„არ არის საუბარი, ქვეყანა ასრულებს თუ არა იმ კრიტერიუმებს, რომელიც წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ, ეს არის გეოპოლიტიკური კონიუნქტურა“

„არ არის საუბარი, ქვეყანა ასრულებს თუ არა იმ კრიტერიუმებს, რომელიც წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ, ეს არის გეოპოლიტიკური კონიუნქტურა“

„ამ ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებამ შეიძლება დიდი პრობლემები არ შეუქმნას ევროკავშირს, მაგრამ როდესაც საკითხი დადგება წევრობაზე, აქ შეიძლება სერიოზული პრობლემები შეიქმნას, თუ ამ ქვეყნებმა არ გამოასწორეს ის ვითარება, რაც აქვთ, საუბარი არის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინდიკატორებზე“, - განაცხადა For.ge-სთან ინტერვიუში ანალიტიკოსმა სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაიამ.

როგორ ფიქრობთ, მივიღებთ თუ არა ევროკავშირისგან დადებით პასუხს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით? თქვენ პირადად რა მოლოდინი გაქვ?

- არ მესიამოვნა იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ევროკავშირის ბევრ წევრს არ აქვს ოპტიმიზმი უკრაინას მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი. თუ უკრაინაზეა საუბარი, მაშინ ჩვენზეც იქნება დასმული ეს საკითხი ანალოგიურ კონტექსტში, რადგან ჩვენ და მოლდოვა ბმაში ვართ უკრაინასთან. შესაბამისად, ეს საკითხი როგორ იქნება, არ ვიცი.

ყველაფერი არის გეოპოლიტიკური მომენტი. აღარ არის საუბარი, ეს ქვეყანა ასრულებს თუ არა კრიტერიუმებს, იმ სტანდარტებს, რომლებიც წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ, ეს არის გეოპოლიტიკური კონიუნქტურა, არავითარი კავშირი არ აქვს ამას პოლიტიკურ კონიუნქტურასთან. ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს პრობლემები, მაგალითად, სასამართლო სისტემაში, მაგრამ ამაზე აღარ არის საუბარი, არამედ გეოპოლიტიკური კონიუნქტურის საფუძველზე ხდება ამ სტატუსის მიღება.

თუმცა, არც ეს სტატუსი არ არის გარანტია იმის, რომ ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. ამ ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებამ შეიძლება დიდი პრობლემები არ შეუქმნას ევროკავშირს, მაგრამ როდესაც საკითხი დადგება წევრობაზე, აქ შეიძლება სერიოზული პრობლემები შეიქმნას, თუ ამ ქვეყნებმა არ გამოასწორეს ის ვითარება, რაც აქვთ, საუბარი არის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინდიკატორებზე. ევროკავშირი ნატო-სგან განსხვავებით, ყველა ქვეყანას არ იღებს.

თქვენი აზრით, იმ შემთხვევაში, თუკი ევროკავშირმა უარი გვითხრა ამ სტატუსის მინიჭებაზე, ამას რამდენად მოჰყვება ქვეყნის შიგნით მღელვარება და შესაბამისად, საპროტესტო აქციები? ვიცით, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიის, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ დასახულ გეგმაზე საუბრობს...

- არ მგონია, ამ ფაქტმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვიოს. ჩვენი მოქალაქეებისთვის მთავარია, რომ უვიზო მიმოსვლა არ იყოს შეჩერებული და ამ კუთხით ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილების საშუალება და სამუშაო კვოტების მიღების შესაძლებლობა. თუ ამას შეეხება ევროკავშირის ხელმძღვანელობა, მაშინ შეიძლება რაღაც ვნებათაღელვა ვიხილოთ. ვიცით, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება ეს არის ერთგვარად სტატუს-კვოს მიღება ქვეყნისთვის, სხვა შეხების წერტილი მას ნაკლებად გააჩნია.

რომ შევეხოთ უკრაინაში არსებულ ვითარებას, ახლა რა მდგომარეობაა იქ და უკრაინას რამდენად აქვს საკმარისი შეიარაღება იმისთვის, რომ რუსეთს, ომის მესამე ფაზაშიც, სათანადოთ გაუმკლავდეს?

- ჯერჯერობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მეტ-ნაკლებად, უმკლავდებიან იმ სამხედრო შინაარსის პრობლემებს, რომელიც ფრონტის ხაზზეა შექმნილი. სამხედრო მოქმედების ზონებში, უკრაინელებს გარკვეულწილად, ტაქტიკური უპირატესობა აქვთ. ამასთან ძალიან რთული გეოსტრატეგიული ფონი გააჩნიათ - დონბასისა და ლუგანსკის რეგიონებში საკმაოდ რთული ვითარება აქვთ უკრაინული ჯარებს, მაგრამ სხვა მიმართულებით პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს და ორი ფრონტის მონაკვეთებზე, უკრაინელები კონტრშეტავაზეც გადადიან. უკრიანელები ივსებენ თავიანთ დანაკარგებს, რომელიც რუსი ოკუპანტებისგან მიიღეს. რამდენად მოუსწრებს მათ ეს შეიარაღება, ალბათ, დროის ფაქტორია.

