„თუ ევროკავშირი უსამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, ხალხი ამას ერთ შეფასებას მისცემს -საქართველო მხოლოდ იმიტომ დაისაჯა, რომ ომში ვერ ჩაითრიეს“

„თუ ევროკავშირი უსამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, ხალხი ამას ერთ შეფასებას მისცემს -საქართველო მხოლოდ იმიტომ დაისაჯა, რომ ომში ვერ ჩაითრიეს“

თუკი საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსს ვერ მიიღებს, არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ მოსახლეობაში საპროტესტო მუხტი გაჩნდეს, ოპოზიციამ მოახერხოს და ამ მიზეზით ხელისუფლების წინააღმდეგ ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს? მივიღოთ მეორე მაიდანი, რომლის შედეგადაც ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება მოხდება? რა სცენარს ამუშავებს ოპოზიცია? ბოლო დღეებია ხელისუფლება ირწმუნება, რომ ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირის დერეფნებში დადიან და ამტკიცებენ, რომ ჩვენი ქვეყანა ამ სტატუსის მისაღებად ჯერ მზად არ არის. რა არის მათი რეალური მიზანი და რისთვის შეიძლება ემზადებოდნენ? ამ და სხვა კითხვებზე for.ge-სთან ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საუბრობს.

არსებოობს თუ არა იმის ალბათობა, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღოს? რატომ სააუბრობს ამაზე ბოლო დღეებია ხელისუფლება, შესაძლოა რაიმე ინფორმაცის ფლობს, რაც ამ რისკს ზრდის?

- არ ვიცი, ძალიან რთულია იმაზე საუბარი, რა ინფორმაცია აქვს ხელისუფლებას, მაგრამ ფაქტია, რომ ევროკავშირში ჩვენი ოპოზიცია მავნებლობით არის დაკავებული. საქართველოს შემთხვევაში ორი ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ - თუკი ევროკავშირის წევრი კანდიდატის სტატუსის მსურველ ტრიო ქვეყანას, ანუ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, სამივეს სტატუსი არ მიანიჭეს და უარი გვითხრეს, კი ბატონო, ეს ქართველი ხალხისთვის გასაგები იქნება. ამ ამბის ახსნა იქნება ის, რომ ევროკავშრი ამ ეტაპზე, გაფართოების პოლიტიკისთვის მზად არ არის - ეს ყველაზე მისაღები პასუხი იქნება, ეს იქნებოდა გულწრფელი განცხადება.

არსებობს ასევე მეორე ცუდი ვარიანტი. ამ ასოცირებულ ტრიოში უკრაინამ და მოლდოვამ სტატუსი „ქვეყნის კანდიდატი“ მიიღოს და ჩვენ უარი გვითხრან. ეს იქნება ჩვენი ხალხისთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება, რაც კი დასავლეთიდან ოდესმე მიგვიღია. არადა ამ ორივე ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ევროკავშირის მიერ შემუშავებული სტანდარტები, რეფორმირების გზა და სხვა დემოკრატიული განვითარების გზა გვაქვს გავლილი. ყველა პარამეტრების მიხედვით, საქართველო ცალსახად თავის პარტნიორებს უსწრებს. ამას ყველა გამოკითხვა ადასტურებს.

იმ კომისიების ანგარიში, რომელიც ყოველწლიურად ნაკისრი ვალდებულებების ხელშეკრულებას ამოწმებს. ბოლო სხდომა შარშან ბრიუსელში ჩატარდა და საქართველომ უმაღლესი შეფასება მიიღო. მაშინ, როცა უკრაინა ომამდე გამოთქმული პრეტენზიების მიხედვით, საერთოდ რეფორმირების გზას არის აცდენილი. ასეთი სიტუაციის ფონზე, თუ სუფთა ფსევდო პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, უკრაინას მიენიჭა სტატუსი და საქართველოს არა, ეს ძალიან ცუდი იქნება, რომლითაც დასავლეთი ფატალურ შეცდომას დაუშვებს.

თქვენ ფიქრობთ, რომ დასაველთში ამ რისკებს ვერ აფასებენ და ვერ ხვდებიან, რომ საქართველოსთვის სტატუსის არ მინიჭების შემთხვავში, მოსახლეობაში ანტიდასვალური განწყობები მოიმატებს? უკრაინის ომის ფონზე, ამას რუსეთი ხომ სათავისოდ გამოიყენებს. ფიქრობთ დასავლეთი ასე გარისკავს?

