ვოლოდიმირ ზელენსკიმ, პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ვიდეომიმართვაში, განაცხადა, რომ უკრაინა პოლონეთთან ერთობლივ საბაჟო კონტროლს აწესებს.
მისივე თქმით, ისტორიული შეთანხმებით ევროკავშირის საერთო საბაჟო სივრცეში უკრაინის ინტეგრაცია დაიწყება.
„მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც რევოლუციას მოახდენს ჩვენს საზღვარზე არსებულ წესრიგში - ვნერგავთ საერთო საბაჟო კონტროლს პოლონეთთან. ეს მნიშვნელოვნად დააჩქარებს სასაზღვრო პროცედურებს, აღმოფხვრის კორუფციული რისკების უმეტესობას, მაგრამ ეს ასევე არის ევროკავშირის საერთო საბაჟო სივრცეში ჩვენი ინტეგრაციის დასაწყისი“, - აცხადებს ზელენსკი.
ორი ქვეყნის ლიდერებმა, პირისპირ შეხვედრისას, უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების, რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებისა და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხებიც განიხილეს.