ბაიდენი: კიდევ უფრო გავაძლიერებთ უკრაინას, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკების მაგიდასთან

ბაიდენი: კიდევ უფრო გავაძლიერებთ უკრაინას, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკების მაგიდასთან

მივესალმები კონგრესს, რომელმაც მკაფიო ორპარტიული მესიჯი გაუგზავნა მსოფლიოს, რომ ამერიკელი ხალხი მამაცი უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და მათ დემოკრატიასა და თავისუფლებას იცავს, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სენატის მიერ უკრაინისათვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის დამტკიცებას.

„ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ უსაფრთხოების, ეკონომიკის, სურსათისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას უკრაინისათვის და კიდევ უფრო გავაძლიერებთ უკრაინას, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკების მაგიდასთან“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, დახმარების ახალი პაკეტით გათვალისწინებული იარაღი და აღჭურვილობა პირდაპირ წავა უკრაინაში თავისუფლების ფრონტის ხაზზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ იმ დროს, როდესაც ისინი თავიანთ ქვეყანას რუსეთის აგრესიისგან იცავენ.