- არ ვიცი, წესით, ლოგიკას თუ გავყვებით ასეთი შეცდომა არ უნდა დაუშვას. რა თქმა უნდა, ხალხში ეს ევროპის მისამართით ნიჰილიზმს გააჩენს. მოდი, ლოგიკას გავყვეთ, რაში გამოიხატება ჩვენი ხელისუფლების პრორუსულობა და რა უნდა დაასახელოს დასავლეთმა მიზეზი იმისთვის, რომ ჩვენ ეს სტატუსი არ მოგვანიჭეს? თუ შეუძლია ოპოზიციას რაიმე კონკრეტული ფაქტის მოყვანა? ხომ ვხედავთ, რომ ხალხში ეს ფეიკები აღარ მუშაობს. ოპოზიციას ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს. რაღაცა სატელეფონო ჩანაწერებს აქვეყნებენ, სადაც პოლიტიკიდან წასულ ბიზნესმენს, ბიძინა ივანიშვილს სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუს ბიზნესმენ ევტუშენკოვთან. ეს კაცი არის, იყო და იქნება, ამერიკის პრეზიდენტის ბაიდენის შვილის ბიზნესპარტნიორი. ამ სამეულის ურთიერთობიდან გამომდინარე, შეიძლება ჩვენს ხელისუფლებას პრორუსულობა დააბრალო? ეს ხომ აბსურდია, რომელიც ნებისმიერი დასავლური ქვეყნის ელჩმა იცის.

უარის მიღების შემთხვევაში, ფიქრობთ, ჩვენი მოსახლეობის ბრაზი წავა არა ხელისუფლების, არამედ დასავლეთის მიმართ? ოპოზიციის მოლოდინი, რომ აქ რაღაცა დაპირისპირების კერა გაჩნდება და ხელისუფლების შეცვლის შანსი მიეცემათ მცდარია?

- არ ვიცი, ვის რისი იმედი და შიში აქვს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ჩვენმა მოსახლეობამ 33 წელია უკვე ბევრი რამ საკუთარ თავზე გადაიტანა. კარგად გაიზარდა და პოლიტიკაშიც მშვენივრად ერკვევა. ასე ადვილად უკვე არაფერს აღარ იჯერებს. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას არავინ დაადანაშაულებს იმაში, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღეთ. კითხვები ევროკავშირის მისამართით გაჩნდება. ჩვენს ხალხს ძალიან ბევრი აქვს ნაბრძოლი, ნაწვალები იმისთვის, რომ ეს სტატუსი მიიღოს. თუ საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირი უსამრთლო გადაწყვეტილებას მიიღებს, ხალხი ამას ერთ შეფასებას მისცემს - საქართველო მხოლოდ იმიტომ დაისაჯა, რომ ომში ვერ ჩაითრიეს.

ამიტომ ამ შემთხვევაში, ხალხი ქუჩაში ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე კი არ გავა, არამედ გავა ერთი ლოზუნგით, რომ ჩვენს ხელისუფლებას, რომელმაც ქვეყანა ომისგან იხსნა, გვერდით დავუდგეთ. ამ ხალხს დასავლეთიც დაინახავს და ე.წ. ოპოზიციაც, რომელიც საზოგადოებას ემუქრება და ქვეყანაში არეულობას აანონსებს. რევოლუციური მუხტს აგორებით და ხელისუფლების შეცვლით იმუქრებიან. არაფერი გამოუვათ, პირიქით, მე თქვენ გარწმუნებთ, რომ ეს იქნება ხელისუფლების მხარდასაჭერი გამოსვლა.

ფიქრობთ, რომ ოპოზიცია ქვეყანაში მაიდანის მოწყობას შეეცდება? ამ ამბავს გამოიყენებს იმისთვის, რომ ქუჩაში გამოსვლებით ქვეყნის ხელისუფლების ცვლილება მოხდეს? აქვს ოპოზიციას ამის რესურსი?

