ირაკლი კირცხალია გერმანიის საელჩოს ღონისძიებაზე „ნაცმოძრაობის“ წევრის გამოსვლაზე: საზოგადოება ამას გასცემს პასუხს, ლობირებულ დამნაშავეთა დაჯგუფებას, რასაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ჰქვია

ირაკლი კირცხალია გერმანიის საელჩოს ღონისძიებაზე „ნაცმოძრაობის“ წევრის გამოსვლაზე: საზოგადოება ამას გასცემს პასუხს, ლობირებულ დამნაშავეთა დაჯგუფებას, რასაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ჰქვია

საზოგადოება ამას გასცემს პასუხს. გასცემს პასუხს არა მას, არამედ მის მიერ ლობირებულ დამნაშავეთა დაჯგუფებას, რასაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ჰქვია, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ გერმანიის საელჩოს ღონისძიებაზე „ნაცმოძრაობის“ წევრის გამოსვლაზე.

„[ეს არის] კიდევ ერთი ცინიზმი, საზოგადოების კიდევ ერთი შეურაცხყოფა. ყოველ კვირას ვხედავთ იმ ჭირისუფლებს, დაზარალებულებს, რომლებიც იყვნენ მსხვერპლნი იმ სისხლიანი, დამნაშავე რეჟიმის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა. ამის ფონზე როდესაც ასეთ შეურაცხყოფას აყენებ შენს მასპინძელ ქვეყანას, საზოგადოება ამას გასცემს პასუხს. გასცემს პასუხს არა მას, არამედ მის მიერ ლობირებულ დამნაშავეთა დაჯგუფებას, რასაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ჰქვია“, - აღნიშნა კირცხალიამ.

გერმანიის საელჩოს მიერ ღონისძიებაზე „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიის მე-8 ნომრის ირაკლი ხვადაგიანისთვის ტრიბუნის დათმობას, სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა.

მარბიელი მეორე დღეა გახარიაზე და ჩორჩანაზეა საუბარი ყველა ქოც თუ ნაც ტვ-ებში; ლამის მესამე მსოფლიო ომი დაწყებულა საგუშაგოს აშენებით, თითქოს ყოველდღე არ ხდება ბორდერიზაცია და გატაცება
რატომ წვალობთ? ამდენი გაუხსნელი მკვლელობის საქმეა; მოძებნეთ ორი მოწმე, ორსაც ნაცები მოიყვანენ, ვინც დაიფიცებს რომ გახარიამ მოკლაან სულაც იტყვიან, რომ გახარიამ ააფეთქა მთა 2015 წლის 13 ივნისს, რასაც უმძიმესი შედეგი მოჰყვა ... გახარიას დიდ სასჯელს მისცემენ და ის რომ გამოვა, არვ ნაცი იქნება ამქვეყნად და არც ქოცი!
4 საათის უკან