დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრები უკრაინისთვის 18,4 მილიარდის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. მინისტერიალი გერმანიის ქალაქ კიონიგსვინტერში გაიმართა.
„ჩვენ შევძელით მოკლევადიანი საბიუჯეტო დახმარების ფარგლებში 18,4 მილიარდი დოლარის მოძიება. უკრაინის დახმარება გაგრძელდება ომის პერიოდში და თუ საჭირო იქნება, კიევი მიიღებს უფრო მეტ დახმარებას“, - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.