პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, გეორგევსკის ტრაქტატი იყო განპირობებული მიზეზთა კომპლექსით. გარდა ამისა, გეორგევსკის ტრაქტატს არ გამოუწვევია საქართველოს სახელმწიფოს გაუქმება და ეს ერეკლეს დროს არ მომხდარა. შესაბამისად, როდესაც ისტორიაზე და კონკრეტულად რომელიღაც დოკუმენტზე ლაპარაკობ, უამრავი დეტალი უნდა იცოდე.
for.ge სოსო მანჯავიძეს ესაუბრა.
ლევან ბერძენიშვილი ერეკლე მეფის მოღალატედ გამოცხადებას ითხოვს და აცხადებს, რომ სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არ არის გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა და იტყვის ომი გინდათო. გასაგებია, რომ სიწმინდეების შელახვით გამოირჩევიან „რესპუბლიკელები“ და განსაკუთრებით ლევან ბერძენიშვილი, რომელიც დავით აღმაშენებელს უვიცად მიიჩნევს; ვიცით როგორ შეურაცხყო მეფე თამარი, ილია, ვაჟა, შოთა და ა.შ. საინტერესოა, რატომ არის ბერძენიშვილის თვალით დანახული პატარა კახი - მეფე ერეკლე მოღალატე?
სოსო მანჯავიძე: თავიდანვე უნდა ვთქვათ ერთი რამ - არასერიოზული იქნება ლევან ბერძენიშვილის გამონათქვამების გამო დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, იყო თუ არა მეფე ერეკლე მოღალატე, ვილაპარაკოთ ვაჟა ფშაველაზე ან მართლმადიდებლობაზე და ა.შ. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რა მოტივი ამოძრავებს ამ ადამიანს, როდესაც მიზანმიმართულად იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას. მისი შენიშვნები საერთოდ არ ეხება საკითხის არსს.
ეს ადამიანი მუდმივად ცდილობს შური იძიოს, შეაფურთხოს, შეურაცხყოს, შებილწოს ის ღირებულებები, რომელიც ძვირფასია ქართველი ხალხისათვის და არა იმიტომ რომ ამ ღირებულებებს რაიმე დააკლდება მისი ასეთი გამონათქვამებით, არამედ სწორედ იმ მიზნით, რომ საზოგადოებაში გამოიწვიოს გაღიზიანება. ცხადია, ეს არაჯანსაღი და არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი, თავისი ბუნებით უბედური ადამიანია, მძიმე ცხოვრება აქვს განვლილი, ალბათ, ბავშვობაც უსიხარულო ჰქონდა, ახალგაზრდობაში იქნა დაპატიმრებული, გადაბირებული, რის შესახებაც ყველამ ყველაფერი იცის.
როგორც ამბობენ, სახელიც კი შეურჩიეს მას...
- კი, კი, სწორად ამბობთ. შემდეგ უკვე, საქართველოში ლიბერალური პოლიტიკური კონტროლის დამყარებისა, როდესაც მოხდა ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელება, ხელახლა იქნა გადაბირებული და უკვე ამ იდეოლოგიის მსახურად გადაიქცა. მისი და „რესპუბლიკელების“ მთელი ისტორია არის ღალატის, პოლიტიკური პროსტიტუციის, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ უცხო ქვეყნების ინტერესების განხორციელების სამარცხვინო ეპიზოდებით აღსავსე. ისინი ამაში იღებენ ფულს, ამით არსებობენ და ასეთი საქმისათვის არიან შერჩეულნი მათი პატრონებისგან. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ის ვერ იტანს, სძულს და შურს იძიებს საკუთარ ხალხზე, მის კულტურაზე.
ეს არის შურისძიება საკუთარ ხალხზე?
- რასაკვირველია, სხვანაირად არც შეიძლება იყოს, ვინაიდან ეს ადამიანი თავისი საქმიანობის გამო იწვევს ხალხის აგრესიას, რის გამოც ცდილობს მასზე შური იძიოს, მაქსიმალურად გააღიზიანოს და გაამწაროს ის. გასაგებია, რომ ეს ადამიანი არის ავად, ისევე როგორც მთელი კონგლომერატი, მთელი ის საზოგადოება, ვისაც საქართველოში ლიბერასტებს ეძახიან.
ავადმყოფები უნდა გვეცოდებოდნენ და თანავუგრძნობდეთ, მაგრამ უბედურება იმაშია, რომ ისინი მხარდაჭერილნი და დაფინანსებულნი არიან, მათ ამ ავადმყოფურ მდგომარეობას ავრცელებს მედია, რაც კიდევ უფრო სავალალოა, ამ ე.წ. ლიბერალებმა დაიკავეს განათლების სისტემა, რის მეშვეობითაც რყვნიან, თავგზას უბნევენ და ათაყვანებენ ახალგაზრდობას. ერთხელ თავი გავწირე და მოვუსმინე მის რამდენიმე ლექციას, შევძრწუნდი, ისეთ სისულელეებს ლაპარაკობს. საზოგადოების უმწიფარ ნაწილს, რომელსაც ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს განათლებულობის შესახებ, ჩააგონეს, რომ ის განათლებული ადამიანია.
