„ბედი ქართლისა“-ს შემდეგ „საფლავი მეფის ირაკლისა“ დაიწერა, საიდანაც საბოლოოდ ირკვევა, რომ არავითარი ეჭვი არ დარჩენია ნიკოლოზ ბარათაშვილს მეფე ერეკლეს მიმართ“

„ბედი ქართლისა“-ს შემდეგ „საფლავი მეფის ირაკლისა“ დაიწერა, საიდანაც საბოლოოდ ირკვევა, რომ არავითარი ეჭვი არ დარჩენია ნიკოლოზ ბარათაშვილს მეფე ერეკლეს მიმართ“

ერეკლე მეფის მოღალატედ მოხსენიების შემდეგ ცალკეულ ადამიანთა ჯგუფმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რათა ლევან ბერძენიშვილს ლექციების კითხვა აეკრძალოს. პარალელურად, გამოჩნდნენ ბერძენიშვილის მიმდევრებიც, რომლებიც ერეკლე მეფის გაკრიტიკებაში შეეშველნენ ქართველ პოლიტიკოსს.

ამის შემდეგ ლევან ბერძენიშვილი სიტუაციის გამოსწორებას შეეცადა: „რა დავაშავე, ბოლოს და ბოლოს, ვთქვი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ისეთი ძვირფასი რამაა, მეფესაც კი არ აქვს მისი ჩაბარების უფლება. ეს მე ვთქვი, ლევან ბერძენიშვილმა, და ეს თქვა ნიკოლოზ ბარათაშვილმა და ვიღაცისთვის არ არის ავტორიტეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი? ილია ჭავჭავაძემ თქვა, გეორგიევსკის ტრაქტატის ასი წლის თავს ვინც აღნიშნავს, რაც იყო საქართველოს სიკვდილი, მე მაგ საქმეში არ ვიქნები, მე ჩემთვის, თქვენ-თქვენთვისო. ე.ი. ბარათაშვილს ებრძვიან, ებრძვიან ვის, ილია ჭავჭავაძეს?“

ლევან ბერძენიშვილის იდეური თანამოაზრეები ფიქრობენ, რომ ივანე ჯავახიშვილიც მოღალატედ მიიჩნევდა მეფე ერეკლეს და ბევრად უფრო ადრე ამავე აზრს იზიარებდა ერეკლეს შთამომავალი ნიკოლოზ ბარათაშვილიც.

სინამდვილეში, რას ფიქრობდა ივანე ჯავახიშვილი, ეს დიდი მეცნიერი, გეორგიევსკის ტრაქტატზე, ეს მისმა ნაშრომმა შემოგვინახა. სხვათა შორის, ივანე ჯავახიშვილის მეუღლე ერეკლე მეორის შთამომავალი ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანი იყო, რომელიც პაგანინის მოსწავლე და საქართველოში პირველი მევიოლინე ქალი გახლდათ.

ივანე ჯავახიშვილი გეორგიევსკის ტრაქტატის დადებას უშუალოდ ერეკლე მეფის კი არა, ზოგადად, მე-18 საუკუნის ქართველთა გულუბრყვილობად თვლიდა. ქართველებს ეგონათ, რომ რუსთ ხელმწიფეს საქართველოზე გული მართლაც შესტკიოდა, როგორც ბუნებრივ მოკავშირეზე, რადგან რუსები ერთმორწმუნენი იყვნენ, განსხვავებით, სპარსელებისა და ოსმალებისგან. ივანე ჯავახიშვილის თქმით, რუს პოლიტიკოსებს არ გამოჰპარვიათ ქართველთა ამგვარი პოლიტიკური გულუბრყვილობა და რუსეთის მთელი პოლიტიკა ქართველების ამ სუსტ გრძნობაზე იყო დამყარებული.

„ქართველებს მხურვალე სარწმუნოებრივი გრძნობა აქვთ და ამაზეა დამოკიდებული მათი გულმოდგინება სრულიად რუსეთის კარისადმი“, - ასე ამბობდნენ რუსეთის კარის წარმომადგენლები და ამით ახერხებდნენ, ივანე ჯავახიშვილის სიტყვით რომ ვთქვათ, ქართველების მოჯადოებას.

