ბაიდენი ჩინეთის ტაივანთან „ფლირტს“ სამხედო ჩარევით ემუქრება

ბაიდენი ჩინეთის ტაივანთან „ფლირტს“ სამხედო ჩარევით ემუქრება

აშშ მზადაა, სამხედრო გზით ჩარევისთვის, თუ ჩინეთი ტაივანში შეიჭრება. ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, არის თუ არა აშშ მზად, სამხედრო გზით ჩაერთოს ტაივანის დასაცავად, თუ ჩინეთი მის ტერიტორიაზე შეიჭრება, ჯო ბაიდენმა უპასუხა, რომ ეს არის ვალდებულება, რომელიც აშშ-მა აიღო. აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ჩინეთი, ტაივანთან დაკავშირებით საფრთხეს „ეფლირტავება“.

„ისინი უკვე ეფლირტავებიან საფრთხეს ასე ახლოს ფრენებითა და ყველა განხორციელებული მანევრით. ტაივანის დაცვის ტვირთი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ კიდევ უფრო ძლიერია. ჩინეთის შეკავება არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიდი ფასი გადაიხადოს უკრაინაში ჩადენილი ბარბაროსობისთვის, რათა ჩინეთმა და სხვა ქვეყნებმა გაიგონ, რომ ასეთი ქმედება მისაღები არაა“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

თავის მხრივ, ოფიციალური პეკინი აცხადებს, რომ მზადაა, დაიცვას თავისი ეროვნული ინტერესები ტაივანთან დაკავშირებით. ჯო ბაიდენის განცხადებას მალევე უპასუხა ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ვან ვენბინმა და აღნიშნა, რომ ტაივანი ჩინეთის განუყოფელი ნაწილია.

„ტაივანის საკითხი ჩინეთისთვის წმინდა შიდა საქმეა. საკითხებზე, რომლებიც ეხება ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის ძირითად ინტერესებს, ოფიციალურ პეკინს კომპრომისისა და დათმობის ადგილი არ აქვს. არავის მხრიდან არ უნდა მოხდეს ჩინელი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილების, მტკიცე ნებისა და ძლიერი უნარის შეუფასებლობა ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში“, - აღნიშნა ვან ვენბინმა.

ჩინეთმა, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ტაივანის მიმართულებით სამხედრო აქტივობა გააძლიერა. ოფიციალური პეკინი დიდი ხანია ცდილობს ტაივანი „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის ნაწილად აქციოს, ხოლო ტაივანი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

გასული წლის 16 ნოემბერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია, ტაივანი ჩინეთის ნაწილია, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ერთადერთი კანონიერი მთავრობაა, რომელიც ჩინეთს წარმოადგენს. ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ტაივანი ჩინეთის ნაწილია და ამას ვერავინ შეცვლის.

ვეი ფენჰემ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან სატელეფონო საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ტაივანის საკითხი სათანადოდ არ განიხილება, ეს საზიანო გავლენას მოახდენს ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებზე.

პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, ტაივანი არის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური საკითხი და იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი დაიკავებს ტაივანს, ეს ნიშნავს ჩინეთის ხელისუფლებაში სი ძინპინის და ზოგადად, ჩინური იმპერიული ძალების გაძლიერებას. ამავე დროს, მისი თქმით, ტაივანი არის მსოფლიოს ერთ-ერთი დიდი ეკონომიკა, მაღალტექნოლოგიური წარმოებებით, ის არის მსოფლიოს მიკროსქემების წამყვანი მწარმოებელი. გარდა ამისა, როგორც მანჯავიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, გეოპოლიტიკურად ტაივანის კონტროლი მთლიანად ცვლის ძალთა განლაგების ლანდშაფტს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.

