლეთში უკრაინის ომის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობაა და ეს დავოსის ფორუმზე აშკარად გამოჩნდა. პუტინმა ეს კარგად იცის და ის ამ დროს დაელოდება.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო აცხადებს, რომ აღნიშნული ხელშეკრულებისთვის რუსეთი მზადაა, თუმცა საჭიროა, მოლაპარაკებების სურვილი ორივე მხარეს ჰქონდეს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას არ აინტერესებს რა გეგმები აქვს რუსეთის ფედერაციას, ის მოახდენს ყველა იმ ტერიტორიის დეოკუპაციას, რომელიც ისტორიულად ეკუთვნის.

ომის 101-ე დღეს რუსი სამხედროები დონბასში მძიმე ბრძოლებში არიან ჩართული და კიევის ინფორმაციით, მსხვერპლის რიცხვი უკვე თითქმის 31 000-ს უტოლდება. მას შემდეგ, რაც უკრაინის დედაქალაქი ვერ აიღო და 19 აპრილიდან, კონცენტრირებულად უტევს დონბასს, რუსეთის არმია, მასშტაბური ნგრევითა და დიდი მსხვერპლით, ისევ ცდილობს წინ წაწევასა და ახალი ტერიტორიების დაპყრობას. კიევის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დამპყრობლები ქვეყნის დაახლოებით 20%-ს აკონტროლებენ. 3620 დასახლებული პუნქტიდან, სადაც რუსეთის ჯარები შევიდნენ, უკრაინელმა მებრძოლებმა 1017 უკვე გაათავისუფლეს.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 101 დღეში, რუსეთმა დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში დაიპყრო იმაზე მეტი ტერიტორია, ვიდრე ის 2014 წლიდან აკონტროლებდა. მათ შორის არის ქალაქი მარიუპოლი, რომელსაც თვეების მანძილზე გმირულად იცავდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების, პოლკ „აზოვისა“ და 36-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითები.

მთავარსარდლისგან „სიცოცხლის გადარჩენის“ ბრძანების მიღების შემდეგ, 16-17 მაისს ისინი რუსულ მხარეს ჩაბარდნენ და ახლა მათ კრემლი გასამართლებას უპირებს.

მარიუპოლის გარდა, რუსეთის კონტროლქვეშ გადავიდა ხერსონისა და ზაპოროჟიის ოლქების ნაწილი და ქალაქ სევეროდონეცკის ნაწილი.

ომთან დაკავშირებით, მხარეები, როგორც წესი, ურთიერთგამომრიცხავ სტატისტიკასა და მასალებს ავრცელებენ.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს რაც აქვს დეკალარილებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. გათავისუფლება, ამას აბოსულუტრად მაქსიმალურ რესურსს დაახარჯავს. ამიტომ აქ ყველაზე ინტენსიური და სისხლისმღვრელი ბრძოლები მიდის, ხოლო ამ ორი ოლქის ხელში ჩაგდების შემდეგ, შემოდგომისთვის საკმაოდ რთული ვითრება შეიქმნება, როცა ის უკრაინასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას მოისურვებს. ის ამ პერიოდის განმავლობაში დასავლეთში დაპირისპირების გაღვივებას შეეცდება და მომენტს დაელოდება. როცა დაინახავს, რომ სიტუაცია მის სასარგებლოდ მიდის, დასავლეთს უკრაინაზე ზეწოლსითვის გამოიყენებს, რათა მისთვის სასარგებლო ზავი მიიღოს.

„რუსეთი გარკვეული ლოკალური წარამატების პარალელურად, სხვა ფრონტის ხაზზე თავდაცვით ზღუდეებს აკეთებს, რომ მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავი გაიმყაროს. ის, რომ ბელორუსთან დამატებით ძალების მობილიზება ხდება და უკრაინაზე აქედან შეტევას აპირებს, მაინც ბლეფი მგონია. დღეს რუსეთს სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტის მაქსიმალური დაკავება უნდა. რა თქმა უნდა, მისი მიზანია, რომ ნიკოლაევი, ოდესა, ხარკოვი ხელში ჩაიგდოს, მაგრამ ჯერჯერობით ამის შანსი არა აქვს. ის გარკვეულ მომენტს დაელოდება და იმის გასაფორმებლად, რაც უკვე დაკავებული აქვს, დასავლეთს გამოიყენებს. ჩვენ, სამწუხაროდ, დავოსის ფორუმზე უკვე ვნახეთ რა განცხადებებიც გაკეთდა.

