ავღანეთიდან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ქართული ბატალიონების დისლოკაციის ადგილებზე საგანგებო ზომებია მიღებული. ქართველი სამხედროები ამ დროისთვის სრულად აკონტროლებენ სიტუაციას თავის სამოქმედო არეალში. ყველა ქართველი ჯარისკაცი სრულ მზადყოფნაშია ბოლომდე შეასრულოს დაკისრებული მისია და მაქსიმალურად პროფესიონალურად დაიცვას საერთაშორისო უსაფრთხოება.