- გამორიცხულია, რომ ამ ქვეყანაში ოპოზიციამ რაიმე რევოლუციური სცენარით ხელისუფლება შეცვალოს, ან 2024 წლამდე ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოხდეს. ხელისუფლებამ ამაზე ჩატარებული არჩევნებით პასუხი უკვე გასცა. ყველაზე ავტორიტარულმა საერთაშორისო არბიტრებმა დაადგინეს, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არ გაყალბებულა და ხალხი ამ ხელისუფლებას საკუთარი ნებით ირჩევს. მესმის ოპოზიციას უნდა ამ თემის წამოწევა და ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ოცნებობენ. მათ არც ერთი კანონიერი გზა არ დარჩათ იმისთვის, რომ ისევ ძალაუფლება დაიბრუნონ. ამ ოპოზიციას მაიდანის მცდელობა კი არა, კაი ხანია რამდენიმე ათას საკუთარ მომხრესაც კი თავს ვერ უყრიან. პირიქით, ოპოზიცია იმდენს იზამს, რომ მართლა, ხალხს ქუჩაში მშვიდობისთვის გამოიყვანს - იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ სურვილი ამ ქვეყნის არევის აღარავის გაუჩნდეს. ამ მაიდანებმა უკრაინა დაღუპა. ამიტომ ქართველი ხალხი კარგად ხვდება, ვინ რას ცდილობს და არავინ აღარ აყვება. ამ მაიდნებით ნუ გვაშინებენ. გასაგებია, რომ იმ ბაკურიანში რაღაცა სცენარი შემუშავდა და ამისთვის ევროკავშირის დერეფნებშიც დაძრწიან. მიუხედავად ამისა, მათ ვარწმუნებ, რომ ხალხი დიდი ხანია გაიზარდა და ქვეყანას მათ არავინ აარევინებს.

