პრორუსი ბლოგერი ანატოლი შარი, რომელიც სამშობლოს ღალატშია ეჭვმიტანილი, ესპანეთში დააკავეს, - ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
„ეს შესაძლებელი გახდა უკრაინის უშიშროების სამსახურის გენერალურ პროკურატურასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით და უკრაინელი სამართალდამცველების მრავალდონიანი სპეცოპერაციის შედეგად“, - აცხადებენ უწყებაში.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადების მიხედვით, „ეს დაკავება კიდევ ერთი დასტურია, რომ ყველა უკრაინელი მოღალატე, ადრე თუ გვიან, დამსახურებულ სასჯელს მიიღებს“.
შარის უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ - 111-ე მუხლი (ღალატი) და 161-ე მუხლი (მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევა მათი რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სხვა მოტივით).
„შარის ინტერვიუები და გამოსვლები შეიცავს უკრაინის წინააღმდეგ დივერსიული საქმიანობის ფაქტებს. ის გასულ წელს გამოცხადდა ეჭვმიტანილად", - ნათქვამია ოფიციალური უწყების განცხადებაში.