“საერთაშორისო გამჭვრვალობა - საქართველო” რუსთავის თვითმმართველობაში ჩატარებული ერთი საინტერესო აუქციონით დაიტერესდა. საქმე ეხება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ, რუსთავისთვის საჩუქრად გადაცემული, სოფელი კრწანისის სარწყავი წყლის მილებს.
აუქციონი საინტერესოა იმით, რომ ის 2008 წლიდან ქრონიკულად და წარუმატებლად მიმდინარეობს და დღეს უკვე სამართალდამცავების ინტერესის ობიექტია.
“2008 წელს, გარდაბნის მუნიციპალიტეტმა რუსთავის მერიას სოფელ კრწანისის ლითონის სარწყავი მილები აჩუქა. ზოგადად, ეს ქმედება კანონით არის დაშვებული, მაგრამ საქმეში მთელი რიგი სამართლებრივი დარღვევებია. დავიწყოთ იმით, რომ აღნიშნული მილები აუქციონზე გატამდე, აბსოლუტურად გამრთულ და მუშა მდგომარეობაში იყო. ადგილობრივი მოსახლეობა მას სარწყავად აქტიურად იყენებდა.
რუსთავის მერიამ აუქციონის გამოცხადებამდე, ერთ დღით ადრე აუდიტს აღნიშნული მილების შეფასაება შეუკვეთა. აუდიტმა მილები მილიონ-ნახევრად შეაფასა. მიუხედავად ამისა აუქციონზე ისინი თვითმმართველობამ თითქმის სამჯერ ნაკლებ თანხად - 570 000 ლარად გაიტანა. ერთადერთი დაინტერესებული პირი და მყიდველი ვინმე პაატა ტალახაძე იყო. მან 571 000 ლარის გადახდის ვალდებულება აიღო და აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდა. ტალახაძემ მხოლოდ სრული თანხის ე.წ. ბე გადაიხადა - 28 500 ლარი. აუქციონის მეორე დღესვე მივიდა სოფელ კრწანსში და მილების ამოყრა და დაჭრა დაიწყო, რასაც მოსახლეობასთან კონფლიქტი მოყვა” – საუბრობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელი ეკა ბოკუჩავა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ტალახაძემ აუქციონით აღებული ვალდებულებები არ შეასრულა, რუსთავის მერიამ მეორე აუქციონი გამოაცხადა და “ტალახაძეს გადარჩენილი” მილების გაყიდვა დაიწყო.
“იმის მაგივრად, რომ რუისთავის მერიას მიემართა სამართალდამცავებისთვის და ეცნობებინა რეალურად მილების ქურდობის შესახებ, ადგნენ და ხელახალი აუქციონი გამოცხადეს. ფასს უფრო დაუკლეს, რადგან მილების ნახევარი იყო გადარჩენილი და უკვე მეორედ მიყიდეს გიორგი ხაჩიძეს, რომელიც მივიდა სოფელში და მილების ჭრა გააგრძელა. ხაჩიძემ დაჭრა სოფელ კრწანისის ის სარწყავი მილებნიც, რომელიც საერთოდ არ იყო აუქციონზე გატანილი.
ჩვენ მოგვმართა ადგილობრივმა მოსახლეობამ. კონტროლის პალატის და მთავრი პროკურატურისგან საქმეზე, რეაგირება მოვითხოვეთ. ამ უკანასკნელმა ერთ კვირაში აღძრა სისხლის სამართლის საქმე და ორივე აუქციონზე გამარჯვებული პირი, ვინც მილები დაჭრა – ტალახაძე და ხაჩიძე - დაიჭირეს. მათი სასამრთლო სასამართლო იანვარში იქნება.
ჩვენ გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ არც პროკურატურა და არც კონტროლის პალატა არ საუბრობს რუსთავის მერიის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხზე. პირველ რიგში რატომ გაიტანეს აუქცინზე საწყის ფასად - 570 000 ლარად - მილიონ-ნახევრად შეფასებული მილები?! ასევე, როდესაც პირველმა გამარჯვებულმა, ტალხაძემ, დაჭრა მილები და ნახევარი წაიღო, რატომ არ მიმართეს სამართალდამცავებს? მათ ამის ნაცვლად მეორე აუქციონი გამოცხადეს“ - ამბობს ეკა ბოკუჩავა.