ძალიან ხშირად გვსმენია, რომ ლევან ბერძენიშვილი განათლებულია, იმიტომ რომ ბევრი წიგნი აქვს წაკითხული, რაც ბუნებრივია, რომ არასწორი შეფასებაა...
- წიგნი არის ინფორმაცია. მთავარია არა ინფორმაცია, არამედ ინფორმაციიდან დასკვნების გამოტანის უნარი და მისწრაფება კეთილგონიერებისა და სიბრძნისაკენ, რაც განათლების მიზანია. ბერძენიშვილი არის მარადახალგზარდა და მარადმწვანე ლიბერალი, რომელიც ვერაფრით ვერ დამწიფდა და ვერ შეიძინა სიბრძნის ელემენტები. პირიქით, რაც უფრო შედის ასაკში, მით უფრო უმწიფარ და მკვახე აზრებს აფრქვევს თავის თავში დარწმუნებული თინეიჯერის გამომეტყველებით. ამიტომ გამოიყურება ასე სასაცილოდ. მკვახე, უხამსი და უმწიფარი აზრები ხშირად არის დამახასიათებელი თინეიჯერებისთვის. ბერძენიშვილი არის ქართული ლიბერალიზმის სიმბოლო, გარეგნულადაც და თავის მიერ გამოთქმული აზრებით არის მარადიული თინეიჯერი. კიდევ ერთხელ, სასაცილოა ვილაპარაკოთ იმ იდიოტობაზე, რაც მან თქვა.
საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი თვლის, რომ ბერძენიშვილმა სწორად ისაუბრა მეფე ერეკლეზე. მაგალითად, ჩემი კოლეგა ვახო სანაია წერს, რომ ბერძენიშვილი სწორია, რადგან „ერეკლე მეორის გადაწყვეტილება, საქართველო დაექვემდებარებინა რუსეთისთვის, იყო კატასტროფული. არავის აქვს უფლება, ქვეყნის თავისუფლება გააუქმოს და სხვას აჩუქოს“...
- თავის დროზე არსებობდა - CIA-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის პროექტი - „მოძახილი“. ერთი ჟურნალისტი რაღაცას იტყოდა, შემდეგ ამას იმეორებდა სხვა და იქმნებოდა ასეთი ექოები, ანუ მოძახილები, რომელიც საზოგადოებას უქმნიდა აზრის კომპეტენტურობის და საყოველთაოდ გაზიარებულობის შთაბეჭდილებას. ანალოგიური სიტუაცია არის ახლა. ეს ერთი ქსელია. დაიძახა ბერძენიშვილმა, გამოეხმაურა სანაია. ეს სპეცსამსახურების მიერ ნაკვები ლიბერალები ქმნიან ამ ეფექტს, უბრალოდ, ექოებს აკეთებენ და საზოგადოების ნაწილს ჰქონია, რომ ვინაიდან ამდენი ადამიანი სხვადასხვა ტრიბუნიდან ერთსა და იმავეს იმეორებს, ამ აზრს აქვს ღირებულება.
ეს ტექნოლოგია დიდი ხანია დამუშავებულია. ეს უბედურები არიან ძველი და არაერთგზის მხილებული ტექნოლოგიის სამსახურში. გასაგებია ისიც, რომ ამაში იღებენ ხელფასს. ვის რაში სჭირდება ან ერთი, ან მეორე, რისი გამკეთებლები არიან?! საერთოდ, ცხოვრებაში თითი თითზე არ აქვთ დაკარებული. გარდა საზოგადოების დეზინფორმაციისა და მავნებლობისა, არაფერი გაუკეთებიათ. ამით იკვებებიან, ამაშინ უხდიან ფულს და ეს არის ტრაგედია, რომ ასეთი რამ ხდება.
მაგათ აზრს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ზოგადად, ვინც ამას ავრცელებს, ასევე იმათ, ვინც ამას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და იმათ, ვინც ამათ აზრებს იზიარებს, შეიძლება მხოლოდ თანავუგრძნოთ. არსებობს ისეთი პროფესიები, რომელიც ძალიან ბინძურია, მაგრამ აუცილებელია - მაგალითად, კანალიზაციის მილების წმენდა, მენაგვეობა. ისინი ასეთი კანალიზაციის მწმენდელები არიან, მაგრამ უბედურება ის არის, რომ მათი საქმიანობა საჭირო არ არის, ისინი თვითონ ქმნიან ნაგავს, თვითონ არიან ბაქტერიები, რომლებიც ბიდნავენ საზოგადოების მენტალური კანალიზაციის მილებს.
