ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან

დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ და ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ჯანელიძემ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის თანახმად, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი სამხედრო ნაწილებში მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენებისათვის ფილმების შერჩევას და მიწოდებას უზრუნველყოფს.

თავის მხრივ, თავდაცვის სამინისტრო გადამღებ ჯგუფებს სამხედრო თემატიკის რეკვიზიტების მიწოდებასა და გადაღებებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებში გაუწევს დახმარებას.

მემორანდუმი ასევე, ითვალისწინებს სამოქმედო გეგმების შემუშავებას, რომლებშიც ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები და მიმართულებები განისაზღვრება.