რუსულმა ენერგეტიკულმა ფირმამ, „გაზპრომი“ ნიდერლანდებს გაზის მიწოდება შეუწყვიტა. როგორც Deutsche Welle კომპანიაზე დაყრდნობით წერს, მიზეზი გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე ნიდერლანდების უარია.
„გაზპრომის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანამ აპრილის გადასახადი რუბლით არ დაფარა. კომპანია ხაზს უსვამს, რომ გადახდები რუსეთის პრეზიდენტის - ვლადიმერ პუტინის მიერ გაცხადებული სქემის შესაბამისად უნდა განხორციელდეს.
ჰოლანდიურ კომპანია GasTerra-ში, რომლის წილის ნახევარიც სახელმწიფოს საკუთრებაშია, განმარტავს, რომ გაზის მიწოდების შეწყვეტას ელოდნენ და რომ არ შეასრულებენ რუსული მხარის მოთხოვნას, რადგან ეს ევროკავშირის სანქციებს დაარღვევს.
ნიდერლანდებამდე, რუსეთმა გაზის მიწოდება ფინეთს, ბულგარეთსა და პოლონეთს შეუწყვიტა.