დასავლეთის ზოგიერთ ქვეყნებში გარკვეული დაპირისპირება უკვე გაჩენილია. ამიტომ შემოდგომა უკრაინისთვის საკმაოდ მძიმე იქნება. ყველაზე ცუდი პროცესი, ომის პარალელურად, მოლაპარაკებები იქნება, რომელიც დაკავებული ტერიტორიების ვაჭრობას შეეხება. რუსეთი დროებითი ზავის პირობებში ამ ტერიტორიებზე კონტროლის დატოვებას მოითხოვს. უკრაინა ამისთვის მზად არ არის, მაგრამ დასავლეთის ზეწოლა ამ მიმართულებით ნამდვილად იქნება. მუდმივად უკრაინის დახმარებას ვერ შეძლებენ და ეს დაპირისპირებები გაჩნდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ წინ კიდევ უფრო რთული პროცესი იწყება“, - ამბობს კონფლიქტოლოგი.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი კორნელი კაკაჩია კი for.ge-სთან აცხადებს, რომ რუსეთის განცხადება, სამშვიდობო შეთანხმებისთვის მზაობის შესახებ, რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის ის, რომ სანქციებისა და დასავლური შეიარაღების უკრაინისთვის გადაცემის ფონზე, რუსეთს სხვა გზა აღარ რჩება. ამიტომ ის ჩქარობს და ამ ომიდან ღირსეულად გამოსვლას ცდილობს.

„ულევი რესურსი ამ ომის გასაგრძელებლად რუსეთს ნამდვილად აღარ აქვს და ლენდ-ლიზის კანონის ამოქმედების შემდეგ, უკრაინას მეტი უპირატესობა ექნება, ვიდრე მათ. ამას პლუს ეკონომიკური კრიზისი და სანქციები, რომლის გაგრძელების პარალელურად, პუტინს ომის გაწელვა გაუჭირდება. მან იცის, რომ ასეთ შემთხვევაში ომიდან ღირსეული გამოსვლა კიდევ უფრო გაჭირდება. თუკი ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრების გაკონტროლებას შეძლებს, არაა გამორიცხული, პუტინმა რუსეთის მოსახლებას გამოუცხადოს, რომ მათი მიზანი შესრულებულია.

არადა ყველას კარგად ახსოვს, რომ მათ მთავარ მიზანს მთელი უკრაინის დაპყრობა წარმოადგენდა. თუმცა ვნახეთ, რაც გამოუვიდათ. რუსეთმა იცის, რომ დასავლური შეიარაღების მიღების შემდეგ უკრაინა კიდევ უფრო გაძლიერდება. ასევე, მათი მეორე მიზანია, უკრაინას დიპლომატიურად მოუგოს, რომელიც ახლა მსხვერპლია და საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი სიმპატიით სარგებლობს. რუსეთი ახლა ცდილობს, რომ მშვიდობისმყოფელის მანტია მოირგოს, თითქოს თვითონ მზად არიან, მაგრამ უკრაინელებს აღარ სურთ ომი შეჩერდეს. ამას მერე გაყიდიან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ამის პარალელურად, პუტინი მისთვის სასარგებლო ზავზე იმუშვებს უკრაინასთან და დასავლეთთან. ყველაფერი დასავლეთზე იქნება დამოკიდებული. თუ ამ წნეხს გაუძლებენ და პუტინს დიპლომატიურ ფრონტზეც მოუგებენ, ის უკან დაიხევს“, - აცხადებს კორნელი კაკაჩია.

trampi მარტო უკრაინისთვის კი არა .......... ე.წ. დემოკრატიიის ყველა ვითომ მიმდევარისთვის
2 წლის უკან