NYT: თეთრი სახლი უკრაინას ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებს მიაწვდის

NYT: თეთრი სახლი უკრაინას ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებს მიაწვდის

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემების მიწოდების შესახებ - სავარაუდოდ, საუბარია M31-ტიპის მართვად მრავალჯერად სარაკეტო სისტემებზე (GMLRS). ამის შესახებ თეთრ სახლში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა New York Times-ი წერს.

NYT-ის ინფორმაციით, ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემების მიწოდება გათვალისწინებული იქნება უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების უახლოეს პაკეტში, რომლის შესახებაც მომდევნო კვირას გახდება ცნობილი.

M31-ტიპის რაკეტის ცეცხლის სიშორე, საბრძოლო მასალის მიხედვით, 70-დან 500 კილომეტრამდე მერყეობს. ასეთი დანადგარები შეიძლება აღიჭურვოს მართვადი რაკეტებით, რომელთა ცეცხლის კორექტირებაც თანამგზავრიდან არის შესაძლებელი.