ქართველთა გულუბრყვილობა მარტო რუსებს არ შეუმჩნევიათ, ფაშისტური გერმანიის საიდუმლო მასალებშიც ქართველებს შემდეგნაირად ახასიათებენ: „მათი პოლიტიკური გულუბრყვილობა იდიოტიზმამდე მიდის“. ივანე ჯავახიშვილს თანამოძმეების გულუბრყვილობა არ მოსწონდა მაშინაც, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ძველმა საბედისწერო სენმა თავი იჩინა და რუსეთს ყველაზე გვიან საქართველო ჩამოშორდა. ამდენად, დიდი მეცნიერი ასკვნიდა, როცა საქართველო დამოუკიდებლად აწარმოებდა პოლიტიკას, მაშინ დგებოდა მისი რენესანსიც, ხოლო როცა რუსეთს უახლოვდებოდა, საქართველოს საქმეები აირეოდა.

ივანე ჯავახიშვილი რუსული ღალატის მრავალფეროვან ისტორიას ვახტანგ მეექვსის პერიოდიდან იწყებდა. ერეკლემდე კარგა ხნით ადრე, როცა პეტრე პირველს დასჭირდა საქართველო სპარსეთზე გასალაშქრებლად, მაშინ თბილისში ვახტანგ მეექვსეს ეწვია პეტრე დიდის დესპანი და ქართველ მეფეს რუსეთის მფარველობა აღუთქვა სპარსეთში გალაშქრებისას დახმარების სანაცვლოდ. ვახტანგ მეექვსე დათანხმდა, აიღო განჯა, მაგრამ პეტრე პირველი უკან გაბრუნდა, ვახტანგს კი შეუთვალა, „ნუ შეშინდები, განაგრძე სპარსეთთან ომი“. სპარსელებმა მოაოხრეს აღმოსავლეთ საქართველო, ვახტანგი კი რუსეთში გადაიხვეწა. ეს რუსების ღალატის პირველი მაგალითი იყო, რის შემდეგაც რუსული ღალატის კასკადი ერეკლე მეფემაც იგემა.

რაც შეეხება ერეკლე მეფის გადაწყვეტილების კიდევ ერთ განმაქიქებელს - ნიკოლოზ ბარათაშვილს, მართალია, მან „ბედი ქართლისაში“ გააპროტესტა ერეკლე მეფის გადაწყვეტილება სოლომონ ლიონიძის და მისი მეუღლის - სოფიოს პირით, მაგრამ მოგვიანებით დაწერილ ლექსში „საფლავი მეფის ირაკლისა“ ერეკლე მეფის „ტკბილ ნაყოფზე“ - მშვიდობაზე ისაუბრა, „სადაც აქამდის ხმლით და ძალით ფლობდა ქართველი, მუნ სამშვიდობო მოქალაქის მართავს აწ ხელი“.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ ერეკლე მეფე არის საქართველოს ერთ-ერთი სიმბოლო ყველა ქართველისთვის. ლევან ბერძენიშვილი კი, ალბათ, ეპატაჟის გამო იწვევს ჩვენს საზოგადოებას. ბერძენიშვილმა შესანიშნავად იცის, ერეკლე მეფის მოღალატედ გამოცხადებას რა რეაქციაც მოჰყვება, მაგრამ მას არ აქვს სხვა რაიმე მეთოდოლოგია, რომ საზოგადოებას თავი შეახსენოს. რაც ყველაზე ამაზრზენია, გარკვეულ საზოგადოებაში ის ამით სახელს იმაგრებს, გამოხმაურებებიც აქვს, მათ შორის, ვახო სანაიას და სხვების მხრიდან, რომლებიც აბსურდულ ინფორმაციებს ავრცელებენ, თითქოს ერეკლესთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. სინამდვილეში, დავით ზარდიაშვილის აზრით, ეს საკითხი დიდი ხანია, პასუხგაცემულია.

უნდა აეკრძალოს თუ არა ლევან ბერძენიშვილს ლექციები, ამასთან დაკავშირებით დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ აკრძალვა კონტრპროდუქტიულია, უბრალოდ, მომხდარს უნდა დაერქვას თავისი სახელი, მათ შორის, ლევან ბერძენიშვილის სტუდენტების მიერაც.

„დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება. არა მგონია, ანტიკური ლიტერატურის ლექციებზე ლევან ბერძენიშვილი ასეთ თემებზე საუბრობდეს და ასეთი ეპატაჟით იყოს დაკავებული. როცა ასეთი არჩევანი დადგა ქართლ-კახეთის სამეფოს წინაშე, ბუნებრივია, ეს მძიმე გადაწყვეტილება იყო და საქართველო თმობდა თავისი სუვერენიტეტის ნაწილს. მაშინდელი სუვერენიტეტი მეფეთა უფლება იყო. იმ პერიოდში რუსეთთან ურთიერთობის შესახებ, რასაკვირველია, იყო დავა და, საბოლოო ჯამში, „ბედი ქართლისაში“ ნიკოლოზ ბარათაშვილმა ეს საკითხი წამოსწია. რამდენიმე წლის შემდეგ კი ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი „საფლავი მეფის ირაკლისა“ დაიწერა, საიდანაც საბოლოოდ ირკვევა, რომ არავითარი ეჭვი არ დარჩენია დიდ პოეტს მეფე ერეკლეს მიმართ. რა თქმა უნდა, წონადია არგუმენტი, რომ რუსეთთან შეერთებით საქართველო თავისი სუვერენიტეტის ნაწილს თმობდა, მაგრამ ეს რომ ღალატით არ ხდებოდა, ესეც რეალობაა. ამდენად, ლევან ბერძენიშვილის ნათქვამი წარმოუდგენელი ფალსიფიკაციაა ისტორიისაც, სიმართლისაც, ზნეობისაც, მორალისაც. გავიხსენოთ ჩვენი საამაყო სიმღერა „ჩაკრულო“, მის ტექსტში ნათქვამია, „ხმალო, ხევსურეთს ნაჭედო, თელავში თუშმა გაგფერა, მეფე ერეკლემ გაკურთხა, საომრად ჯვარი დაგწერა“. ეს ნიშნავს, რომ მეფე ერეკლეს ნაკურთხი ხმალი არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საომარი სიმბოლო. როგორ შეიძლება, ამ ხმლის პატრონს, ანუ ქართული ხმლის მაკურთხებელს დაარქვა მოღალატე? ეს წარმოუდგენელი მკრეხელობაა“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა for.ge-სთან საუბრისას.

რაც შეეხება ივანე ჯავახიშვილს, ანალიტიკოსი ამბობს, რომ მას წაკითხული აქვს მცირე ბროშურა, რომელიც საბჭოთა კავშირში არ გამოდიოდა. იქ საუბარი ერეკლეს ღალატზე კი არა, რუსეთის პოლიტიკის მზაკვრობაზეა. იქ ფაქტებია მოყვანილი, როგორ უცვლიდნენ აღა-მაჰმად ხანისთვის მიწერილ წერილებს, კორესპონდენციებს ერეკლე მეფეს რუსები. ივანე ჯავახიშვილს ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ფაქტი მოჰყავს, რომ რუსებმა შეგნებულად გადაწყვიტეს საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთობის დაძაბვა და ეს რუსული პოლიტიკის თვისება იყო ოდითგანვე. ისედაც საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთობა არ იყო ჰარმონიული, განჯის სახანოსთან დაკავშირებით იყო მთელი რიგი პრობლემები და გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ კრწანისის ომამდე პერიოდში რუსები კორესპონდენციებს ცვლიდნენ.

„დადასტურებული არ არის, მაგრამ არის მოსაზრება, რომ ერეკლე მეფეს უნდოდა გეორგიევსკის ტრაქტატის ტექსტში ცვლილებების შეტანა და მეტი გარანტიის მოპოვება, რადგან ხედავდა რუსეთის მზაკვრულ პოლიტიკას. პარალელურად, ერეკლე ცდილობდა შეერბილებინა ის აგრესია, რომელიც ირანისგან მომდინარეობდა და კორესპონდენციებს გზავნიდა ირანში, ცდილობდა აღა-მაჰმად ხანის დარწმუნებას, რომ საქართველოს არ ჰქონდა აგრესიული გეგმები განჯის სახანოს მიმართ. ამის ნაცვლად გზაში იცვლებოდა კორესპონდენციები, დივერსიულ აქტს, სპეცოპერაციას ატარებდნენ რუსები და ირანში ჩადიოდა თავხედური ლანძღვა-გინების წერილები, ვითომც ერეკლე ლანძღავდა აღა-მაჰმად ხანს. ერთ-ერთ მიზეზად, რომ აღა-მაჰმად ხანის შემოსევა მოხდა და კრწანისის ომი დაიწყო, ეს შეცვლილი „კორესპონდენციები“ სახელდება“, -აცხადებს ანალიტიკოსი და დასძენს, რომ ივანე ჯავახიშვილი სწორედ ამ საკითხს განიხილავს და მისი დასკვნაც იგივეობრივია, რომ ერეკლეს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, გარდა ტრაქტატისა.

