რადიკალები სტრატეგიას ცვლიან - სამიზნედ დასავლეთს ირჩევენ

რადიკალები სტრატეგიას ცვლიან - სამიზნედ დასავლეთს ირჩევენ

იმ ფონზე, როცა ნიკა მელია რევოლუციას აანონსებს, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა ვერ შედგება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, თუ ოპოზიცია „კონსტრუქციულ რელსებზე“ გადავა, მაშინ მუშაობა შესაძლებელი გახდება. ქართული ოპოზიცია 8 წელია ცდილობს ქვეყანაში გამოიწვიონ დესტაბილიზაცია, რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში - ეს არის რადიკალური ოპოზიციის მთავარი ამოცანა.

მიუხედავად იმისა, რომ რადიკალების პოლიტიკური მიზანი ქვეყანაში პროცესების რადიკალიზაციაა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნონა მამულაშვილი აცხადებს, რომ რევოლუციების ეპოქა დასრულდა. ახლა, ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი იქნება მუშაობა დასავლეთთან, რომ ივანიშვილი და მისი გარემოცვა დასანქცირდეს. დეპუტატი აცხადებს, რომ ხელისუფლების შესაცვლელად რევოლუციის გარდა ბევრი სხვა გზა არსებობს, რომელიც კონსტიტუციას არ არღვევს. ოპოზიციას, რომელსაც ქვეყნის შიგნით მოსახლეობის მხარდაჭერა არ აქვს, ახლა სამიზნედ დასავლეთს ირჩევს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის დერეფნებში დადიან და საპირისპირო კამპანიას აწარმოებენ. მისი თქმით, გათვლა არის ის, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღებას მოჰყვეს არეულობა და ქვეყნის ომში ჩართვა.

„რადიკალური ოპოზიციის სურვილია, საქართველოს ომში ჩართვა, თუმცა ამ გათვლას აღსრულება არ უწერია. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, ჩვენი მხრიდან, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და იმისათვის, რომ ზოგადად, ქვეყანა იყოს წარმატებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობილია, რომ ევროკომისიამ კითხვარის ქართული პასუხების შესახებ მოსაზრებები ევროკავშირის ლიდერებს, 24-25 ივნისის სამიტზე უნდა გაუზიაროს. მთავრობის მეთაურმა კარლ ჰარცელს კითხვარის მეორე და საბოლოო ნაწილი 10 მაისს გადასცა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ყველანაირ ძალისხმევას მიმართავს ოპოზიცია, რაც შეიძლება ნაკლები გაკეთდეს და რეალური საქმეებიდან ყოველგვარი ყურადღება გადაიტანონ.

„ხელისუფლების მთავარი, პრინციპული მიდგომააა - არავის მისცეს თავისი დესტრუქციული ზრახვების განხორციელების, სისრულეში მოყვანის შესაძლებლობა, გამოვიყენებთ ყველა ხერხს, რომელიც ამისთვის აუცილებელი იქნება და რაც ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს საუკუნეობრივი არჩევანია - ჩვენი ქვეყანა ევროპის ნაწილი იყოს, შესაბამისად ამ პრინციპულ ხაზს ხელისუფლება მიჰყვება. მთავარი, რაზეც სიფხიზლეა საჭირო, ეს არის ზედმეტად არ გავერთოთ ჩვენს ოპონენტებთან ოპონირების პროცესით და მიუხედავი არ დარჩეს თვითონ საქმე, რომელიც პროფესიულად გადაწყვეტას მოითხოვს და ამაზე მეტი ყურადღებაა საჭირო“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ვინ ვის რას ელაპარაკება არ იცის „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ, რადგან „ქართულ ოცნებას“ ევროსტრუქტურებში და მივლინებებში ის არ დაჰყავს.