„აქედან გამომდინარე, ბაიდენის სიტყვები იმის შესახებ, რომ აშშ ტაივანს დაიცავს იმ შემთხვევაში თუ ჩინეთი შეიჭრება კუნძულზე, ეს არ არის წამოცდენა, ან გაუგებრობა, ან ბოდვა რომელიც ხშირად ახასიათებს არცთუ ისე ახალგაზრდა ბაიდენს. ბოლო პერიოდში აზია - წყნარი ოკეანის რეგიონში სულ უფრო იზრდება დაძაბულობა და ამან შეიძლება მიიღოს სამხედრო დაპირისპირების ხასიათი. მით უმეტეს ტაივანმა გამოაცხადა უკვე, რომ აპირებს სანაპირო ზოლში განალაგოს რაკეტები, დაახლოებით რუსული ბასტიონოს ტიპის რაკეტები, ეს არის რაკეტები, რომელიც განლაგდება ხმელეთზე, რათა ზიანი მიაყენოს ფლოტს, რომლის მეშვეობითაც ჩინეთი შეეცდება სამხედრო სცენარის განვითარებას, ტაივანზე დესანტის გადასხმას და ეს იწვევს პეკინის მზარდ გაღიზიანებას. მოკლედ, იქ ვითარება აღმავალი დაძაბულობით ხასიათდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ერთ მომენტზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ხიდი არის უკრაინის მოვლენებსა და ჩინეთ-ტაივანის ურთიერთობებს შორის. პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ეს ხიდი გადო ბაიდენმა და პრაქტიკულად, ამ შემთხევაში თქვა, რომ ისევე, როგორც დაუშვებელია რუსეთის მიერ უკრაინის ხელყოფა, ასევე დაუშვებელია ჩინეთის მიერ ტაივანის ხელყოფა.

„მგონია, რომ ამ პარალელში დევს იმის გასაღები საერთოდ რატომ მოახდინა ევროპული ძალების ასეთი უპრეცედენტო მობილიზაცია ბაიდენმა, რომელიც ახლა სახეზეა. უკრაინას 2014 წელსაც შეუვარდა რუსეთი, წაართვა ტერიტორიები, მთელი ნახევარკუნძული, მაგრამ იქ დასავლეთს ასეთი რეაქცია არ ჰქონდა. აქ კი, ბაიდენი არის ძირითადი დირიჟორი.

უკრაინაზე რეაქცია ადრე და უკრაინაზე რეაქცია ახლა - ამ განსხვავებაში იკითხება ის, რომ დღეს რაღაცა სხვა ფაქტორია დამატებული და რაღაცა სხვა ფაქტორად მიმაჩნია სწორედ დიდი ანტიდასავლური გაერთიანების შექმნის საფრთხე -რუსეთი-ჩინეთი-ირანის ალიანსი. ჩვენ ვიცით, რომ შესანიშნავი ურთიერთობა აქვს რუსეთს ერთ და მეორე ქვეყანასთან, ძალიან აქტიური, ყოველთვის ცდილობს ერთიანობის ჩვენებას და ძალიან ახლოს არის იმასთან, რომ ამ სამკუთხედმა დამოუკიდებელი არსებობა წამოიწყოს და დაუპირისპირდეს დასავლეთს უკვე ამ გაერთიანების სახით“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ეს გაერთიანება იმ მხრივადაც არის სახიფათო, რომ რუსეთს და ჩინეთს ოფიციალურად, ხოლო ირანას არაოფიციალურად ბირთვული იარაღი აქვთ.

„ამ გაერთიანების გატეხვა მერე ძალიან გაჭირდება. ვფიქრობ, რომ ბაიდენის ინტერესი მოცემულ მომენტში სწორედ ეს არის, რომ მოსპოს ასეთი ანტიდასავლური გაერთიანების შექმნის მექანიზმები. საფუძვლების მორყევის ერთ-ერთი ფორმა არის რუსეთის მდგომარეობის შეცვლა. ბაიდენი დაიმუქრა, რომ რუსეთის სახელმწიფო უნდა მივიყვანოთ იქამდე, რომ აგრესიის გამოვლენა არ შეეძლოსო. ანუ, ბაიდენს რუსეთის, როგორც სახელმწიფოს დასუსტება აქვს მიზნად აღებული და არა უკრაინაში გამარჯვება.

უკრაინა კონკრეტული ფაქტია იმისა, რა არის რუსეთი. ამ ფაქტის ხელზე დახვევა უნდა დღეს ამერიკას საიმისოდ, რომ მომავალი ანტიდასავლური გაერთიანების ფსიქოლოგიური რგოლი როგორც რუსეთი, ამოაგდოს გაერთიანებებიდან. თუ ასეთი ანტიდასავლური რგოლი - ჩინეთი გახდა ერთ-ერთი წამყვანი, ე.ი. მის მიმართაც გატარდება მკაცრი ზომები და ეს თქვა ბაიდენმა თავის განცხადებით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

trampi ტაივან--- ჩინეთის ამბავი მე მაგრად მაწყობს...
მიდი მიდი ამერიკავ ამ საქმეში მაგრად გბალეშიკობ............................................ოღონდ მერე რა დედიშენისას დაიჭერ მაგასაც ვნახავთ
ისე მანამ შენ სიქტიმი არ მოგივა არ მოისვენებ ........ წერას ყავხარ ატანილი, წერას............................. ბუზი გაზის უკვე, ბუზი......., თანაც დიდი ბუზი ...
2 წლის უკან