ერთია, რომ არსებობენ ასეთი მავნებლები, რომლებიც ამ მავნებლობაში ფულს იღებენ და მეორეა, კრეტინიზმის პრობლემა, ვინც ამათ არიან აყოლილები. სამწუხაროდ, მათი პატრონები იცავენ, აქეზებენ და ხელშეუხებლობას ჰპირდებიან ამ მავნებლებს, თუმცა ერთი დრო არავის შერჩენიაო, ამბობს ძველი ქართული ანდაზა. კრეტინებს კი ვერ აუკრძალავ, რომ იყვნენ კრეტინები - ასეთებად ჩამოყალიბდნენ. ან იმედია, დროებით იმყოფებიან ცნობიერების დაბინდულ მდგომარეობაში, საიდან გამოსვლას და გამოფხიზლებას მთელი გულით ვუსურვებ.
გასაგებია, მაგრამ წარსულის შეურაცხყოფა, ეს უნდა რეგულირდებოდეს თუ არა კანონმდებლობოთ? არც ერთ სახელმწიფოში არ ხდება მსგავსი რამ. მეზობელი თურქეთის მაგალითი რომ ავიღოთ, ათა თურქის პორტრეტი ლამის საოჯახო სიმბოლო გახდა და ასე ხდება სხვა ქვეყნებში და ამ დროს, ჩვენ ვამბობთ, რომ ერეკლე მეორე იყო მოღალატე, დავით აღმაშნებელი უვიცი, ვაჟა ლოთი და ა.შ.
- ლიბერალური რესპუბლიკის პირობებში ასეთი კანონების მიღება შეუძლებელია. თურქეთი არის ისლამური სახელმწიფო და ზოგადად, ისლამური სიწმინდის შეურაცხოფა ისჯება. იქ ხალხია სხვანაირად განწყობილი, თვითონ ხალხი სჯის ასეთ ადამიანებს. აქიდან გამომდინარე, ხალხზეა დამოკიდებული. ასეთი ადამიანები ვერ უნდა გადაადგილდებოდნენ თავისუფლად. არა იმიტომ, რომ ფიზიკურად გაუსწორდებიან, არამედ იმიტომ, საზოგადოებრივ ოსტრაკიზმს, განკეთას დაექვემდებარებიან. არ მიესალმო, უთხარი სათქმელი პირში და მოურიდებლად, ამასთან არ გადახვიდე ფიზიკურ ზემოქმედებაზე, ვინაიდან ისეთ ქვეყნებში და სისტემაში როგორშიც ჩვენ ვართ, სიტყვიერი შეურაცხყოფა და პროვოცირება დასაშვებია და ხალისდება, ხოლო მასზე ფიზიკური პასუხი ძალადობად ითვლება და ისჯება.
თუ უმრავლესობაში ვართ და არ გვინდა ეს ადამიანები განუწყვეტლივ შეურაცხყოფდნენ და გვაფურთხებდნენ, ჩვენც ანალოგიურად უნდა ვიმოქმედოთ. ვთქვათ მათზე ის, რაც საჭიროა და ამავე დროს, სადაც გამოჩნდებიან, ვუთხრათ მათ ის, რაც სათქმელია და არა ისე, როგორც გვახასიათებს - ზურგს უკან ყველაფერს ვლაპარაკობთ და მერე, როცა გამოჩნდება ასეთი არამზადა, როგორიც გახლავთ ბატონი ბერძენიშვილი და მეორე ბატონი სანაია, ჩვეულებრივად ვესალმებით და ვინარჩუნებთ ურთიერთობას. როდესაც ასეთი ტიპის ორპირობა არის, ბუნებრივია, ჩვენ უნდა ველოდოთ ასეთი ტიპის ფურთხებებს ჩვენს სიწმინდეებზე, ეს მარტივია. მეორე საკითხია ასევე ისიც და საფრთხის შემცველია, რომ ადამიანმა გამორთოს თავისი კრიტიკული აზროვნების უნარი და არ თქვას სიმართლე...
მაგრამ ეს კონკრეტული განცხადება კავშირში არ არის სიტყვის თავისუფლებასთან...
- არა, რა თქმა უნდა. საერთოდ, ადამიანებს ახასიათებთ კერპების შექმნა. ხშირად თვითონ ქმნიან ამ კერპებს და როდესაც სიმართლე ითქმევა ამ კერპების შესახებ, ის მკრეხელობად მიაჩნიათ, რაც ასევე დაუშვებელია. ბერძენიშვილი, სწორედ ამით იმართლებს თავს, რომ ის თითქოს კერპებს ებრძვის. სინამდვილეში ასე არ არის. ის ამ გავრცელებული მანკიერების თავის სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობს და თავი ალუდა ქეთელაურად მოაქვს, რომელიც დრომოჭმულ ცრურწმენებს ებრძვის. რა თქმა უნდა, არავითარი ალუდა ქეთელაური არ არის, ერთი გამოტვინებული აგენტია, რომელსაც სამწუხაროდ, „ხანმა უნდობარმა“ ასეთი ცნობადობა მოუტანა. ეს არის უბედურება.
