ვოლოდიმირ ზელენსკი: სევეროდონეცკთან ბრძოლებში არის გარკვეული წარმატება, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

ვოლოდიმირ ზელენსკი: სევეროდონეცკთან ბრძოლებში არის გარკვეული წარმატება, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

სიტუაცია დონბასზე მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. სევეროდონეცკთან ბრძოლებში არის გარკვეული წარმატებები, მაგრამ ამაზე საუბარი ნაადრევია. იქ სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს, ასევე ბახმუტში და ლისსიჩანსკთან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსი სამხედროები მათ ხელთ არსებულ ყველა საბრძოლო შესაძლებლობას იყენებენ.

„რუსეთის მხრიდან გრძელდება ჩვენი საზღვრისპირა რაიონების მისამართით უაზრო ცეცხლი. მათ შორის ჩერნიგოვის ოლქში. დარტყმები განხორციელდა მიკოლაევზე, ხარკოვის ოლქზე. რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია სრულად არის გადაქცეული კატასტროფის ზონად. რუსეთი ამისთვის პასუხს აგებს.

მსოფლიო უარს ამბობს რუსულ ნავთობზე. მეტიც, სხვა ქვეყნები, რომლებიც ბევრად უკეთეს ნავთობს აწარმოებენ, ემზადებიან რუსული მარაგების ჩასანაცვლებლად. ამიტომ აგრესორ სახელმწიფოს ამ სფეროში უზარმაზარი შემოსავლები ეკარგება. რა თქმა უნდა, რუსეთი მუდმივად ცდილობს ამისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ის დიდი ხანია სარგებლობს ნავთობდოლარების ნაკადით და არ სურს მისი დაკარგვა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს. უნდა მიეჩვიოს იმას, რომ შემოსავლის ძალიან მტკივნეული შემცირება ომის გარდაუვალი შედეგია მისთვის, ვინც ამ ამში დამნაშავეა, რუსული სახელმწიფოსთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.