უკრაინას სამხედრო დახმარებას უზრდის გაერთიანებული სამეფოც. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აცნობა.
ბორის ჯონსონის თქმით, გაერთიანებული სამეფო უკრაინას მილიარდ 300 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოუყოფს.
სამხედრო დახმარების ფარგლებში ბრიტანეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ხომალდსაწინააღდმდეგო რაკეტებს და უპილოტო თვითმფრინავებს მიაწვდის.
ჯონსონმა და ზელენსკიმ ასევე განიხილეს გლობალური ეკონომიკური კრიზისის შეჩერების გზები, რასაც პუტინის მიერ შავი ზღვის პორტების ბლოკირება იწვევს.