ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც უკრაინაში შეიჭრა.
„მის გრძნობებზე სპეკულირებას არ დავიწყებ, მაგრამ მან დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი გაცხადებული მიზანი რუსეთის საზღვრებთან ნაკლები ნატო იყო. ახლა კი ის ნატოს უფრო მეტ გაფართოებას იღებს“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, პუტინის გეგმა იყო კიევის აღება, ხელისუფლების დამხობა და ქვეყნის კონტროლი, თუმცა ის იძულებული გახდა თავისი ძალები კიევიდან და ჩრდილოეთიდან გაეყვანა, ხოლო დონბასში შეტევა ძალიან ნელა მიმდინარეობს.
„მე არ ვიწინასწარმეტყველებ ომის შედეგს, ამას ვერავინ გააკეთებს, მაგრამ რუსეთმა უკრაინაში თავის მიზნებს ვერ მიაღწია“, - აღნიშნა მან.