„სკანდალური ინფორმაციები ვრცელდება - უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი იყიდება მსოფლიოს ცხელ წერტილებში, ეს ომი გახდა უზარმაზარი ფულის ბრუნვისა და საეჭვო ოპერაციების შესანიშნავი საშუალება“

„სკანდალური ინფორმაციები ვრცელდება - უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი იყიდება მსოფლიოს ცხელ წერტილებში, ეს ომი გახდა უზარმაზარი ფულის ბრუნვისა და საეჭვო ოპერაციების შესანიშნავი საშუალება“

„რუსეთი მსოფლიოსთან შიმშილის თამაშებს თამაშობს“, - ამგვარი ეპითეტებით ამკობს რუსეთის ქმედებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. მისი თქმით, რუსეთი ერთი ხელით ბლოკავს უკრაინული სურსათის ექსპორტს და მეორე ხელით კი უკრაინის დადანაშაულებას ცდილობს.

კულებას თქმით, ოფიციალური კიევი გაეროს ხელმძღვანელობით, პარტნიორების საზღვაო ძალებთან ერთად, საერთაშორისო ოპერაციაზე მუშაობს, რომელიც უსაფრთხო სავაჭრო გზას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გარეშე უზრუნველყოფს.

კულებას ეს პოსტი კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაზე გამოხმაურებაა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი უზრუნველყოფს მარცვლეულით დატვირთული ხომალდების შეუფერხებელ გასვლას, თუ უკრაინა მოაგვარებს თავისი ტერიტორიული წყლების განაღმვის პრობლემას. ამ პროცესების პარალელურად, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებში ჩართული ქვეყნები, რუსული ნავთობის ალტერნატივას უშედეგოდ ეძებენ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ფიქრობს, რომ დროა, მიღებული იქნას კონკრეტული გადაწყვეტილება, რაც რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების პრობლემას საბოლოოდ გადაწყვეტს, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია ის გზები, რაც ამ პრობლემის გადაწყვეტისთვის არსებობს. ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებიდან გამომდინარე, ფაქტია, ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ჩიხშია შესული, მათ სავარაუდოდ, დათმობაზე მოუწევთ წასვლა. ამის დადასტურება ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებებია. მაგალითად, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი იძულებულია იყიდოს ნავთობი რუსეთისგან.

„თუ მასზე უარს ვიტყვით, პუტინი იპოვის მყიდველებს სხვა ბაზარზე და შეძლებს გამოიმუშავოს უფრო მეტი, პროდუქტზე ფასი კი გაიზრდება“, - აღნიშნა მან.

ამ განცხადების პარალელურად, ევროკავშირის ლიდერები რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესების კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ, რომელიც ნავთობის იმპორტის ორ მესამედზე მეტის აკრძალვას ითვალისწინებს. თავდაპირველად აკრძალვა არ შეეხება მილსადენებით იმპორტირებულ რუსულ ნავთობს. ლაიენის განცხადების საპასუხოდ, ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი, მიხაილ ულიანოვი ლაიენის პოსტს „ტვიტერზე“აზიარებს და ამბობს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ეწინააღმდეგება საკუთარ განცხადებას, აზროვნების ძალიან სწრაფი ცვლილება მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირი არ არის კარგ ფორმაში.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ამერიკისა და ევროპის ეს დამოკიდებულება რუსული ენერგომატარებლების შეზღუდვასთან დაკავშირებთ, მისთვის თავიდანვე გაუგებარი იყო.