იგივე გეორგიევსკის ტრაქტატი, რომლის გამოც მეფე ერეკლეს აკრიტიკებენ, ფაქტია, რომ მაშინ უზარმაზარი სამი იმპერიის წინააღმდეგ უწევდა ბრძოლა და მიუხედავად ამისა, პატარა კახმა მაინც მოახერხა და საქართველო კავკასიის ლიდერად აქცია. სხვა რა გამოსავალი ჰქონდა საქართველოს?
- სასაცილოა ამაზე ლაპარაკი ამ რაკურსში. დეტალურად უნდა იცოდე ისტორია, რომ დაინახო ის მოტივები, რომელიც ამოძრავებდა ამა თუ იმ მმართველს. ასეთი ტიპის ინფანტილური გამოხტომები, გარდა ამ გამოხტომების გონებრივი უმწიფრობისა, არაფერს არ ადასტურებს. ამ ფორმატში რომ ვისაუბროთ გეორგევსკის ტრაქტატზე რა თქვა ბერძენიშვილმა, რას ვიტყვით? - ვერაფერს. ეს ფორმატი არ არის თვითონ განხილვისთვის შესაბამისი. სწორედ ამით სარგებლობს ეს ჭინკა ბერძენიშვილი, რომელიც დახტუნაობს ფორმატიდან, ფორმატამდე. არასდროს არ მინახია მისი კვალიფიციური გამოსვლა.
რა თქმა უნდა, გეორგევსკის ტრაქტატი იყო განპირობებული მიზეზთა კომპლექსით. გარდა ამისა, გეორგევსკის ტრაქტატს არ გამოუწვევია საქართველოს სახელმწიფოს გაუქმება. ეს ერეკლეს დროს არ მომხდარა და საიდან მოაქვთ ეს იდიოტობა?! რაღაცას რომ მიხვდე, კონტექსტი უნდა იცოდე, უნდა იცოდე, რომ ირანი არ თვლიდა ქართლ-კახეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. 150 წლის მანძილზე ქართველი მეფეები თუ ისლამს არ მიიღებდნენ, შაჰი არ ანიჭებდა ტახტზე ასვლის უფლებას, უნდა იცოდე მაშინდელი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, დემოგრაფიული ვითარება, ეკონომიკური და შიდა-პოლიტიკური საკითხები და ა.შ. უამრავი რამე უნდა იცოდე, როდესაც ისტორიაზე და კონკრეტულად რომელიღაც დოკუმენტზე ლაპარაკობ. ახლა, ამ დონეზე მსჯელობა, ამ ხალხის არაკომპეტენტურობა, უვიცობა, რომელიღაც იდეოლოგიურ კლიშეებზე ისტორიის მორგება, სადაც არათუ საკითხის ცოდნა, არამედ ისიც კი არ ჩანს, რომ ასეთი ვერდიქტების გამომტანს რაიმე წარმოდგენა აქვს საკითხზე, უბრალოდ, სასაცილოა ჩემთვის.
წარმოუდგენელია, რომ ბერძენიშვილმა და ამ ლიბერალურმა ფრთამ არ იცოდნენ, ვინ იყო მეფე ერეკლე სინამდვილეში და რა გააკეთა ქართული ეთნოსოს გადასარჩენად...
- არა, არა, არ იციან! საქმეც ის არის, რომ უვიცები არიან. საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ იმ საკითხზე, რაზეც ლაპარაკობენ, ეს არის პრობლემა. უბრალოდ, ბოდავენ რაღაცებს. თავს დავაძალე და მოვუსმინე ბერძენიშვილს, რომელიც ახალგაზრდებს ესაუბრება ვაჟა ფშაველაზე. ისეთ სისულელეებს ლაპარაკობდა, რომ შევწუხდი.
ისეთი სიბრიყვეები ილაპარაკა ალუდა ქეთელაურზე, რომ როგორ შეიძლება ეს კაცი ახალგაზრდებს რამეს უყვებოდეს, როგორ შეიძლება ის ვინმეს მიაჩნდეს განათლებულ კაცად?! რა ვქნათ, ასეთი ვითარებაა სამწუხაროდ. ჩვენ ვცხოვრობთ მახინჯი ლიბერალური იდეოლოგიის ბატონობის პირობებში, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანის გონების დეფორმაცია გამოიწვია.