dimpi სერბი რეჟისორის გადაღებული დოკუმენტალიზმზე გადაღებული ფილმი რომელიც ასახავს აქაური ნაც-სექტის და უკრაინული იგივე ნაც-სექტის ერთიდაიგივეობას არა მხოლოდ მეთოდებით:
ბმული /> პ.ს. სერბულ ენაზეა მაგრამ ძირითადი კადრები რუსულადაც არი, ასე რომ იძლევა შესაძლებლობას რომ უკრაინულ რეალობაიდან დასკვნა გამოიტანოთ
პ.პ.ს ამას წინათ აქ მკითხეს რა ბრალდებით დააპატიმრებო ნაც-სექტასო, შეხედეთ ფილმს და გაიგებთ რა ბრალდებითაც არიან დასაპატიმრებლები
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli დავით, თქვენ რომ ხალხს ეძახით ისინი ქართველი ხალხი ნამდვილად არ ხართ, არც ქართველი, არც სომეხი, არც აზერბაიჯანელი.... თქვენ გულისხმობთ თბილისელების ნაწიილს, რომლებმაც საყველპურო ინგლისური ისწავლეს და ერთმანეთში დადიან ევროპაში (დასავლეთში) წასასვლელი ბილეთის ფულის სასესხებლად, რომ წავიდნენ და აღარ დაბრუნდნენ, ამ საძულველ ქვეყანაში რომელიც ერეკლე მეფემ "დაღუპა". როცა თავის დროზე უაარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე! ხალხი ჩვენ ვართ, ჩვენ დანარჩენები ვინც არსად წასვლას არ ვაოირებთ, ვინც აქ ვრჩებით, რომ ჩვენს სიცოცხლეში მაინც მშობლების, წინაპრების საფლავზე გავიდეთ და მორეული ბალახისაგან გავწმინდოთ! შემძულდა ყველაფერი დასვლური, ყველაფერი, შექსპირი, დიკენსი, გოეთე და რემბოც კი შემძულდა! (კამიუ, კაფკა, გოდფერდო პარიზე არ შემძულებია). არ მინდა ქაღალდში გახვეული პური და ზედ ეკოლოგიური ცრემლები (ქაღალდი ხისგან მზადდება), არ მინდა ლგბტ და კოკა კოლაც არ მინდა! ღმერთს ვევედრები ნეტავ არ მიგვიღონ ამ ეშმაკის სავანე ევროკავშირში! ღმერთო დიდებულო დალახვრე ეს ურჯულოები, ეს გაძეხიები, ეს პირსისხლიანი მძარცველი სვავები! ჩვენ ქართველ ხალხს ძალა აღარ შეგვწევს, დავუძლურდით თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის 3500 წლოვანი განუწყვეტელი ბრძოლისაგან! ჩვენ ვართ ქართველები! არასდროს ვყოფილვართ ევროპელები და ცოცხალი თავით არასდროს გავხდებით! ღმერთო დაგვიფარე ამ საშინელი განსაცდელისაგან! ევროპელობა = უნამუსობა!
2 წლის უკან
ლაზი არსად არ წერია, რომ კანდიდატობა, ასოცირებული წევრობისაგან, რაიმე განსხვავებულ პრივილეგირებულ პირობებს გულისხმობდეს. ასე რომ კანდიდატობის არ მოცემას მხოლოდ რაღაც განსაკუთრებული მიზანი შეიძლება ჰქონდეს. სხვა შემთხვევაში, გონივრული გათვლით, თითონაც სჭირდებათ მაგ სტატუსის მოცემა. რაც შეეხება ხალხს, გარდა იმათი ვინც საშოვარზე დადის ევროპაში, ეგ სტატუსები ნაკლებად აინტერესებს, რადგან წევრობის პერსპექტივაზე მინიშნებაც კი არ ისმის. თურქეთის მაგალითიც ვერ არის მაინცდამაინც დამაიმედებელი. ასე რომ, ვიღაცები შეეცდებიან, კანდიდატობის არ მოცემის სათავისოდ გამოყენებას, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი მოხდება.
2 წლის უკან
დემეტრე - გირჩევთ დაიკიდოთ! სხვა თუ არაფერი, შვებას მაინც იპოვით :)
2 წლის უკან
dimpi დემეტრე რა უნდა დაიკიდო? როგორ? ისე აქვთ ტვინი გამორეცხილი რომ მტერი და მოყვარე ვერ გაურჩევიათ, თეთრს შავად გიცხადებენ და შავს თეთრად, ეგეთებ როგორ უნდა დაიკიდო?
მაგეთებვს რომ უსმინო გზაზე ერთადერთი ორმო რო იყოს იმაში ჩაგაგდებს, შენ მოგწონს ორმოში ჯდომა? რაღაც არა მგონია მოგწონდეს
მაგას შეიძლება მოწონდეს და მაგისი ოცნებაც ეგ იყოს, ჩემის მხრივ გავაფრთხილებ რომ ვეღარც ამოვა იძირო ორმოდან რადგან ისე აქვს არეული რამსები რომ თვითონაც ვეღარ დააფიქსირებს რომ ორმოში ზის
2 წლის უკან
dimpi პ.ს. ეს ბიჭი არაფერს არ კითხულობს, ისე მიყავს საიფორაციოები:
ბმული
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli დიმპი მგონი მე და შენ გადაგვასახლებენ! ?! ან დაგვხვრეტენ! ჩვენც არ გამოგვესარჩლოს ევროპის სახალხო პარტია!
2 წლის უკან
trampi ყოჩაღ კალანდაძეს და სამადაშვილს .......მალადეც მაგათ, მალადეც
ძლივს არ გაააკეთეს საქვეყნო საქმეეე??
ეგენი იყვნენ ჩათლახები თუ საქართველოს ევრორემონტი ჩაუტარეს....
2 წლის უკან
dimpi Aburjga Tasmanieli
ეხლა ვუყურებდი(ვკითხულობდი) ტელეგრამაზე აზაროვის შესახებ, კანონებიც შეუცვლიათ რომ მასზე(ერთადერთ პრემიერზე რომელმაც ეკონომიკური კრიზისიდან უკრაინა გამოიყვანა და აღორძინების სწორ გზაზე იდგა) დევნა გამოეცხადებინათ და ბრალდება შეეთითხნათ
2 წლის უკან
dimpi არადა ხნიერი კაცია აზაროვი, ზუსტად ესმის პრობლემებიც და მათი გადაჭრის გზებიც, ეგეთი პრემიერი მათ შეიძლება აღარც ყავდეთ მეტი, იმ დაყლევებულებმა კი დევნა გამოაცხადეს ბრალდებით
2 წლის უკან
dimpi გონიათ დასავლეთი გვარჩენსო, კი არჩენს მარა ნახმარ პრეზერვატივად გამოიყენებს და იყენებს, ეტყობა ეგ სიამოვნებთ მაგ უბედურებს
2 წლის უკან
dimpi არადა უკრაინას ეკონომიკის ყველაზე დიდი პოტენციალი გააჩნდა სწორ გზაზე რომ დარჩენილიყვნენ, იმ გზაზე რისი ხედვაც ქონდა აზაროვს
2 წლის უკან
dimpi რეგვენისთვისაც კი გასაგები უნდა იყოს რამ არ ჭირდებათ ე.წ. "ცივილიზებულებს დასავლეთს" კონკურენტი და ამისთვის ომზეც მიდიან და უარეს მეთოდებზეც
2 წლის უკან
dimpi შანსი ჰქონდათ მართლა "დერჟავა" გამხდარიყვნენ და თვითონვე კოლაბორაციონისტების შემხედვარე და დადირექტივებული ისპობენ ამ შანსს, რათა უცხოეთში იაფი სამუშაო ძალა იყვნენ, ისიც ისეთ მძიმე სამუშაოზე რასაც "ცივილიებული დასავლეტი" თვითონ არ კადრულობს
2 წლის უკან
dimpi თავისუფლების შანსი გქონდეს და მაინც ვიღაც გადამთიელს მონად შეუდგე - ეგეთ იდიოტიზმს რა ავადმყოფობა უნდა დაერქვას?
2 წლის უკან