რუსეთში აცხადებენ, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება, უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემების და საბრძოლო მასალა მიაწოდოს, მოსკოვსა და შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირი დაპირისპირების რისკს გაზრდის.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის თქმით, მოსკოვი აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტს, რომელიც M142 ტიპის მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემასაც (HIMARS) მოიცავს - „უკიდურესად უარყოფითად“ განიხილავს.
„უკრაინისთვის იარაღის ნებისმიერი მიწოდება, როგორი არგუმენტებიც არ უნდა დაასახელოს ვაშინგტონმა, ზრდის რუსეთის ფედერაციასა და შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირი დაპირისპირების რისკს“, - აღნიშნა რიაბკოვმა.
რა საფრთხეებს წარმოადგენს რუსეთი ამერიკისთვის, მოხდება თუ არა ბირთვული იარაღის გამოყენება, ამ ყველაფერს for.ge-თან სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე აფასებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ამერიკა გადაწყვეტს, რომ უკრაინას დაეხმაროს თანამედრო სარაკეტო სისტემის მიწოდებით, ამით მოსკოვსა და აშშ-ს შორის პირდაპირი დაპირისპირება დაიწყება. რითი იმუქრება რუსეთი და რა შეიძლება მოიმოქმედოს?
- უკრაინის ომმა გვაჩვენა, რომ მსოფლიო უსაფრთხოების მოდელი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არსებობდა, ფაქტობრივად, მოშლილია. დღეს ბევრი იმეორებს მსოფლიო შეიცვალაო, არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, მოიშალა. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, როდესაც ბირთვული სახელმწიფოები ჩამოყალიბდნენ - ერთ მხარეს აშშ და ნატო, მეორე მხარეს საბჭოთა კავშირი და ვარშავის ხელშეკრულება, ამ პერიოდში მხარეებმა ფუნდამენტურ შეთანხმებას მიაღწიეს და უსაფრთხოების მოდელი შეიქმნა, რომელსაც უსაფრთხოების არქიტექტურას უწოდებდნენ. ამ მოდელმა დაახლოებით 50-60 წელი იმუშავა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აშშ-მ და რუსეთმა კიდევ დამატებით შეთანხმებას მოაწერეს ხელი და ის შეთანხმება ითვალისწინებდა ბირთვული იარაღის შემცირებას, ბირთვული იარაღის გავრცელების შეზღუდვას, სტრატეგიული შეიარაღებების შემცირებასა და ა.შ. დღეს კი აღარაფერი არსებობს. ერთადერთი მსხვილი შეთანხმება, რომელიც ჯერჯერობით ძალაში დარჩა, არის ბირთვული იარაღის გაუცემლობა. დანარჩენი შეთანხმებები გაუქმდა და ეს ყველაფერ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში მოხდა.
ეს შესავალი რატომ გავაკეთე და რა საფრთხე არსებობს, რაზეც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა - მხარეებს შორის აღარ არსებობს შეთანხმებების პაკეტები, რომელიც მსოფლიო უსაფრთხოებას არეგულირებდა. შემორჩა მხოლოდ ერთადერთი რამ - ეს არის ხელისუფალთა გონიერება. ის, რომ დღეს ჯანსაღი აზროვნება აღარ არსებობს, ამას უკრაიანში ვხედავთ, როდესაც რუსეთი ქვეყანაში მასშტაბურად შეიჭრა და ნახევარი უკრაინა მიწასთან გაასწორა. ამ პირობებში, როდესაც ყველაფერი მოშლილია, ერთი ნაპერწკალია საკმარისი იმისთვის, რომ მხარეებს შორის (რუსეთ-დასავლეთს) სერიოზული სამხედრო დაპირისპირება დაიწყოს.
ამერიკაც და რუსეთიც ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნები არიან. შესაძლებელია დაპირისპირება იქამდე მივიდეს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მოხდეს?
