ლუქსემბურგის თავდაცვის მინისტრის, ფრანსუა ბაუჩს განცხადებით, ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლა ორგანიზაციას გააძლიერებს.
„ორი ევროპული დემოკრატიული სახელმწიფო გაწევრიანდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსი. ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლა ორგანიზაციას გააძლიერებს. ფინეთისა და შვედეთის ადგილი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსშია. ლუქსემბურგის მხრიდან ამ ორი სახელმწიფოს მხარდაჭერა ძალიან ძლიერია. ისეთი გამოწვევების პირობებში ვცხოვრობთ, რომ კომფორტულია ნატოს ქოლგის ქვეშ და ისეთ ძლიერ ორგანიზაციასთან ერთად, როგორიც ნატოა. კარგი იდეაა, რომ ევროკავშირის წევრები ნატოს უერთდებიან. რაც შეეხება თურქეთს, მალე არჩევნებია და ეს თამაშობს როლს ამ დისკუსიებში. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოესს დღეებში შეიცვლება დამოკიდებულება და თურქეთი დათანხმდება ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას“, - ამბობს ფრანსუა ბაუჩი.