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინას არ გადასცემენ ისეთ სამხედრო შეიარაღებას, რომლის სროლაც შესაძლებელი იქნება რუსეთის ტერიტორიაზე. რა შეიარაღებაზეა საუბარი? ასევე, შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ვითარება ისე შეიცვალა, რუსეთი არა თავდასხმის, მალე თავდაცვის რეჟიმში აღმოჩნდება?

- რუსეთი უკვე გადავიდა თავდაცვაზე, იგივე ხარკოვის მიმართულებით. ხერსონის და ნიკოლაევის მიმართულებით რუსები თავს იცავენ, ეს უკვე შემდგარი ფაქტია. ბაიდენი გულისხმობდა საარტილერიო სისტემების „ემ-270“-ებსა და „ემ-142“-ის სისტემებს, რომლებსაც შეუძლიათ სარაკეტო კომპლექსების კომბინირებული დარტყმა. რბილად რომ ვთქვა, ეს არის რუსული „ისკანდერებისა“ და „სმერტჩების“ ნაზავი. ამერიკელები არ მიაწვდიან ასეთი სიშორის რაკეტებს, რომელთაც შეუძლიათ მოწინააღმდეგეზე დარტყმების მიყენება.

შესაძლოა მალე მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხნენ? რამდენად არსებობს დღეს ამის წინაპირობა?

- მოლაპარაკება შეიძლება ნებისმიერ დროს გაგრძელდეს, ამ საკითხს არავითარი პრობლემა არ უდგას წინ. ორივე მხარე შესულია უსაფრთხოების დილემაში, ჯერ არ გამოკვეთილა მომენტი, რომ ორივე მხარეს ჰქონდეს რაიმე ზეაღმატებითი უპირატესობა.

რუსების მთავარი იდეა არის დონბასის, ოდესის, ხარკოვის და ნიკოლაევის დაკავება და კიევზე გასვლა. უკრაინელების ამოცანაა რუსი ოკუპანტების განდევნა იმ ტერიტორიებიდანაც კი, რომლებიც 24 თებერვლამდე იყო ოკუპირებული. ეს ცოტა არარეალისტურ სცენარს წარმოადგენს, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. ორივე არის ჩიხში, ალბათ, რომელიმე მხარემ უნდა შეძლოს უპირატესობის მოპოვება.

ლაზი ისეთი ინფორმაციები ქვეყნდება, უკრაინა მგონი პოლონეთს უერთდება და პრაქტიკულად ევროკავშირშიც აღმოჩნდება. თუ უკრაინის საკითხი ამ გზით მოგვარდა, მაგ წევრობის კანდიდატობამ შეიძლება საერთოდ დაკარგოს აქტუალურობა. ამ ფონზე უკვე დიდია, უარის თქმის ან რაღაც "მაპზე უკეთესი"-ს გამოგონების ალბათობა. არც უარი უნდა ვაქციოთ დიდ ტრაგედიად, რამდენი წელია თურქეთი კანდიდატია, მაგრამ წევრობაზე ვინმე ამბობს რამეს? აბა თურქეთს გადმოახტებიან და ჩვენ მიგვიღებენ?
2 წლის უკან
dimpi ლაზი
იიიი ეროპაიიიი -
2 წლის უკან
dimpi ლაზი
კვოტები კვოტებიიიი
2 წლის უკან
dimpi უნდა ამ ხალხს უზარმაზარი ბიუროკრატიული აპარატი, არ უნდათ თავისუფლება და რა უნდა ქნა?
2 წლის უკან
dimpi იგივეა სპარტაკი თავის მებრძოლებიანად რომის სენატორებს რომ დანებებოდა უბრძოლველად
2 წლის უკან
dimpi ალბათ დანებდნენ ზოგიერთი მათგანი ძახილით: იიიი რომის სენატორებიიიი
2 წლის უკან
dimpi თუთაშხიას არქიფოს მრევლისთვის რო დაეკრა ტაში...
2 წლის უკან
dimpi "თავისუფალი მედიიდან" მალე გადმოდგებიან ეხსპერტები რომლებიც მრავლად ყავთ და იმის მტკიცებას მოყვებიან რომ ტაო-კლარჯეთივით აფხაზეთ-ჩხინვალიც ქვა და ღორღი ყოფილა თურმე....
მერე ერთად წავლენ რესტორანში და თავიანთი ქართველობის სადღეგძელოს ყანწით შესვავენ
2 წლის უკან
dimpi გალაქტიონს შემთხვევით არ უთქვია თურმე: “რაა მასზე გულსაწყვეტი
მეტეხო და დიღმის ველო
მიდიოდე და ფიქრობდე:
ეს არ არის საქართველო!
არის ხალხი, რკინიგზები,
არის-ავტო-მოტო-ველო,
არის ოჯახებიც, მაგრამ
ეს არ არის საქართველო!”
2 წლის უკან
trampi dimpi

როგორც მახსოვს შენ მგონი წლებია ამერიკაში ხარ
თუ ეს ესეა---- მომიყევი ზოგადად როგორააა მანდ საქმეები(თუნდაც მოკლედ)...ჩვენეული პერესტროიკა უკვე დაიწყოოო მანდ??
ზოგადი რა მდგომარეობა მანდ, რა ხდება?? ---- ან ხალხში, ან ქვეყანაში
2 წლის უკან