ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე: ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უკრაინის აღმშენებლობა და გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ უკრაინა იყოს აყვავებული, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე: ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უკრაინის აღმშენებლობა და გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ უკრაინა იყოს აყვავებული, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო

ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უკრაინის აღმშენებლობა და გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ უკრაინა იყოს აყვავებული, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო, - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმეგ წარმოებული ომი სასტიკი და ბრუტალურია.

„ეს ომი ამსხვრევს ბევრ ტაბუს დასავლეთ ევროპაში და მთელ ევროატლანტიკურ სივრცეში. ომიდან გაკვეთილების მიღების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ნატოს მყისიერი პასუხი აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება იყო. ჩვენ ვიცით, რომ დემოკრატიის პირობებში ცხოვრება გაცილებით კარგია, ვიდრე ავტოკრატია. მე რუმინელი ვარ და მომიწია კომუნიზმში ცხოვრება, მე არ მაქვს უფლება არ ვაღიარო სუვერენული ქვეყნების სურვილი გახდნენ ნატოს წევრები, არ ვაღიარო მათი მისწრაფება და ოცნება. მტკიცედ მწამს და ვიცი, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა ჩვენი ვალია არამარტო დღეს, არამედ ყოველთვის. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ უკრაინის აღმშენებლობა და გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ უკრაინა იყოს აყვავებული, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო. უკრაინა გვაჩვენებს ყველას, თუ რას ნიშნავს თავდადება, სიმამაცე და ეს აისახება ჩვენს გადაწყვეტილებებზე“, - განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ.