ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვასთან დაკავშირებით საქართველოს მთელი მსოფლიოდან სამძიმარს უცხადებენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრს, პირადად დაუკავშირდა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი. ასევე, სატელეფონო საუბარში ირაკლი ალასანიას სამძიმარი გამოუცხადა ევროპის გაერთიანებული სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალმა ფილიპ მარკ ბრიდლავმა.
ისინი ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებენ დაღუპული 7 ქართველი გმირის ოჯახს. მათ მადლობა გადაუხადეს საქართველოს თავდაცვის მინისტრს იმის გამო, რომ აუნაზღაურებელი დანაკარგის მიუხედავად, ქართველი სამხედროები კვლავ ვაჟკაცურად განაგრძობენ საერთაშორისო მისიის შესრულებას ავღანეთში.