შალვა პაპუაშვილი: ყველაფერი გაკეთდება სახელმწიფო ბიუჯეტით, ქართველი ხალხი თავად დააფინანსებს იმ რეფორმებს, რაც საჭიროა ასოცირების შეთანხმების შესრულებისთვის

შალვა პაპუაშვილი: ყველაფერი გაკეთდება სახელმწიფო ბიუჯეტით, ქართველი ხალხი თავად დააფინანსებს იმ რეფორმებს, რაც საჭიროა ასოცირების შეთანხმების შესრულებისთვის

ქართველი ხალხი თავად დააფინანსებს იმ რეფორმებს, რაც საჭიროა ასოცირების შეთანხმების შესრულებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ყველაფერი გაკეთდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით.

„ჩვენ ვთქვით, რომ ამ ყველაფერს გავაკეთებთ სახელმწიფო ბიუჯეტით, რადგან ესეც სამწუხაროდ გახდა შანტაჟის საკითხი. ის საბიუჯეტო გრანტი, რომელიც არის დაახლოებით 25 მილიონი ევრო, 70 მილიონი ლარი 33 მილიარდიან ბიუჯეტში. 70 მილიონი ლარი 33 მილიარდიან  ბიუჯეტში. ამ 70 მილიონ ლარს ჩვენ გამოვნახავთ ჩვენი ბიუჯეტიდან და ქართველი ხალხი თავად დააფინანსებს იმ რეფორმებს, რაც საჭიროა ასოცირების შეთანხმების შესრულებისთვის. ჩვენი საზოგადოება ამ მოწყვლად გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში, სადაც ომი და მშვიდობის საკითხი ყოველდღე დგას, ჩვენს საზოგადოებაში, სადაც საჭიროა კეთილდღეობის ზრდა, ჩვენი საზოგადოება ვერ დაუშვებს, რომ იყოს ყოველდღიური შანტაჟის ქვეშ, გავხსნით-არ გავხსნით. ჩვენ განვაიარაღეთ ის შიდა თუ გარე ჯგუფები, რომლებიც ამის გამოყენებას ცდილობენ. ეს აზიანებს თავად ევროკავშირსაც, ამას რომ უყურებს საქართველოს საზოგადოება, რომ ევროკავშირი, რომელიც მშვიდობის, კეთილდღეობის პროექტია, გამოყენებულია ამ ჯგუფების მიერ, მათ შორის იმ უცხოელების მიერ, რომლებიც აქ დგებიან მიტინგებზე, თავად ევროკავშირი არის დარტყმის ქვეშ ამის გამო. ამიტომ, ჩვენი გადაწყვეტილებით ვზრუნავთ ჩვენი საზოგადოების სიმშვიდისთვის და ვზრუნავთ ევროკავშირის რეპუტაციაზე, რომ არ იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.