ავღანეთში ქართულ ბაზაზე მომხდარი ფაქტის შედეგად კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. რიგითი გიორგი ღუჭაშვილი აფეთქების დროს ნანგრევებში მოყვა. მიმდინარეობდა მისი ძებნა-გადარჩენის ოპერაცია, თუმცა ქართველი სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს.
პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებ მის ოჯახს