უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის გაძლიერებული შეტევა დონბასის რეგიონში გენოციდის აშკარა პოლიტიკას ასახავს.
„დონბასში ოკუპანტების ამჟამინდელ შეტევას რეგიონი დაუსახლებელი შეუძლია გახადოს. მათ სურთ გადაწვან პოპასნა, ბახმუტი, ლიმანი, ლისიჩანსკი და სევეროდონეცკი, როგორც ვოლნოვახა, როგორც მარიუპოლი. ყველაფერი ეს, მათ შორის ჩვენი ხალხის დეპორტაცია და მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები, რუსეთის მიერ გატარებული გენოციდის აშკარა პოლიტიკაა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.