შვედეთი ნატოში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს გააკეთებს

შვედეთი ნატოში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს გააკეთებს

შვედეთში ნატოში გაწევრიანების გეგმების შესახებ ოფიციალურად განაცხადეს. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის მმართველმა პარტიამ მიიღო.

როგორც „სოციალ-დემოკრატების“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, „სოციალ-დემოკრატები“ იმუშავებენ იმისთვის, რომ ნატომ შვედეთის განაცხადი დააკმაყოფილოს“.

თავის მხრივ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება არა რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული, არამედ შვედეთისთვის საუკეთესო ნაბიჯია.

მანამდე ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ნატოს წევრობაზე განაცხადს წარადგენს.