დემურ გიორხელიძე: დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არგუმენტაცია ჩემთვის სრულიად გაუგებარია და არასერიოზულად აღიქმება. საქმე ის არის, რომ მოკლე პერიოდში, რაიმე ალტერნატივის მოძებნა ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, რადგანაც არსებობს ოპეკი და ამავე დროს ოპეკის ქვეყნებმა არ გაზარდეს მოპოვება. რუსეთის ალტერნატივა შეიძლება იყოს ჩრდილო-დასავლეთ აფრიკა და კატარი. სხვა არანაირი საშუალება არ არსებობს რუსული ბუნებრივი აირის ჩანაცვლების. დახმარებას ასევე ვერ შეძლებს ნიგერია ინფრასტრუქტურის არქონის გამო, მისი ხვედრითი წილი ოპეკის მიხედვით, მილიონ შვიდასი ათასი ბარელია და იმასაც ძლივს ასრულებს. ასევე, გასაყვანია ძალიან გრძელი გაზსადენი და ამ დროს საკმაოდ მძლავრად არიან აფრიკაში შესული რუსები და მათი მონაწილეობის გარეშე ეს მაინც ვერ მოხერხდება. კატარის მესვეურებმა უარი განაცხადეს, რომ რუსეთის ჩამნაცვლებლები ყოფილიყვნენ, კატარმა რომც მოინდომოს, ამის საშუალება სირიიდან იბლოკება. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ნორმალურ მსოფლიოზე, ამ შემთხვევაში ქვეყნები ეკონომიკურად ერთმანეთზე დამოკიდებულები არიან იმიტომ, რომ ყველას თვითკმარი მეურნეობების აგება არ შეუძლია, რადგან ეს უფრო არაეფექტურია. რატომ არ უნდა გქონდეს ნორმალური ურთიერთობა, რომელიც საუკეთესოდ ალაგებს პოლიტიკურ ურთიერთობას?! აქ გეოპოლიტიკური ინტერესები დაპირისპირებულია და ევროპის მცდელობები უფრო პროპაგანდაა, ვიდრე რეალობა იმიტომ, რომ სუფთა პროფესიული თვალსაზრისით, არანაირი შანსი და არანაირი რესურსი გარდა ამ გზებისა არ არსებობს.

პორტებში არსებული მძიმე მდგომარეობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანას სერიოზული კრიზისის წინაშე აყენებს, პურის იმპორტთან დაკავშირებით პრობლემების მოგვარება ასევე რუსების ხელშია, რომლებმაც „დიდსულოვნად“ განაცხადეს, რომ ამ საკითხის გადაჭრას შეეცდებიან, ნათელია ეს ყველაფერი ვის წისქვილზეც ასხამს წყალს..

- ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას ბევრ რამეს. რუსოფობია არ აძლევს ადამიანებს ღრმად სტატისტიკაში ჩახედვის საშუალებას. 2014 წლის შემდეგ დაწესებული სანქციების შედეგად, რუსებმა გადაათამაშეს თავიანთი შესაძლებლობები და რვა წლის თავზე, იგი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების მიღებით, დომინირებული ქვეყანა გახდა. უკრაინაში იმ შეფერხებების გამო რაც არის, ნათესები ვერ იქნება საჭირო მოცულობით. უკრაინა დაახლოებით, 60 მილიონამდე ტონა ხორბალს ყიდდა. ახლა გაყიდულია 47 მილიონი, დანარჩენი რუსებს აქვთ ბლოკირებული, ეს ყველაფერი რომ გადაიფაროს, 50%-ით ზრდიან ექსპორტს, წინააღმდეგ შემთხვევაში საშინელი სიტუაცია იქნება. მომავალი წლისთვის, რუსეთი ხორბლის თვალსაზრისით, დომინირებული ძალა ხდება მსოფლიო ბაზარზე. ჩვენ ეს მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ამას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ არ ვუკვირდებით, ოფიციალურ სტატისტიკას, რომ რუსეთი საქართველოსთვის არის ნომერ მეორე სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორი და ასობით მილიონი გადმოირიცხება ყოველთვიურად. ერთი მხრივ გაქვს სარგებლობა, მეორე მხრივ გაქვს არასწორი წარმოდგენები იმიტომ, რომ საქართველო თავის მეზობლებს ვერ შეცვლის. ეს არის მოცემულობა და ამ მოცემულობაში ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი იდეოლოგიური მოსაზრებები ერთმანეთს თავში ჩავცხოთ, მაგრამ შედეგი იქნება ნული. პოლიტიკური პრობლემები უნდა დაალაგონ პოლიტიკოსებმა და ადამიანების გონება არ უნდა მიიყვანონ შიზოფრენიამდე.

რაზეც უკვე ვისაუბრეთ, აქედან გამომდინარე, ნათელი ხდება, რომ რუსეთს კიდევ ერთი სავაჭრო ბერკეტი უჩნდება, ეს ყველაფერი რამდენად იმოქმედებს ომის შედეგებზე?

- დაპირისპირება არ არის რუსეთსა და უკრაინას შორის, აქ დაპირისპირებაა რუსეთსა და ამერიკას შორის, რომელიც კოლექტიური დასავლეთის ცენტრშია და ის განსასზღვრავს პოლიტიკას. მე ველოდები, რომ უკრაინის მოვლენების დასრულების შემდეგ და სამწუხაროდ, უკრაინისთვის ეს მოვლენები ტრაგიკულად დასრულდება, დაიწყება ყველაზე დიდი დაძაბულობა.

გერმანიის პოზიცია, ასევე, ლენდ-ლიზის საეჭვოდ ნელი ტემპები, მსოფლიო ეკონომიკური პრობლემები, რაც მსოფლიო ეკონომიკური ჯაჭვიდან რუსეთის ჩახსნით შეიქმნა, შესაძლოა, ომის ბედი შეცვალოს? და ზოგადად, შესაძლოა, ეს პოლიტიკური ლაბირინთები სიფრთხილით იყოს გამოწვეული იმ მოსაზრებით, რომ „ნატო“-ს პირდაპირი კავშირი არ იქნეს გამოკვეთილი ამ ომში?

- ამ გლობალურ დაპირისპირებაში, 2014 წლის შემდეგ, უკრაინა აშკარად ჩაება როგორც ერთი მხარისკენ ორიენტირებული ძალა და პლატფორმა რუსეთისთვის. ეს ხდება არა უბრალოდ მისი დამარცხებისა და ზიანის მიყენებისთვის, არამედ, ეს არის ბრძოლა, რომელიც გაცხადებულია დასავლეთის მიერ - რუსეთი, როგორც სახელმწიფო და როგორც ხალხი, არ უნდა არსებობდნენ, ასე დგას საკითხი. ბუნებრივია, ამ დონის დაპირისპირებაში ჩვენ უნდა ველოდოთ იმას, რომ მოვლენები ასე მარტივად არ განვითარდება. სამწუხაროდ, რაც უკრაინას სჭირს, ეს მისი პრობლემაა და ამ ომში, უკრაინის რაიმე წარმატება გამორიცხულია. ეს ომი, გამოცხადებული სანქციებით, გახდა რუსეთის რაც შეიძლება მეტად დაზიანების ინსტრუმენტი. რაც შეხება ნატოსთან მიმართებაში არსებულ სიტუაციას, დააკვირდით თუნდაც პოლონეთის აქტიურობას, რომ თავისი დროშით შევიდეს დასავლეთ უკრაინაში, მაგრამ ამერიკელებმა ასეთი რამ უკრაინას აუკრძალეს იმიტომ, რომ როგორც კი რომელიმე „ნატო“-ს წევრი ქვეყანა რუსეთის მიმართულებით გაისვრის, მსოფლიო დგება მესამე მსოფლიო ომის წინაშე. მე არ ვფიქრობ პოლონელები ასეთ ავანტიურაზე წავლენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლონეთიც ასევე საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდება, როგორც უკრაინაა. რანაირი კონფლიქტის საფრთხეც არ უნდა იყოს, მხარეები უკან არ დაიხევენ. ამიტომ, რაღაც ბერკეტი აჩერებს ასეთ სიტუაციას, თუმცა დახმარებები ლენდ-ლიზი და სხვა განწირულია. რანაირი იარაღიც არ უნდა მიეწოდოს უკრაინას, შედეგი არ იქნება. ლენდ-ლიზიში და იმ 40 მილიარდში, დაფინანსების სტრუქტურა რომ ნახოთ, საკმაოდ დიდი ნაწილი რჩება შეერთებულ შტატებში. ასევე, სკანდალური ინფორმაციები ვრცელდება, რომ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი იყიდება მსოფლიოს ცხელ წერტილებში. ამრიგად, ეს ომი გახდა უზარმაზარი ფულის ბრუნვისა და ასეთი საეჭვო ოპერაციების შესანიშნავი საშუალება. ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა ფაქტორის დალაგება და სწორი წარმოდგენების შექმნა. სამწუხაროდ, საქართველოში მხოლოდ იდეოლოგიურ ჩარჩოებში ხდება მოვლენათა შეფასება, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის ამ ეტაპზე ძალიან საშიშია, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა თუ არა ეს, გეოპოლიტიკურ მსოფლიო ორომტრიალში ჩართული ვართ, ხოლო რა გამოვა აქედან, დამოკიდებულია არა ვინმეზე, რუსეთზე, ამერიკასა და ევროპაზე, არამედ დამოკიდებულია ქართული სახელმწიფოს ხელისუფლების გონიერ ნაბიჯებზე. არ იქნება გონიერი ნაბიჯები, ჩვენც იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ის, რომ ომის პროპაგანდა მიდის ქვეყანაში, ესეც გასააზრებელია, რატომ ხდება? საკმარისია საქართველო ომში ჩაებას და ერთი თვის განმავლობაში იგი ფაქტობრივად განახევრდება.

ანუ, ხელისუფლების ეს ფრთხილი და დაბალანსებული პოლიტიკა ამ კუთხით გამართლებულია?

