ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ ირანი დაუსჯელი არ დარჩება თავისი მარიონეტების მეშვეობით თავდასხმების წაქეზებისთვის.
„ათწლეულების განმავლობაში, ირანის რეჟიმი ტერორიზმს იყენებდა ისრაელისა და რეგიონის წინააღმდეგ მარიონეტების მეშვეობით, თუმცა რვაფეხას მეთაური, თავად ირანი, სარგებლობდა იმუნიტეტით. როგორც უკვე ვთქვით, ირანის რეჟიმის იმუნიტეტის ეპოქა დასრულდა. ვინც ტერორისტებს აფინანსებს, ვინც ტერორისტებს იარაღს აწვდის და ვინც ტერორისტებს აგზავნის, სრულ საფასურს გადაიხდის“, - აღნიშნა ნაფტალი ბენეტმა.