დავით ზარდიაშვილის გულისტკენას იწვევს ის ფაქტიც, რომ ერეკლეს აბრალებენ ისეთ რამეს, რაც მას გულში არ გაუვლია და რაც მერე რუსებმა ანექსიის გზით განახორციელეს. ცნობილი ფაქტია, რომ რუსებმა სიონის საკათედრო ტაძარში შეკრიბეს ქართველი თავადაზნაურობა, გარშემო ზარბაზნებით ალყა შემოარტყეს და დააფიცეს რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე. ასეთი ამაზრზენი უსჯულოება საქართველოსთვის არავის უკადრებია, თვით საშინელ დამპყრობლებსაც კი. ერეკლეს არ უცდია რუსეთისთვის ქართული სახელმწიფოს ჩაბარება, არც გიორგი მეთორმეტეს. ეს მოხდა მაშინ, როცა გიორგი მეთორმეტე გარდაიცვალა, რასაც მოჰყვა პავლე პირველის მანიფესტი და გაუქმდა ქართლ-კახეთის სამეფო. ვერც ერეკლე მეფის, ვერც გიორგი მეთერთმეტის სიცოცხლეში ამას ვერავინ გაბედავდა, რადგან ქართველი თავადაზნაურობა, რომელსაც ფიცი ჰქონდა დადებული ბაგრატიონების ტახტის წინაშე არც ერთ შემთხვევაში არ დადებდა ფიცს რუსეთის საიმპერატორო ტახტის წინაშე და ამას მოჰყვებოდა ფიზიკური კონფლიქტი. ეს რომ ანექსია იყო, ამას ადასტურებს მთელი ისტორია, მე-19 საუკუნის შემდეგ რამდენჯერმე მოეწყო აჯანყება, პირველად 1803 წელსვე დაიწყო დიდი აჯანყება ჯერ კახეთში, მერე მთიულეთში. დავით ზარდიაშვილის აზრით, წარმოუდგენელი ძალადობის შედეგი იყო საქართველოს დაპყრობა, ქართველი კაცისთვის ეს იყო გაუგებარი მარტო იმიტომ, რომ რუსული ენა არ ესმოდათ, რომელზეც რუსი მოხელეები და მოსამართლეები ლაპარაკობდნენ. შემდეგ ამას მოჰყვა ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება რუსეთის მიერ. მრავალგზის დაპყრობის მიუხედავად, ამას ვერ ეგუებოდა ქართველი ერი, რომელშიც შიდა სუვერენიტეტი მაინც შენარჩუნებული იყო, მაგრამ ეს გაბედა რუსეთის იმპერიამ.

dimpi ეს ევროპულ დასავლურ ცივილიზებულთა "ტრენდია" ვინმე რაღაც იდიოტობას რომ წამოაყრანტალებს და მერე საზოგაოდების "წარმატებული" წევრები და თავისუფალი მედია აიტაცებს ხოლმე?
თითქოს ყველაფერი სხვა ყველაფერი წესრიგში ჰქონდეთ
2 წლის უკან
dimpi აბა ჰე, აკომენტარეთ რამდენი ვიღაც გამოსირებული რაღაცას მობოდავს
2 წლის უკან
dimpi ქემაინც სიცხე გაუზომეთ ხოლმე სანამ დაუპიარებთ სიბრძნეებს
2 წლის უკან
dimpi ბერძენიშვილის სიბრძნეებიღა აკლდა აქაურობას
2 წლის უკან
dimpi რჩევაა: საერთოდ სადმე შემთხვევით ბერძენიშვილის სტატია თუნდა ერთი წინადადება შეგხვდათ ჯოდა არ გადაავლოთ თვალი არათუ წაიკითხოთ
2 წლის უკან
leviko ესეიგი ევროკავშირშიც რომ არ გვიღებენ ესეც რუსეთის ბრალია, დემოგრაფია რომ სუსტი გვაქვს ესეც რუსეთის ბრალია რაღაც სულ რუსეთს როგორ აბრალებთ ყველას ეს იცით რის მომანიშნებელია როცა ადამიანს არ უნდა რომ თავის თაბს დააბრალოს ის ყველას აბრალებს, ჯერ უნდა ჩაიხედო შენს თავში და გადახედო შენს შეცდომებს და მერე დააბრალო ყველას, როცა 1992 წელს ერთმანეთს კლა ვდენე ქართველებ ირატომღაც ამაზე სულ ჩუმად არიან. იმიტომ რომ არ აწყობთ, საქართელო რომ დაშლილი იყო სამთავროებად ისიც არ აწყობთ რომ თქვან. მარტო 9 აპრილს იხსენებენ მეტს არაფერს ფაბრიკები და ქარხნები რომ გაანადგურეს სსრკ ს დაშლის მერე ისიც რუსეთი ბრალია რაღაც ცუდად ისმის ეს რუსეთი კარგად გაანალიზეთ და მერე ისაუბრეთ ისტორიაზე როგორც გაწყობტ ისე ნუ ამბობთ, ვიცი რომ არ მოგეწონებათ მაგრამ ეს სიმართლეა
2 წლის უკან