- დაბალანსება ამ სიტუაციაში არ გამოდის, აქ გამოდის ერთი პოლიტიკა - ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფო გაატარო დანის პირზე და ამისთვის საჭიროა, გონიერების ფარგლებში გააკეთო საქმე. აქ არ უშველის არც ბაბაიას ძახილი და არც შენ ხარ ჩემი მეგობარი, მოდი და მიშველე, ყველა შემთხვევაში, ეს ორი უკიდურესი ნაბიჯი საქართველოსთვის არის გამანადგურებელი. ამიტომ, ყველამ უნდა იგრძნოს, რომ საქართველოში არის ხალხი, არის ხელისუფლება, რომელიც ფიქრობს ამ ტერიტორიულად პატარა და მცირერიცხოვანი სახელმწიფოს მომავალზე. არც ამერიკას და არც სხვა ვინმეს არ ეშლება, რას ემსახურება საქართველოს ხელისუფლების ესა თუ ის ნაბიჯი - ვინმეს სასარგებლო თამაშია, ვინმეს მოტყუების მცდელობაა, თუ საკუთარი სახელმწიფოს სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯები. ამიტომ, ეს უნდა იყოს სწორი პოლიტიკა, სადაც იქნება სახელმწიფოს ინტერესი, ხალხის ინტერესი და მე ვფრიქრობ, რომ ამის რესურსი საქართველოში არსებობს, თუმცა მე ვერ გეტყვით რამდენად შეძლებს ამის გამოყენებას ხელისუფლება.

ასევე გააქტიურდა ფინეთისა და შვედეთის მაპის მიღების საკითხი, ამ დროს, უკრაინის, რომელიც განსაკუთრებული პრიორიტეტებით უნდა სარგებლობდეს, ამ კუთხით აქტიურობას ვერ ვხედავთ...

- მე ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. პირველ რიგში კი, რუსეთზე ზეწოლის შემადგენელი ნაწილი. შვედეთისა და ფინეთის მიღების საკითხი დამუხრუჭებულია. როგორც ბატონმა სტოლტენბერგმა განაცხადა, სანამ შვედეთი და ფინეთი თურქეთთან არ მოაგვარებენ საკითხს, განხილვას ვერ დაიწყებენ. როგორც ვნახეთ, გაცილებით ჭკვიანი პოლიტიკოსი აღმოჩნდა ერდოღანი და ის უბრალო ვაჭრობაზე და რაღაცის სანაცვლოდ არაფერს არ გააკეთებს. მას აქვს სასიცოცხლო ინტერესები, იგი ამ თავისი პოლიტიკით იღებს იმას, რაც აუცილებელია თურქეთისთვის. თურქების ყველაზე დიდი დამსახურება ის არის, რომ ისინი წინ არავის და არაფერს არ აყენებენ და ეს ძალიან გონივრული პოლიტიკაა. რაც შეეხება სხვა შენიღბულ დინებებს, აქ ყველაფერი ღრმადაა ჩამალული. მე არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე შესაძლებელია შვედეთისა და ფინეთის მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას ძალიან სერიოზული სიტუაციის გართულება მოყვება, რაც შეერთებული შტატების ინტერესებში არ არის. მაგრამ, ზეწოლის მექანიზმი, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულია.

 

 

Aburjga Tasmanieli magaria! demuri magaria! ფინეთმა? როგორც უნამუსო სახელმწიფომ უკრაინასაც კი გადააჭარბა! 1809 წლამდე 600 წელი ფინეთი იყო შვედეთის სამეფოს ნაწილი - პროვინცია! შვედეთის იმპერიაში ფინურად ლაპარაკი ქუჩაში, ბაზარში, ოფიციალურ ნთავყრილობებზე იკრძალკებოდა! 1809 წელს რუსეთმა, პეტრემ დაამარცხა შვედეთი და შეიერთა ფინეთი! ამ დროს აღადგინა ფინეთის დიდი სათავადო (კნიაჟესტვო), ფინელები როგორც სლავების მონათესავე ხალხი სიხარულით შეხვდა ამ ამბავს. აკრძალვა ფინურ ენაზე მოიხსნა და ფინეთმა იწყო განვითარება რუსეთის იმპერიაში, როგორც შემადგენელმა ერთეულმა! 1917 წლის ნოემბერ -დეკემბერში ფინეთმა ჯერ კიდევ მარტში დროებითი მთავრობისადმი გამოყოფის შესახებ წარდგენილ თხოვნაზ ე ლენინის რუსეთისაგან მიიღო დამოუკიდებლობა ყოველგვარი ბრძოლის გარეშე. ე. ი. ფინეთმა მიიღო ის რაც 700 წელზე მეტი არ ღირსებია. მერე კი უნამუსობით და უმადურობით ყველას გადააჭარბა!
2 წლის უკან