„მოგეხსენებათ, „ქოცებს“ არ დავყავარ ევროსტრუქტურებში, მივლინებებში და ა.შ. დაჰყავთ თავიანთი ნაცნობები სხვა ოპოზიციონერები და ალბათ, იმათ უკეთ იციან, ვინ ვის რას ელაპარაკება, მე არ მაქვს ინფორმაცია. აი, რომ წამიყვანენ ერთხელ, მაშინ ყველაფერს მოგიყვებით, მაგრამ ამას არ აკეთებენ. თუ რამეს საზიანოს და სამტროს ამბობ, არც აქ უნდა თქვა და არც სხვაგან, მაგრამ ის ხალხი რომ დაგყავს მივლინებებში, ვინც აქ ამბობს ამას და მერე გიკვირს, ეგ უფრო გასაკვირია, ჩემი აზრით“, - ამბობს იაგო ხვიჩია.

რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი სახე, ნონა მამულაშვილი კი ამბობს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ევროატლანტიკურ გზას ვინც ძირს უთხრის და პროცესს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ეს არის „ქართული ოცნება“. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირწმუნება, რომ დასავლეთიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ ძალიან მძიმე კრიტიკა ისმის და მძიმე ნაბიჯებიც იდგმება.

„ვინც ამ ქვეყანას ძირს უთხრის, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები მთავრობაში, პარლამენტსა და სასამართლოში. ირაკლი კობახიძე არის რუპორი კრემლის პროპაგანდის და ის იმეორებს იმას, რასაც დაავალებენ. დასავლეთიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ ძალიან მძიმე კრიტიკა ისმის და მძიმე ნაბიჯებიც იდგმება. „ქართული ოცნებისთვის“ ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურები დაკეტილია და ასე სახლებში შევარდნა მოუწევთ“, - აცხადებს ნონა მამულაშვილი.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი თვლის, რომ როცა გეძლევა შანსი, რომ გადადგა ნაბიჯები, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გასაწევრიანებლად დაეხმარება და ამ შანსს არ იყენებ, მოღალატეობრივი ნაბიჯია. მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად გარკვეული რეფორმები აქვს გასატარებელი.

„წლებია ველოდებით და კიდევ როდის იქნება ეს შესაძლებლობების ფანჯარა გაღებული საქართველოსთვის, როდის ექნება საქართველოს კიდევ შანსი, რომ ერთი ნაბიჯი კიდევ წინ გადაიდგას და კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს, კაციშვილმა არ იცის და როდესაც ამ შანსს შენ არ იყენებ, არამედ პირიქით, ებრძვი ამ შანსის გამოყენებას შენი ნაბიჯებით, შენი გადაწყვეტილებებით, ეს მოღალატეობრივი ნაბიჯებია და ამას აუცილებლად ასე შეაფასებს ისტორია და ჩვენი მომავალი თაობები.

შემდეგი იქნება ის, რომ ევროკავშირი შეიძლება აღარ იყოს ისე აქტიურად დაკავებული საქართველოს საკითხებით, მაგრამ მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს ასე არ იქნება და ეყოფათ გამბედაობა იმის შესაფასებლად, რომ ეს გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას „ქართული ოცნების“ სახით, არ გახდეს მიზეზი იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას მოესპოს განვითარების შანსი“, - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

 

amo „აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ჩვენზე ამბობს: "...გვაქვს წუხილი მედიის თავისუფლების, ღია დებატებისთვის სივრცის დახურვის გამო..."
ამხელა გზა ამის სათქმელად გამოიარა? ეს ხომ ამერიკიდანაც შეეძლო ეთქვა, თუ ფაქტების გადამოწმებას მაინც არ აპირებდა.
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ევროპის ხალიფატი მიდის სამარეში. ჩვენ რა, უნდა ჩავყვეთ?!
2 წლის უკან
trampi ვაააა .......................................

...დათვსა ხედავდნენ და კვალს ეძებდნენო
ეშმაკს აქამდე მარტო რქები უჩანდა..... ეხლა უკვე ყურებიც გამოუჩნდა და საცააა სახესაც დაგვანახებს(სხვა რამესაც) ...
ესენი კიდევ გაიძახიან ,,გძე პრაკოფიო,, ......................ჩვენ წინა დგას ჩვენ წინ--- რაღა დანახვა უნდა
ეხლა ეშმაკი ტაივანს და ჩინეთს რო ერთმანეთთან დააჯახებს, მერე უკვე სახეც გამოუჩნდებააააააააა
ბრუციანებმა კიდე იძახოს--------------- ,,გძე პრაკოფიო,,
არადა ოფიციალური პირებიდან მარტო ერთ კაცს ეყო ვაჟკაცობა, შათირიშვილს და პირდაპირ დააადო თითი ეშმაკს---აი ეშმაკიო
დანარჩენები კიდევ ნე ვიჟუს აკეთებენ......ფუუუუუუ