აუქციონი, რომლზეც კრწანისის მოსახლეობას აუტკივარი თავი აატკივეს და მოქმედი მილები ამოუყარეს, სხვა რაიონის სოფლებსაც ეხებოდა. 2008 წლის 17 ნოემბერს ჩატარებული პირველი აუქციონის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რუსთავის მერიას სარწყავი მილები გარდაბანთან ერთად საჩუქრად გადასცეს: ბოლნისის, თეთრიწყაროს, დმანისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებმა. აუქციონის პირობების თანახმად, გამარჯვებულს შემდეგი ვალდებულებები უნდა აეღო:
ა) ნიადაგიდან მილების ამოღების სამუშაოები მოხდეს მყიდველის ხარჯით.
ბ) მილების ამოღების შემდეგ ინფრასტრუქტურა და კომუნიკაცია მოყვანილ იქნეს პირვანდელ მდგომარეობაში.
გ) აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ მთლიანი თანხის 30%-ის გადახდა მოხდეს აუქციონის ჩატარების დღიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
მოკლედ, როგორც ვიგებთ, გამარჯვებულებს ძველი ფოლადის მილები პლასტმასის ახალი მილებით უნდა შეეცვალათ.
კრწანისის მილების ისტორია ამით არ მთავრდება. მისი ქრონიკული გაყიდვა მეორე აუქციონის შემდეგაც გაგრძელდა. რუსთავის მერიამ, მას შემდეგ, რაც მეორე გამარჯვებულმა ასევე დაჭრა მილები და ფული არ გადაიხადა, მე-3 აუქციონი გამოაცხადა და მილები 75 ათასად გაყიდა.
რთული სათქმელია, არასამთავრობოების მოთხოვნით პროკურატურას სისხლის სამართლის საქმე, რომ არ აღეძრა როდემდე გაგრძელდებოდა ეს აუქციონები. ალბათ, საბოლოოდ, ერთი სანტიმეტრიც აღარ დარჩებოდა გასაყიდი. კრწანისის მოსახლეობას კი აიტერესებს, საერთოდ რას ერჩოდნენ და რატომ დაუჭრეს მოქმედი სარწყავი მილები. გაფუჭებულ საქმეს ვინ გამოასწორებს და ახალი მილები ჩაიდება თუ არა - არავინ იცის. ძიება გრძელდება. თავის მხრივ, რუსთავის მერია ქრონიკულ და უპასუხისმგებლო აუქციონბზე პასუხისმგებლობას იხსნის.
“ჩვენ არ ვიცოდით იმის შესახებ, რომ აუქციონში პირველმა გამარჯვებულმა თანხის გადახდამდე დაჭრა მილები. ამიტომაც არ მივმართეთ სამართალდამცავებს და გამოვაცხადეთ მეორე აუქციონი. რაც შეეხება მილების ღირებულებას, მათი ფასი გარდაბნის მუნიციპალიტეტის აუდიტმა დაადგინა და არა ჩვენ. ასე რომ, დაზარალებულები ჩვენ ვართ” – გვპასუხობს რუსთავის მერიის პრეს-სამსახური.
რუსთავის მერიის აუდიტის მიერ მილიონ-ნახევრად შეფასებული მილების შესახებ ინფორმაცია კონტროლის პალატის დასკვნაში დევს.
“რუსთავის მერიამ აღნიშნულ აუქციონთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია მოგვაწოდა, გარდა აუდიტის დასკვნისა მილების ღირებულებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ კონტროლის პალატის დასკვნიდან გავიგეთ, სადაც მილების ღირებულებად მილიონ-ნახევარი იყო მითითებული. ჩვენ დღემდე უშედეგოდ ვითხოვთ პროკურატურისგან რუსთავის მერიის თანამშრომელების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. საკმაოდ ბევრი საეჭვო დეტალი მეტყველებს, რომ რუსთავის მერიაში ადგილი კორუფციას ქონდა” - ამბობენ “საერთაშორისო გამჭვრვალობა - საქართველოში”.