- ამერიკას და რუსეთს გააჩნიათ მსოფლიო ბირთვული არსენალის 90%-ზე მეტი. ეს არის ძალიან დიდი ბირთვული პოტენციალი, რომელიც ათეული წლების განმავლობაში გროვდებოდა. აი მოდელმა, რომელიც მე ჩამოვთვალე, მოახერხა ის, რომ გაიყინა ბირთვული შეიარაღება, მაგრამ ბოლო პერიოდში ამ პროცესმა რღვევა დაიწყო. დიდი ხანია რუსეთის უსაფრთხოების პოლიტიკას ვაკვირდები, დაახლოებით, ათი წლის წინ რუსეთმა შეცვალა ჩანაწერი სამხედრო დოქტრინაში. მან დაუშვა პრაქტიკული ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა, თუკი რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებს საფრთხე დაემუქრება. ამიტომ, სიახლე არ არის რასაც ვამბობ - როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მიიღო ისეთი წინააღმდეგობა, რომელსაც არ ელოდებოდა. ამის ფონზე გაჩნდა საფრთხე ბირთვული იარაღის გამოყენების. ახლა ჩნდება ახალი საფრთხე, როცა საუბარი დაიწყო შორი მოქმედების რაკეტების სისტემებზე. გაჩნდა საფრთხე - რითი უპასუხებს რუსეთი, თუკი უკრაინა დაიწყებს მეზობელი, მსხვილი ქალაქების დაბომბვას, რომელსაც ეს იარაღები მიწვდება? სწორედ, ეს იყო პასუხი რუსეთის მხრიდან. რამდენად შესაძლებელია ეს ყველაფერი და რამდენად არიან მხარეები წამსვლელები ამაზე, რომ კაცობრიობის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ და ერთმანეთს სამხედრო ძალით დაუპირისპირდნენ, რთული სათქმელია. ასევე, თუ ამერიკა უკრაინას მიაწვდის ისეთ სარაკეტო შეიარაღებას, რომლითაც უკრაინა შეძლებს იერიშის მიტანას რუსეთის დიდ ქალაქებზე და სამხედრო ბაზებს დაბომბავს, აი, სწორედ აქ ისმის კითხვა - რაზეა რუსეთი წამსვლელი? ალბათ, ბირთვული იარაღის გამოყენებაზე წავა, თუკი რუსეთს გაუჭირდება. ვფიქრობ, თეთრ სახლში ამ ყველაფერს ათვიცნობიერებენ. კი, უკრაინას 80კმ-მდე სიშორის რეაქტიულ სისტემებს მისცემენ, მაგრამ არ მიაწვდიან ისეთ სარაკეტო კომპლექსებს, როლზეც საუბარი იყო და რომლის სიშორეც 300კმ-მდეა. ამერიკა ერიდება ღია კონფროტაციას რუსთთან. იმედი მაქვს, ეს შენარჩუნდება და მსოფლიო არ დადგება საფრთხის წინაშე. ამერიკა-რუსეთის დაპირისპირება არ იქნება არაბირთვული სისტემების ომი, ეს იქნება 100% ბირთვული დაპირისპირება. შემაკავებელი ორგანო არაფერია, ერთადერთი გაეროა, რომელიც უკრაინასთან მიმართებაში ვხედავთ, რომ უმოქმედოა.
რატომ არის უმოქმედო გაერო, რატომ ვერ ახერხებს თავის ფუნქციების შესრულებას უკრაინის მიმართ?
- რა თქმა უნდა, სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე მოქმედებს. უბრალოდ, აღნიშნული სანქციები ომს ვერ აჩერებს. დღეს არ არსებობს ომის შემაკავებელი ინსტრუმენტები. რაც შეეხება გაეროს, თუ ვნახავთ, უამრავი სხდომა გაიმართა, თუმცა რაც არ აწყობს რუსეთს, ბლოკავს, მიდის განხილვები, მაგრამ ომი გრძელდება. არ არსებობს შემაკავებელი ინსტრუმენტები.
ისევ ამერიკა-რუსეთის საკითხს რომ დავუბრუნდეთ, გამოდის, რომ აშშ-მ უკრაინისთვის შორი სიმძლავრის რაკეტების მიცემაზე უკან დაიხია რუსეთის მუქარის გამო?
- უკან დახევას არ დავარქმევდი, რადგან ვხედავთ, ამერიკა და ევროპა ღიად უჭერენ მხარს უკრაინას იმისთვის, რომ მან შეძლოს წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის აგრესიას. ასევე ვხედავთ, ფრთხილ მოქმედებებს. ეს არ არის უკან დახევა. ფრთხილი მოქმედებებია, რათა მსოფლიომ უარესი საფრთხეები არ მიიღოს. ამავე დროს უკრაინას არ ტოვებენ იმისთვის, რომ რუსეთის აგრესიის წინაშე მარტო არ აღმოჩნდეს. ამასთან გავქვს საქმე.
არ ეყოთ და ....................უარესი მოელით
თუ არადა ყველა ნახავთ.....
მხედრიონი მონაგონი იქნება---ყველას სამსამი ავტომატი უდევს სახლში
აუუუჰ ...................... იქ რომ ამბები ატყდება, თქვენ მერე ნახეთ კოლუმბის ამბები---თუ სადმე კიდევ დარჩა იმის ძეგლი, იქური ამბების დამნახავი თვითონვე გადახტება წყალში(პირდაპირ ოკეანეში)