თურქეთისა და ლიეტუვის თავდაცვის უწყებებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა - ლიეტუვის ხელისუფლება მოსახლეობის მიერ შეგროვილ თანხას უკრაინისთვის Bayraktar-ის უპილოტო აპარატის შესაძენად გამოიყენებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, ლიეტუვის მოქალაქეებმა, სულ რაღაც სამ დღეში, უკრაინის არმიის დასახმარებლად, 6 მილიონი ევრო შეაგროვეს. ამ კამპანიის თავდაპირველი მიზანი სწორედ თურქული Bayraktar-ის შეძენა იყო.