უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთში, კანის 75-ე კინოფესტივალის გახსნისას აუდიტორიას სიტყვით მიმართა.
„კინო ჩუმად იქნება თუ ხმას ამოიღებს? თუ დიქტატორი არის, თუ თავისუფლებისთვის ომი არის, ყველაფერი ჩვენს ერთიანობაზეა დამოკიდებული. შეუძლია კინოს ამ ერთიანობის მიღმა დარჩეს?“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დროთა განმავლობაში სიძულვილი გაქრება და დიქტატორები მოკვდებიან.
„ჩვენ გვჭირდება ახალი ჩაპლინი, რომ დღეს დავამტკიცოთ, კინო არ არის მდუმარე. ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი თავისუფლებისთვის. დიდება უკრაინას, ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.