აქაურებმა ყველამ (განსაკუთრებით ჩოპრეს თამადობით )... ყველამ კარგად იცის ვინცააა ეს ე.წ კოლექტიური დასავლეთი და რატო უსმენენ ისინი იმენო ნაცებს......
იმიტომ უსმენენ ეგენი ნაცებს, რომ ეგენი უკლებლივ ყველანი, ტანსაცმლიანად, ჩათლახები არიან, ჩათლახები!!!!!!!!!!! ისინიც და ესენიც!!!!
ეს სულგაყიდული ნაცები კიდევ , ფულის სანაცვლოდ, რაც იმათ აწყობთ სწორედ იმასა ლაპარაკობენ... და იმიტომაც უსმენენ ისინი კიდევ
სწორედ ნაცებს(ვითომ და გაოცებულები და აღშფოთებულები). ...................
.მთავარია ნაცებმა იმათ სატოპკე აუწიონ და მათი ნათქვამი მართალია, ტუ ტყუილი, იმათ ეგ სუ დიშლაზე ჰკიდიათ ....., მათთვის მთავარია რომ ნაცებმა სატოპკე ინფორმაცია მიაწოდონ, რო იმათ ტოპკა დაგვკრან და დანარჩენიიიიიი ---- ,,დელო ტეხნიკი,, .....ტყუილი იქნება ის ინფორმაცია, თუ მართალი---- ქოცებმა არჩიონ.....
იმათთვის ნაცების ერთი ტყუილი ამათ (ამ დებილების) ათ მართალსა სჯობნის...............აწყობთ რომ ნაცების ნალაპარაკების შედეგად იმათ
ყური აგვიწიონ, დაგვტუქსონ, კუთხეში დაგავაყენონ , რო როგორც დამნაშავეები თავის ჭკვაზე მოგვაქციონ, თორემ დანარჩენიიიიი??....სხვაააა??... .......სულ სირზე ჰკიდიათ....მათთვის მთავარია ჩვენ იმათ დაკრულზე ვიაროთ, იმათ ინტერესები გავატაროთ(ან იქნებ ომში მაინც ჩაგვითრიონ) და......... საქართველოს სულაც მოსტყვნია პატრონი
ჰოოოოდა იმიტომაც ვაგინებ მე კიდე იმათ პატრონს 24 სააათი......კოლექტიურ კოლუმბს!!!!...და მანამ იმათ პატრონს(კოლუმბს) სული არ ამოუვა, ეგრეც ვიზამ .....ჰააა ჰააა კიდევ 2-3 წელი
.ამ ქოცების მორიდებულ კანკალზე ხომ ლაპარაკი აღარც ღირს ..მარტო დიახ ბატონო, დიახ ბატონოვო, გაიძახიან და თავს იმართლებენ--- არა ვართ ბატონო ის ,,შავი კაცები,, ,,... ნაცები რომ გეუბნებიანო
ეხლააა ცოტა რო ამათ ხმა ამოიღეს და ცოტა რაღაცას პასუხობენ, თორემ აქამდეეეეე ...... ნებისმიერ უცხოელს, თუნდაც იქაურ დამლაგებელს, შიშისაგან ჩაჯმულები უყურებდნენ
მოკლედ ამ ჩვენ ,,მეგობრებს,, ნიღბები ჩამოუვარდათ.... აღარც კი ღირს მათზე ლაპარაკი
ერთს ვნატრობ მარტო ............ რომ ამ ნაცმა კანდელაკმა ამათ ,,ევროსაქმეში,, ისე ჩაუჯვათ და რო ჩვენი ევროპაში მიღება 3--4 წელი მაინც გადააწევინოს...
ამასობაში კიდევ ან ვირი იქნება(აუცილებლად იქნება) და ან ვირის პატრონი( მეეჭვება)
დანარჩენის კაკუნი კიდე....... უკვე ნერვები აღარ მყოფნის
2 წლის უკან